Connect with us

თავის მოვლა

როგორ გავისწოროთ თმა სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად. უთო არ დაგჭირდებათ

სწორი თმა დავახვიოთ, ხვეული – დავასწოროთ! ასეთია ქალის თმის სასტიკი ბედი, რაზე არ წავა ქალი სილამაზისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტალღოვანი თმა ძალიან საყვარლად გამოიყურება, ქალების უმეტესობა მაინც სწორ, დამყოლ თმას ანიჭებს უპირატესობას. თმის უთო თითქმის პირველადი საჭიროების ინსტრუმენტია.

თუმცა, უთოც და თმის დასწორების ძვირადღირებული პროცედურებიც თმას შეუქცევლად აზიანებს. როგორ დავისწოროთ თმა ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ზიანი?

როგორ დავისწოროთ თმა უთოს გარეშე

თანამედროვე კოსმეტიკური ინდუსტრია თმის უთოს გარეშე დასწორების ათობით საშუალებას გვთავაზობს. ყველაზე ძვირადღირებული მათ შორის ქიმიური და კერატინული დასწორებაა. პირველი აზიანებს თმას, შეღებვისას იგი ძალიან მგრძნობიარე ხდება. მეორე ძალიან ძვირი ღირს. ამ რეკლამირებული საშუალებების გაჩენასთან ერთად, ბევრმა დაივიწყა ყველაზე მარტივი და ბუნებრივი მეთოდების შესახებ.

ქოქოსის ზეთი სახამებლით

ოთხი ინგრედიენტისგან მომზადებული ნიღაბი ასქელებს თმას, ხდის მას დამყოლს. მოელვარესა და სწორს. რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ ნიღაბს, მით უფრო შესამჩნევია შედეგი. რეკომენდებულია ამის გაკეთება კვირაში არაუმეტეს ორჯერ კურსის დასაწყისისთვის და არანაკლებ ერთხელ მას შემდეგ, რაც ტალღები და ხვეულები გაქრება.

ინგრედიენტები

  • 200 მლ ქოქოსის ზეთი
  • 3 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. სახამებლის სრულად გახსნამდე რეკომენდებულია მასის შეთბობა(არა ადუღება). დაიტანეთ ნიღაბი თმაზე, დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ იგი 1-2 საათით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ეს საშუალება ყველაზე ეფექტურად ითვლება, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე მეთოდი.

ლუდი

გამოიყენეთ ლუდი სავლების ნაცვლად: ნამიანი თმა გადაივლეთ ლუდით და დაივარცხნეთ. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ. ლუდი, საფუვრის წყალობით, შესანიშნავად კვებავს თავის კანს და ასწორებს თმას. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმის სტრუქტურა ცვლას იწყებს.

ჟელატინის ნიღაბი

ამ საშუალებას თმის საშინაო ლამინირებასაც უწოდებენ. ჟელატინის გამოყენების შემდეგ, თმა ცოცხლდება, ჯერდება ფერით და სწორდება. სამწუხაროდ, ბევრი უშვებს შეცდომას ნიღბის მომზადებისას, ამიტომ ახლა გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 3 ს.კ. ცხელი წყალი
  • 0.5 ს.კ. შამპუნი

გრძელი თმის შემთხვევაში, ინგრედიენტების რაოდენობა გააორმაგეთ. ჩაალბეთ ჟელატინი წყალში 40 წუთით. როცა ის მთლიანად გაიხსნება, შეურიეთ შამპუნს და თანაბრად გადაინაწილეთ სუფთა, ნამიან თმაზე. შეიხვიეთ თავი პოლიეთილენის პარკით, შემდეგ კი პირსახოცით, გაიჩერეთ ნიღაბი 2 საათით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ეს ხალხური საშუალებები გაცილებით იაფი და ნატურალურია. ასევე, არსებობს სხვა, უფრო მარტივი საშუალებებიც, მაგალითად, თმის რეგულარული დატენიანება ოროვანდის ზეთით.

წყლის ხარისხიც დიდ გავლენას ახდენს თმაზე. თუ ძველი, შესაცვლელი მილები გაქვთ, მათ გასაწმენდად კი მძიმე ქიმიკატებს იყენებთ, თმა(განსაკუთრებით ხვეული) ემსგავსება ღრუბელს და ფუვდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.