საკითხავი
როგორ გამოვიყენოთ ბამბის დისკები ყოველდღიურ ცხოვრებაში: 10 მარტივი რჩევა
პრაქტიკულად, ნებისმიერ ქალს სახლში ბამბის დისკები აქვს. ეს სასარგებლო გამოგონება მაკიაჟის მოსაშორებლად უბრალოდ შეუცვლელია. ხელმისაწვდომი და კომფორტული ნივთი შეგიძლიათ სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოთ.
ბამბის დისკებს დაპრესილი ბამბისგან ამზადებენ, ანუ ის ტენს კარგად იწოვს. ნაწარმის უპირატესობა მის ფორმაშია. ამასთან ბამბისგან განსხვავებით დისკები ბეწვს არ ტოვებს. ბამბის ამ პატარა ბალიშების გამოყენების 10 მეთოდს გთავაზობთ.
ბამბის დისკები ყოველდღიურ ცხოვრებაში
ძმარი შინაური ცხოველების დასაფრთხობად
შინაური ცხოველების მფლობელებს ხშირად აწუხებთ პრობლემა, როცა შინაურ ცხოველს ქოთანში მოლხენა უყვარს. დაკბენილი მცენარე კი სამწუხარო სანახავია. ასეთის თავიდან აცილება რთული არაა. ბამბის დისკი ძმარში დაასველეთ და ქოთანში მოათავსეთ. ასე ყვავილს არ დააზიანებთ, ხოლო ცხოველს დააფრთხობთ.
არომათერაპიისთვის
ჰაერის გამწმენდი თავის ამოცანას ყოველთვის ვერ ასრულებს. არადა, სახლში სასიამოვნო სუნის ქონა ძალიან გვსურს. სიტუაციას ბამბის დისკზე რამდენიმე წვეთი ეთერზეთის გამოყენებით გამოასწორებთ. შეგიძლიათ მცირე ჭურჭელში მოათავსოთ და შერჩეულ ოთახში დადოთ.
ნადების მოსაშორებლად
სააბაზანო ოთახის დალაგების დროს ქრომის შემცველ დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. აგრესიული ქიმიური საშუალებების გამოყენებით შეიძლება ზედაპირი დააზიანოთ, მაგრამ ნადებისგან ბოლომდე მაინც ვერ გაწმინდოთ. ძმარში დასველებული ბამბის დისკი ონკანს ძველებურ ბზინვარებას დაუბრუნებს.
თაიგულის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
თუ თაიგულის წინასწარ შეძენა მოგიწიათ და ეჭვი გეპარებათ, რომ ჩუქებამდე თავის ლამაზ იერს დაკარგავს. საკმარისია, ბამბის დისკი წყლით გაჟღინთოთ და ყვავილს გადანაჭერზე დაადოთ. ტენი რომ არ აორთქლდეს, პოლეთილენის პაკეტში გაახვიეთ.
მელნის მოსაშორებლად
მელნის ლაქა ბევრისთვის ცნობილი პრობლემაა. კალმის კვალს სპირტში ან გამხსნელში გაჟღენთილი ბამბის დისკი სწრაფად და ეფექტურად მოაშორებს.
მზის დამწვრობის დროს
ცხოვრებაში ერთხელ მაინც მზის დამწვრობის პრობლემის წინაშე ყველა დგება. ზოგი მას სპეციალური საშუალებებით ებრძვის, ზოგი ხალხურ მეთოდებს იყენებს. თუ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, ცივ რძეში დასველებული ბამბის დისკი დაზიანებულ ადგილას დაიდეთ. ეს მეთოდი არაჟნით ან კეფირით ბევრად უფრო ეფექტურია.
პერმანენტული მარკერის მოსაშორებლად
როცა მეგობრებმა გახუმრება გადაწყვიტეს ან ბავშვი ხატვით გაერთო, ასეთი მხატვრობის მოშორება საკმაოდ რთულია. თუმცა რძეში დასველებული ბამბის დისკი ამ ამოცანას გაუმკლავდება.
მართვის პულტის გასაწმენდად
ჭუჭყიანი პულტის გაწმენდა საკმაოდ მარტივია, თუ ბამბის დისკებს გამოიყენებთ. მცირე რაოდენობით სპირტიანი ხსნარი ბამბის დისკს დააწვეთეთ და ნებისმიერ ღილაკებიან მოწყობილობას წესრიგში მოიყვანთ.
თესლის გასაღვივებლად
თესლის გასაღვივებლად ჩვეულებრივ ბამბას ხშირად იყენებენ. ბამბის დისკების დახმარებით ამის გაკეთება ბევრად უფრო კომფორტულია. თქვენ მცირე ზომის ჭურჭელი და 2 ბამბის ბალიში დაგჭირდებათ. 1 დისკი ჭურჭლის ძირში დადეთ და წყლით კარგად გაჟღინთეთ. ამის შემდეგ, მასზე თესლი მოათავსეთ და ზემოდან მეორე სველი ბამბის დისკი დაადეთ. ზემოდან საკვები ცელოფანი დააფარეთ და თბილ ადგილას რამდენიმე დღე გააჩერეთ.
კოღოს ნაკბენზე
ეს მწერი ყველაზე დაცულ სახლშიც კი შესასვლელს მაინც იპოვის. მათი ნაკბენი ძალიან მტკივნეული არაა, მაგრამ დისკომფორტი მოაქვს. უსიამოვნო ქავილის მოშორებას ძმარში დასველებული ბამბის დისკის დახმარებით შეძლებთ. მთავარია – ბამბის დისკი ნაკბენზე დაუყონებლივ დაიდოთ.
ბამბის დისკი უნივერსალური ნივთია. მაშინაც კი, თუ კოსმეტიკას არ იყენებთ, ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ. ჩვენ არასდროს ვიცით, თუ როგორი საყოფაცხოვრებო პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. სჯობს შეიარაღებული იყოთ.