Connect with us

საკითხავი

როგორ გამოვიყენოთ WD-40 საოჯახო საქმეებში: უნივერსალური თანაშემწე

ჩემი დაქალი ლარისა მარტო ცხოვრობს და ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის წოდებას ამაყად ატარებს. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში სახლში ხელოსანს მაინც იძახებს, თუმცა სხვა შემთხვევაში იყენებს მთავარ საინჟინრო ალგორითმს: „თუ რამე მოძრაობას და არ უნდა მოძრაობდეს, სკოჩს ვიღებთ. თუ არ მოძრაობს, მაგრამ უნდა მოძრაობდეს – WD-40.”

სკოჩზე ეჭვი მეპარება. იზოლენტა ზოგჯერ უფრო უკეთ მუშაობს – ვხუმრობ. აი, WD-40–ის შესაძლებლობები მაოცებს. ოფიციალურ საიტზე მწარმოებლები პროდუქტის გამოყენების 200 მეთოდს გვთავაზობენ. ლარისა ასე შორს არ წასულა, მაგრამ 15 შემთხვევა ჩამოთვალა, როცა ამ უნივერსალურმა საშუალებამ გადაარჩინა.

რა არის WD-40 და როგორ მუშაობს

ამერიკელი ქიმიკოსი ნორმან ლარსენი კოროზიის თავიდან ასაცილებლად წყალამრიდი საშუალების ფორმულაზე მუშაობდა. ასეთის შექმნა და სრულყოფა მხოლოდ მე-40 მცდელობაზე შეძლო.

როგორც აღმოჩნდა, ქიმიკოსს ტყუილად არ უწვალია. მიღებული პროდუქტი არა მხოლოდ წყალს არ იკარებს. საშუალება მოქმედებს, როგორც საპოხი მასალა და ჟანგის, ჭუჭყის, ცხიმის, ნამწვის და ჭვარტლის უნივერსალური დამშლელი. თავად დარწმუნდით, როგორ ვლინდება WD-40–ის თვისებები.

15 მეთოდი, როგორ გამოვიყენოთ WD-40 ყოველდღიურობაში

უნიტაზის გასაწმენდად

უნიტაზში კირის ლაქებს და მინერალურ ნადებს WD-40 დაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ჯაგრისით გახეხეთ და ლაქები სწრაფად გაქრება.

საშხაპე კაბინის დასაცავად

საშხაპე კაბინის კედლები ამ საშუალებით დაამუშავეთ. კედლებიდან წყლის ლაქების და ზოლების უსასრულოდ მოშორება არ მოგიწევთ.

ჭრიალის გასაქრობად

აქ, ყველაფერი მარტივია: უბრალოდ ანჯამები, ურდულები და საკეტები WD-40–ით დაამუშავეთ. მოკლედ ყველაფერი დაამუშავეთ, რაც ჭრაჭუნობს.

მამჭიდროებელი მასალის ელასტიურობის შესანარჩუნებლად

ფანჯრების, კარების და ავტომობილის კარების მამჭიდროებელი მასალა დროთა განმავლობაში ელასტიურობას კარგავს. ეს საშუალება მამჭიდროებელი რეზინის გამოშრობას და დახეთქვას თავიდან აგაცილებთ.

უჟანგავი ფოლადის გასაწმენდად

საწმენდ სალფეთქს WD-40 დაასხით. უჟანგავი ფოლადის ზედაპირი გადაწმინდეთ, რომ თითის ანაბეჭდები, წყლის კვალი და მუქი ლაქები მოაშოროთ.

ხალიჩის გასაწმენდად

საშუალება რთულ ლაქებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თავდაპირველად, ზედაპირს შეასხურეთ, შემდეგ ხალიჩის შამპუნით გაწმინდეთ.

მარკერის კვალის მოსაშორებლად

კიდევ ფლომასტერის, ბურთულიანი კალმის, ცვილის ფანქრის ლაქების მოსაშორებლად. ზედაპირი უნივერსალური საშუალებით დაამუშავეთ და მშრალი სალფეთქით გადაწმინდეთ.

ფისის კვალის მოსაცილებლად

ახალი ბოტასებით ახალ დაგებულ ტროტუარზე გაიარეთ? გაიხსენეთ, რომ WD-40 გაქვთ. საშუალებით ზედაპირი დაასველეთ, რამდენიმე წუთით მოიცადეთ და ღრუბლით გადაწმინდეთ.

სკოჩის და სტიკერის კვალის მოსაშორებლად

ამის გასაკეთებლად 101 მეთოდი არსებობს, მაგრამ WD-40 უფრო სწრაფად და მარტივად უმკლავდება. და გახეხვა არ მოგიწევთ.

ფეხსაცმლის მოსავლელად

ფეხსაცმელი სპრეით დაამუშავეთ და წყალგაუმტარი გახდება. ასევე საშუალება საზამთრო ფეხსაცმელებზე მარილის ლაქებს მოაშორებს.

LEGO–ს დეტალების დასანაწევრებლად

ზოგჯერ LEGO–ს კუბები ერთმანეთს ძლიერ ეჭედება. უბრალოდ საშუალება მათ ნაპრალებში შეასხურეთ და რამდენიმე წამით გააჩერეთ. კუბები ერთმანეთს დააშორეთ და აუცილებლად გარეცხეთ!

საკეტის გასახსნელად

WD-40 აგარაკზე დაგეხმარებათ. ჩაკეტილ ბოქლომის მექანიზმს საშუალება წაუსვით და უკვე რამდენიმე წუთში გასაღებს ადვილად გადაატრიალებთ.

ინსტრუმენტების დასამუშავებლად

ჭანჭიკები, ქანჩები, გაზკბილას ზამბარები, სეკატორი და მაკრატელი ამ საშუალებით დაამუშავეთ, რომ ჟანგი არ გაეკაროს. გარდა ამისა, ხერხის ფირფიტის, ნიჩბის, კელმის, ფითხის, ცელის და ფოცხის დასამუშავებლად გამოიყენეთ.

ლურსმანის დასაცავად

WD-40 ლურსმნების ყუთში შეასხურეთ, რომ არ დაიჟანგოს.

ფუნჯები ახალივით რომ იყოს

სანამ ღებვას შეუდგებით, ფუნჯების ჯაგრისები უნივერსალური სპრეით დაამუშავეთ და გაშრობა აადეთ. ასე საღებავის მიკვრას თავიდან აიცილებთ. შედეგად, ინსტრუმენტს ადვილად გაწმენდთ.

დიახ, WD-40 ყველა შემთხვევისთვის სასწრაფო დახმარებაა. გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ იყენებთ ამ ინსტრუმენტს.