სახლი და დიზაინი
როგორ დავამზადოთ ნატურალური საშუალებები სახლის დალაგებისთვის
სახლის დალაგებისას, ქიმიური სარეცხი საშუალებების მოხმარება ჩვეულ მოვლენად იქცა, თუმცა მათ მიერ, ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე, არავინ ფიქრობს. თვალისთვის ხილულ ჭუჭყს სარეცხი საშუალებებით ვრეცხავთ, მაგრამ ირეცხება თუ არა ჭურჭლიდან თვითონ საშუალება, რომელიც ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, ფოსფატებს, ცეოლითს და ქლორს შეიცავს?! შესაძლებელია ამ “სასარგებლო ქიმიას” შემცვლელი მოვუძებნოთ?!
საწმენდი და სარეცხი საშუალებები
გთავაზობთ სიას, მარტივი და ხელმისაწვდომი კომპონენტებისგან შემდგარი სარეცხი საშუალებებით. თუ სერიოზულად ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე, მაშინ უმჯობესი იქნება თუ მაღაზიის ფხვნილებს, სითხეებს და აეროზოლებს ნატურალური ან ნაკლებად საშიში ანალოგებით ჩაანაცვლებთ. მით უმეტეს, ამის გაკეთება არც ისე რთულია.
საწმენდი საშუალებები აბაზანისთვის
დაგჭირდებათ:
- 1/2 ჭიქა წყალი
- 2 სუფრის კოვზი თხევადი საპონი
- 5 წვეთი ანტიბაქტერიული ზეთი
მომზადების თანმიმდევრობა
1. სოდას დაუმატეთ თხევადი საპონი, ურიეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
2. დაამატეთ 5 წვეთი ანტიბაქტერიული ზეთი. მაგალითად ლადანის, ჩაის ხის ან როზმარინის ზეთი.
3. დაიტანეთ საშუალება ღრუბელზე, გაწმინდეთ და შემდეგ ჩამორეცხეთ ზედაპირი
რედაქციის რჩევა
იმისთვის, რომ საშუალება დიდხანს არ გახმეს, დაუმატეთ გლიცერინი და შეინახეთ მჭიდროს თავდახურულ ჭურჭელში ან იმდენი მოამზადეთ რამდენსაც ერთ ჯერზე გამოიყენებთ.
შუშის საწმენდის აშუალება
დაგჭირდებათ:
- 1/2 ჩაის კოვზი თხევადი საპონი
- 3 სუფრის კოვზი ძმარი
- 1 ჩაის კოვზი ამიაკი
- 200 მილიგრამი წყალი
მომზადების წესი
1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი
2. გადაასხით სითხე პულივიზატორში
3. თხევადი საპონი დაგეხმარებათ, შუშის ქარხნული საწმენდების მიერ ფანჯარაზე დატოვებული ცვილის კვალის გაწმენდვაში. ამის გარეშე ფანჯარა ოდნავ დაბურული იქნება.
საშუალება ღუმელის გასუფთავებისთვის
დაგჭირდებათ:
- 200 გრამი სოდა
- 2 ჩაის კოვზი საპონი
- 100 მილიგრამი წყალი
მომზადების წესი:
1. წყლით დაასველეთ ღუმელის ძირი.
2. დაყარეთ სოდის ფენა ისე, რომ მთლიანად დაიფაროს ღუმელის ძირი
3. შეასხურეთ სოდას წყალი. სოდა სქელ, კრემისებურ მასად უნდა გადაიქცეს.
4. დატოვეთ ღუმელი მთელი ღამით.
5. დილით სახეხ ღრუბელს თხევადი საპონი დაასხით. ცხიმი სოდასთან ერთად ძალიან მარტივად გაეცლება ღუმელის ზედაპირს.
6. თუ რეცეპტი არ იმუშავებს, ის კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, თუმცა ამჯერად – სოდის რაოდენობა გაზარდეთ!
