Connect with us

საკითხავი

როგორ გავწმინდოთ გაზქურა იდეალურად, ქიმიის გამოყენების გარეშე

ნებისმიერი დიასახლისი ოცნებობს იმაზე, რომ სამზარეულოში ყველაფერი ბრწყინავდეს სისუფთავისგან. თუმცა, დიდი ძალისხმევის გარეშე ეს შეუძლებელია. განსაკუთრებით რთული ნაწილია გაზქურა, რომელზეც ყოველდღე ვამზადებთ საკვებს და, შესაბამისად, ყოველდღე გროვდება მასზე ცხიმები და ჭუჭყი. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ, თუ როგორ უნდა ამოიყვანოთ გაზქურის ზედაპირიდან ყველაზე ჩამჯდარი ლაქაც კი.

გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს გასქურის გასაპრიალებლად

როგორ გავაპრიალოთ გაზქურა

ახლა მეწარმეები ასობით სახეობის საშუალებას გვთავაზობენ, რომლებიც სამზარეულოს ზედაპირების გასაპრიალებლადაა განკუთვნილი. ეს საშუალებები, ხშირად, ნამდვილად ეფექტურია. თუმცა, ეს ქიმიური სითხეები საკმაოდ აგრესიული ნივთიერებებისგან შედგება… თუ ასეთი საშუალებების გამოყენება არ გსურთ, გააგრძელეთ კითხვა და გაეცანით ეფექტურ, უსაფრთხო საშუალებებს.

ერთ-ერთი ყველა ეფექტური საშუალება, რომელიც ყველა სამზარეულოში შეგხვდებათ, არის ძმარი. 9%-იანი ძმრის დახმარებით, გაზქურიდან ყველაზე ძველ ლაქასაც კი ამოიყვანთ.

როცა ქურა გაგრილდება, მოასხით ძმარი ზედაპირს და გააჩერეთ ასე ერთი საათით, შემდეგ კი ამოწმინდეთ. გაამშრალეთ ქურა ქაღალდის ხელსახოცებით და შეაფასეთ შედეგი: თუ ეს საშუალება არ დაგეხმარათ, სცადეთ შემდეგი ხერხი.

თუ ქურა იმდენად ჭუჭყიანია, რომ ძმარი ვერ გაუმკლავდა, სცადეთ სოდა. მისი ტუტოვანი თვისების წყალობით, სოდა შესანიშნავად უმკლავდება ჩამჯდარ ცხიმსა და ნადებს. გახსოვდეთ, რომ შუშა-კერამიკის ქურის გაწმენდა სოდით არაა რეკომენდებული – ნაკაწრები რომ არ დარჩეს.

ქურის ზედაპირს მოაყარეთ სოდა უხვად. თასში მოამზადეთ ცხელი წყლისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების ნაზავი. აიღეთ სამზარეულოს ხელსახოცი, ჩაალბეთ ხსნარში და მთლიანად გადააფარეთ ქურას. პირსახოცი იმდენად სველი უნდა იყოს, სოდა რომ გახსნას, ოღონდ არა ისე, რომ წვეთები ქურაში ჩავიდეს.

გააჩერეთ 15-30 წუთით, დაბინძურების მიხედვით. შემდეგ ქურა გაწმინდეთ იმავე პირსახოცით.  ბოლოს გაამშრალეთ ქურა ქაღალდის ხელსახოცებით და შეაფასეთ შედეგი.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ქიმიური საშუალებების გამოყენებაც. თუმცა, მათ უმეტეს ნაწილს, სოდა ეფექტურობით არ ჩამორჩება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.