ჯანმრთელობა
როგორ გამოვიყენოთ თუთა გასახდომად
დიეტოლოგებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ თუთის გამოყენება წონის კლებას უწყობს ხელს. მაგრამ, როგორ უნდა მივიღოთ ეს კენკრა გახდომის მიზნით?
ჯანმრთელი კვების ექსპერტების მიერ დამტკიცდა – ტკბილი კენკრა ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას ახდენს, აქვს ოფლმდენი და ანტიბაქტერიული თვისებები. კენკრა ასფუფთავებს ნაწლავებს, გამოყავს შლაკები, ამიტომ ის ხშირად შედის გასახდომი პრეპარატების შემადგენლობაში. ის შაქრისა და ტკბილეულის მოყვარულთათვისაც სასარგებლოა, რადგან ის ამცირებს ინსულინის დონეს სისხლში.
წახემსებისას აჯობებს გამომშრალი კენკრა მიირთვა. თუთის ჩირი, თვითონ თუთაზე უფრო ტკბილია მაგრამ, მასში კალორიულობა 50-ს არ აჭარბებს.
სეზონზე, შეგიძლიათ თუთა ვახშმის მაგიერ მიირთვათ, დაძინებამდე 3 საათით ადრე – 200 გრამი თუთა.
როგორც დიეტოლოგები ამტკიცებენ, ასეთი მარტივი საშუალებით, აბსოლუტურად რეალურია კვირაში 3 კილოგრამის დაკლება.