საკითხავი
როგორ გავწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა სიფონის მოხსნის გარეშე
ადრე თუ გვიან, სააბაზანოსა თუ სამზარეულოში გაჭედილი მილის პრობლემას ყველა აწყდება. ნიჟარის თანამედროვე კონსტრუქციები და დიზაინი დგუშის გამოყენებაზე გათვლილი არაა. სწორედ ამიტომ, მილის გასაწმენდად სიფონის მოხსნა მოგიწევთ. კარგია, თუ ის ხელმისაწვდომ ადგილზეა. ასეც კი, გაწვალდებით. თუ მთელი კონსტრუქცია ადამიანის თვალისგან საიმედოდ დაფარულია, მისიის სირთულე იზრდება. როგორ მოვიშოროთ ბლოკირება? Alltime.ge–ს რედაქცია ეფექტურ ვარიანტს გთავაზობთ.
ჩემს გრძელ თმას ყველგან იპოვით. სანიაღვრე მილი გამონაკლისი არა. როცა სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლე კიდევ ერთი საღამოს საქმიანობით „გავახარე“, სხვა გადაწყვეტილება მოიფიქრა. ვაღიარებ, თავიდან ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ახლა თავად ვუმკლავდები. აღსანიშნავია, რომ წყალი ნელა გადის. აი, რა უნდა გააკეთოთ.
როგორ მოვიშოროთ ბლოკირება ნიჟარის სანიაღვრე მილში
ნიჟარის მილის გასაწმენდად მოქნილი, მრავალძარღვიანი სადენი 2,5-4 კვ.მმ დაგჭირდებათ. 20-30 სმ სიგრძე გადაჭერით.
სადენის ერთ ბოლოს 1 სმ სიგრძეზე იზოლაცია მოაშორეთ. უფრო შორს არ წახვიდეთ.
ახლა სპირალის თავები ქვემოთ გადაკეცეთ, სადენის ირგვლივ თანაბრად გადაანაწილეთ.
მიღებული მოწყობილობა სანიაღვრე მილში ჩაუშვით. შემდეგ ნაგავი შეაგროვეთ, რომელიც წყალს აკავებს. სადენი რამდენჯერმე დაატრიალეთ. უფრო ღრმად ჩაუშვით და ოდნავ ზემოთ ამოქაჩეთ. მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორეთ.
გაგიკვირდებათ, რამდენ თმას და ცხიმს ამოიღებთ. თუ ძლიერი ბლოკირებაა და ხელნაკეთი სადენი არ გშველით, იმედი არ გაიცრუოთ. მილის კედლებს ჭუჭყისგან მაინც გაწმენდთ.
ამ მარტივ ინსტრუქციას ყოველთვის ვიყენებ, როცა ვბანაობ. პერიოდულად, სამზარეულოს ნიჟარის მილს ვწმენდ. გჯერათ თუ არა, მაგრამ ნიჟარის ან აბაზანის მილების გაჭედვა უკვე დამავიწყდა. მოსახერხებელი და პრაქტიკული ნივთი საშინაო საქმეებში ნამდვილად გამოგადგებათ. როგორ მოგწონთ იდეა?