Connect with us

საკითხავი

როგორ გავწმინდოთ ნივთები სოდის დახმარებით: 5 მეთოდი სახლისთვის

საუკეთესო დიასახლისებიც კი ზედაპირზე ან ქსოვილზე ლაქის ამოყვანის პრობლემის წინაშე დგანან. თითოეულს მათთან საბრძოლველად საკუთარი ხრიკები და მეთოდები გააჩნიათ. სუპერმარკეტებში უამრავ სხვადასხვა საწმენდ საშუალებას იპოვით, თუმცა ბევრი დიასახლისი უპირატესობას ხალხურ მეთოდებს ანიჭებს.

ჩვეულებრივი საკვები სოდა თავისი მათეთრებელი თვისებებით უკვე დიდი ხანია ცნობილია. ის ადამიანისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში კი სასწაულს ახდენს. გთავაზობთ 5 მეთოდს, რომელიც ჭუჭყს სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგაშორებთ.

სოდა ნივთების გასაწმენდად

თქვენ დაგჭირდებათ:

  • სოდა
  • ნიშადურის სპირტი
  • ძმარი
  • ღრუბელი
  • ჯაგრისი
  • რეზინის ხელთათმანი

ნებისმიერი საშუალების გამოყენების დროს რეზინის ხელთათმანების ჩაცმა აუცილებელია. შემადგენლობის უმეტესობა ხელის კანს მცირე კონტაქტის დროსაც კი აზიანებს.

როგორ ამოვიყვანოთ ლაქა

1. სოდა კაფელის ფილებს კირქვის ნადებისგან გაწმენდს, ნიჟარებს ან სააბაზანოს ჟანგს მოაშორებს და მათ ძველებურ სიქათქათეს დაუბრუნებს. ამისთვის, სოდას ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ სქელი ფაფა მიიღოთ. ნარევი ზედაპირს წაუსვით და სრულ გაშრობამდე გააჩერეთ. ამის შემდეგ ღრუბლით მოაშორეთ და სუფთა წყლით კარგად გარეცხეთ.

2. თუ ნადები ღრმად ჩამჯდარია, დამუშავების პროცესი გაიმეორეთ. სოდა რეგულარულად გამოიყენეთ, როცა ძლიერ მოქმედი ქიმიური საშუალება ვერაფერს ხდება. ამასთან, სოდას შესანიშნავი დეზინფექციის თვისებები გააჩნია.

3. თეთრი ნივთები დროთა განმავლობაში თავის გარეგნულ იერს კარგავს. ხშირი რეცხვა და გარე ზემოქმედება ნივთებს ნაცრისფერს ხდის. მათეთრებელი ხსნარის მოსამზადებლად 5 ლ თბილ წყალს 5 ს/კ სოდა და 2 ს/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. მასში ქსოვილი 3-4 საათით ჩაალბეთ, შემდეგ წყალი გადაავლეთ და გარეცხეთ.

4. ჩამჯდარი სიყვითლის მოშორება რთულია. ამისთვის, ხსნარში ჩალბობის შემდეგ ნივთები 20-30 წუთით აადუღეთ. ასეთი შემადგენლობა ქსოვილისთვის უსაფრთხოა, ის სტრუქტურას არ აზიანებს. გათეთრების პროცესი შეგიძლიათ აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეოროთ.

5. ჩამჯდარი ლაქების ამოსაყვანად სოდა და ძმარი უნივერსალური საშუალებაა. ის ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაბინძურებულ ადგილს სოდა წაუსვით, 12%-იან ძმარში ღრუბელი დაასველეთ და ზედაპირი გაწმინდეთ.

ჩვენმა მშობლებმა საყოფაცხოვრებო საქმეებში სოდის სარგებლის შესახებ იცოდნენ. მას კბილების გასათეთრებლად და სხვა წვრილმანი საქმეებისთვის დღემდე იყენებენ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული გაწმენდის მეთოდები პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე გამოგადგებათ, მარმარილოს ზედაპირის გარდა.