Connect with us

სხვა

როგორ გავრეცხოთ სწორად კეტები და ბოტასები სარეცხი მანქანის გამოყენებით

ფეხსაცმელების სარეცხ მანქანაში რეცხვა ძლიან მარტივია თუმცა მასაც აქვს გარკვეული ნიუანსები რომლებიც აუცილებლად უნდა გავითავლისწინოთ.

შეიძლება თუ არა კეტებისა და ბოტასის სარეცხ მანქანაში რეცხვა?!

შეიძლება თუ:

  • ფეხსაცმელი ხარისხიანია და არა აბალი ხარისხის, რომლის შექმნაშიც უხარისხო წებო და საღებავები გამოიყენებოდა.
  • ფეხსაცმელი დაზაინებული არ არის, არ აქვს ამძვრალი დეტალები, არ არის გარღვეული და არ აქვს ნახვრეტები.
  • არ აქვს ჩაკერილი ელემენტები ტყავისა და სხვა მსგავსი მატერიისგან, რომლებიც შეიძლება რეცხვის პროცესში დაიხეს ან დასკდეს.

როგორ გავრეცხოთ კედი და ბოტასი?!

სანამ ფეხსაცმელს სარეცხ მანქანაში შედებთ, მათ ძირებიდან და გარშემო ტალახი და ჭუჭყი უნდა ჩამორეცხოთ.

1. მატერია ლაქების ამომყვანით დაამუშავეთ, იმ შემთხვევაში თუ მასზე ლაქები და ჭუჭყის ზოლებია.
2. მოაშორეთ თასმები და მოსახსნელი ჩასაფენები. ისინი შეგიძლიათ ცალკე გარეცხოთ ან ფეხსაცმელებთან ერთად შედოთ სარეცხ მანქანაში თუმცა ცალკე სარეცხ ტომარაში. თუ ჩასაფენებს ცუდი სუნი აქვთ ისინი თბილ წყლიან, სოდიან და ეტერზეთიან ხსნარში ჩადევით რამდენიმე წუთით.
3. წყვილი ფეხსაცმელი აუცილებლად სარეცხ ტომარაში ან ძველ ბალიშის პირში მოათავსეთ
4. დისპენსერში სარეცხი ფხვნილი მოათავსეთ. თუ თხევად გელი გაქვთ მისი გამოყენება აჯობებს. თუ კედები ან ბოტასი ღია ფერის არის შეგიძლიათ 1/2 ჭიქა სოდა დაუმატოთ, ის ფერს უფრო მკვეთრს გახდის და უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზებას მოახდენს.
5. დააყენეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი, რათა წყლის ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტი არ იყოს. წურვის ბრუნვათა რაოდენობა მინიმუმზე დააყენეთ. თუ ძველი პირსახოცი გაქვთ, რომლეიც გასაფუჭებლად არ გენენბათ შეგიძლიათ ფეხსაცმელებთან ერთად შედოთ გასარეცხად, ასე ხმაური და ფეხსაცმლის სარეცხი მანქანის ბორტზე შეაჯახების რაოდენობა შემცირდება.

მნიშვნელოვანია: მანქანაში რამდენიმე წყვილ ფეხსაცმელს ერთად ნუ შედებთ!!!

როგორ გავაშროთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში რეცხვის შემდეგ?!

გამოიღეთ ფეხსაცმელი და კარგად განიავებად ადგილზე დადევით. თუ ფეხსაცმლის ნადები ცუდად გაირეცხა და ნაცრისფერი ზოლები დარჩა ის ძველი კბილის ჯაგრისით და წყლით მოაშორეთ. ამის შემდეგ ის თეთრი და ქათქათა გახდება. გახსოვდეთ, არ შეიძლება ფეხსაცმლის მზეზე ან გათბობის მილზე გაშრობა. ამისგან შეიძლება წებო აძვრეს ან გაყვითლდეს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.