უნივერსალური საწმენდი საშუალება
სოდით დამზადებული ხალხური საშუალებებით, თითქმის ყველაფრის გაწმენდაა შესაძლებელი. სოდა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არ იწვევს ალერგიას, არ ტოვებს სუნს, იაფი ღირს და შესანიშნავად წმენდს სხვადასხვა ტიპის დაბინძურებებს.
დაგჭირდებათ:
1/2 ჩაის კოვზი სოდა
1 ჩაის კოვზი თხევადი საპონი
300 მილიგრამი თბილი წყალი
10 წვეთი ლავანდის ზეთი
მომზადების თანმიმდევრობა:
1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი
2. ჩაასხით მასა პულივიზატორში. შეანჯღრიეთ, რათა სოდა ბოლომდე გაიხსნას
3. ეს საწმენდი ისე გამოიყენეთ, როგორც სხვა ნებისმიერ საწმენდ საშუალებას გამოიყენებდით
ავეჯის საპრიალებელი
დაგჭირდებათ:
- 1/2 ჩაის კოვზი ზეითუნის საპონი
- 30 მილიგრამი ძმარი
- 10 წვეთი ლიმონის ზეთი
მომზადების წესი
1. აურიეთ ინგრედიენტები ჯამში
2. დაასველეთ რბილი ტილო და გაწმინდეთ ავეჯი
3. ძმარი შესანიშნავად წმენდს კირის ნადებს. ამ საშუალების დახმარებით იოლად გათავისუფლდებით ხის მაგიდასა და სხვა ზედაპირებზე დატოვებული ჭიქების კვალისგან.
4. იმისთვის, რომ ამ საშუალებას სასიამოვნო სუნი ჰქონდეს, მასში რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ზეთის დამატებაც შეიძლება.
ობის საწინააღმდეგო საშუალება
დაგჭირდებათ:
- 2 ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთი
- 2 ჭიქა წყალი
მომზადების წესი
1. აურიეთ ინგრედიენტები შესაბამისი რაოდენობით.
2. ჩაასხით პულივიზატორში, შეანძღრიეთ და მიასხურეთ პრობლემურ ადგილებს
3. იმისთვის რომ ზეთი უკეთ გაიხსნას, დაუმატეთ ცოტა არაყი ან სპირტი
4. სულ ეს არის! ობის საწინააღმდეგო საშუალება მზად არის!
5. უბრალო 9%-იანი ძმარი ობის 82%-ს გაანადგურებს, ამიტომ მისი გამოყენება ობის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველადაც გამოგადგებათ.
თხევადი საპონი
კარგი თხევადი საპონი – საკმაოდ ეკონომიური პროდუქტია. ის უფრო ჰიგიენურია ვიდრე ცვილის საპონი. უკეთესი იქნება თუ მას ჩვენით დავამზადებტ და მას ბევრ სასარგებლო ინგრედიენტსაც დავუმატებთ.
დაგჭირდებათ:
1. 1 ნაჭერი საპონი
2. 1 ლიტრი წყალი
3. 1 სუფრის კოვზი გლიცერინი
4. 10 წვეთი ფორთოხლის ზეთი
მომზადების თანმიმდევრობა:
1. გახეხეთ საპონი პატარა თეფშზე
2. ცხელ წყალში ჩაყარეთ გახეხილი საპონი და კარგად მოურიეთ
3. დატოვეთ სითხე ერთი დღის განმავლობაში . ამ დროის განმავლობაში, საპონი მთლიანად გაიხსნება და სითხე ერთგვარ მასად გადაიქცევა.
4. თხევად საპონს გლიცერილი და თქვენი საყვარელი ზეთი დაუმატეთ.
5. გადაასხით სითხე პატარა ჭურჭელში და გამოიყენეთ.
ეს უბრალო რეცეპტები დაგეხმარებიან სახლსი წესრიგი და სისუფთავე დაამყაროთ, ზედმეტი ქიმიისა და დანახარჯების გარეშე.