თავის მოვლა
როგორ გავთავისუფლდეთ ნაოჭებისგან სანამ გვძინავს: აზიელი ლამაზმანების საიდუმლოებანი
სიტყვა “ნაოჭის” გაგონებაც კი აფრთხობს ქალების უმეტესობას. ნუ დაიძაბებით, აჯობებს მოდუნდეთ და ეს სასწაულმოქმედი აზიური საშუალება გამოიყენოთ რომელიც ნაოჭებს ძილის დროსაც კი გაშორებთ.
ასაკის მატება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ქალებს აფრთხობს, თუმცა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ეს შიში ფობიის დონემდე მიდის. აზიურ სილამაზის ინდუსტრიაში უამრავი ასაკის საწინააღმდეგო საშუალება იყიდება ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობებისა და ასაკის ადამიანებისთვის. მათ შორის ბოლო სენსაცია – სპეციალური სტიკერებია, რომლებსაც დაძინების წინ ნაოჭებზე იკრავთ და ისინი თქვენს სახეს ძილში “არემონტებენ”.
გამოსახული ნაკეცები პირის გარშემო – ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა და ამის გამო ყველაზე ხშირად სტუმრობენ კოსმეტოლოგს. ტელი დღე ღიმილის, სიცილისა და ლაპარაკის გარეშე ვერ იქნები, შესაბამისად ეს ნაკეცები ჩნდება, ამიტომ საჭიროა მათ სწორად მოვუაროთ. ამ პრობლემური ზონის გამოსწორებაში წებოვანი პატჩები დაგვეხმარებიან. საღამოს პირის დაბანისა და ღამის რუტინის ჩატარების შემდეგ მათზე ფრთხილად უნდ ადაიტანოთ პატჩები და დაიძინოთ – ზურგზე.
ღამის განმავლობაში პატჩები კანს აღმდგენი ინგერდიენტებით მოამარაგებენ და მასიმალურად დაატენიანებენ. დილით გლუვი კანით გაიღვიძებთ.