Connect with us

ჰოროსკოპი

როგორ განვსაზღვროთ მომავალი ბავშვის ხასიათი ნუმეროლოგიით

ნუმეროლოგიას შეუძლია მომავალი ბავშვის ხასიათი მშობლების დაბადების თარიღებით და ჩასახვის თვით გამოავლინოს. ამისთვის მარტივი გამოთვლები უნდა გააკეთოთ და მიღებული რიცხვი გაშიფროთ.

ნუმეროლოგიური გამოთვლები

თქვენ უნდა იცოდეთ მშობლების დაბადების თარიღი, ასევე ჩასახვის თვე. მაგალითად, ბავშვი ივლისში, ანუ წლის მე-7 თვეს ჩაისახა. მშობლების დაბადების თარიღებია 06/01/1987 და 03/21/1990. ყველა რიცხვი უნდა დააჯამოთ და შვიდი დაუმატოთ:

0+1+0+6+1+9+8+7+2+1+0+3+1+9+9+0+7=64. დააჯამეთ, სანამ ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ.

6+4=10, გაიმეორეთ პროცედურა 1+0=1. მივიღეთ 1. ახლა გაშიფვრა უნდა წაიკითხოთ.

ციფრების გაშიფვრა

ციფრი 1

ბავშვი კომუნიკაბელური, კეთილი და საკმაოდ საზრიანი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ნაზი ხასიათი ექნება. ასეთი ბავშვი დამოუკიდებელი არ იქნება, გვიან გაიზრდება და მშობლებთან ძლიერ მიჯაჭვული, მათი მორჩილი იქნება.

ციფრი 2

2–ს გავლენის ქვეშ ჩასახული ბავშვი შფოთიანი იქნება. მას მკაცრი მშობლები დასჭირდება. ასეთ ბავშვს ბევრი ენერგია ექნება, რომელიც სადღაც უნდა დახარჯოს. ძალიან აქტიური და მოძრავი ბავშვი იქნება.

ციფრი 3

მომავალი ბავშვი ცხოვრების პირველი წლები საკმაოდ მშვიდი იქნება. ლაპარაკს მალე დაიწყებს. სამყარო წარმოუდგენელი მეხსიერებით და სწავლის უნარით დააჯილდოებს. ბავშვს კარგად განვითარებული ინტუიცია ექნება. აი, ფიზიკურ პარამეტრებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ციფრი 4

ასეთი ბავშვი შეიძლება ზარმაცი, მაგრამ დამოუკიდებელი იქნება. მშობლები რაც უფრო მეტად დაეხმარებიან, მით უფრო ნელი გახდება. ასეთ ბავშვში დიდი პოტენციალი იმალება. მას სჭირდება მშობელი–მეგობარი და დამრიგებელი და არა მეთვალყურე.

ციფრი 5

ციფრი 5 ნიშნავს, რომ ბავშვი ძალიან შემოქმედებითი პიროვნება გაიზრდება. ბავშვობიდან ასეთ ბავშვს თავისუფლება და ახალ საქმეში მხარდაჭერა სჭირდება. განვითარებაში დახმარება მოსწონს.

ციფრი 6

თუ ბავშვი ციფრი 6–ს გავლენის ქვეშ ჩაისახა, მისი ხასიათი ძლიერი და უჩვეულო იქნება. ასეთი ბავშვი არავის ჰგავს. მისი ციფრის ენერგია ეცდება, რომ ბავშვი უნიკალური გაიზარდოს. ამან შეიძლება აღზრდაში გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ.

ციფრი 7

შვიდეულის ხელმძღვანელობით, ბავშვის ენერგეტიკა და ხასიათი ძლიერი და უჩვეულო იქნება. ის იქნება ძალიან მიზანდასახული ადამიანი, რომელსაც სამყაროს მიმართ საკუთარი შეხედულებები აქვს. უკვე ადრეულ პერიოდში მშობლებთან კამათს დაიწყებს.

ციფრი 8

ასეთი ბავშვები ძალიან ეშმაკები და მოხერხებულები არიან. მათ იციან, რა სურთ და ამისთვის რა უნდა გააკეთონ. მათ ტყუილი და თვალთმაქცობა შეუძლიათ, მაგრამ ამას ძალიან მოხერხებულად იყენებენ. მას პრაქტიკულად ვერ გააცურებთ. ისტორია „თოვლის ბაბუას“ შესახებ სწრაფად ეჭვის ქვეშ დადგება.

ციფრი 9

ამ ციფრის ქვეშ ჩასახული ბავშვი ერთგული და კეთილი იქნება. მისი უარყოფა ან გაკრიტიკება არ შეიძლება. მასთან მთელი დრო უნდა გაატაროთ და არ გაუშვათ, სანამ არ გადაწყვეტს, რომ საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნოს.