ყვავილები
როგორ გავზარდოთ ვარდი თაიგულიდან სახლის პირობებში
ჩემი „ნაჩუქარი“ ვარდი არა მხოლოდ გაფესვიანდა, არამედ ფოთლებიც გამოიღო! ზამთარში ვარდის თაიგული მაჩუქეს. რა თქმა უნდა, მას თაიგულს ვერ უწოდებთ, რადგან მხოლოდ სამი ლამაზი ვარდისგან შედგებოდა.
ზამთარში თაიგულის ყიდვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა! და, რა თქმა უნდა, ვარდის თაიგული პატივისცემის და სიყვარულის პატივსაცემად სიმბოლური საჩუქარი იყო. ვარდებმა ლარნაკში დიდხანს გაძლო. ჩანდა რომ ახალი მოჭრილი იყო. დროის გასვლის შემდეგ ჭკნობა დაიწყეს, რამაც დამამწუხრა, რადგან სულის დღესასწაული დასასრულს უახლოვდებოდა.
გადაჭრილი კალმებიდან ვარდის გაზრდა გადავწყვიტე – წარმატების შანსი მინიმალური იყო! ლარნაკში ყვავილები ძალიან დიდხნას იყვნენ. მსხვილი ღეროდან კალამი მოვჭერი და…
დედის რეცეპტი „სამეული“
აიღეთ 1 ჩ/კ თაფლი, 2 ჩ/კ ალოეს წვენი (ალოეს ღერო მაცივარში ერთი დღე უნდა გააჩეროთ), 1 ჩ/კ ხის ნაცრის სახეობა. ყველაფერი ჭიქაში აურიეთ და ნახევარზე ოდნავ მეტი წყალი დაასხით (დაყენებული წყალი, ონკანის არა!). მასში კალმები მოათავსეთ, ნახევარი დღე გააჩერეთ. რაც უფრო ცუდ მდგომარეობაშია კალამი, მით უფრო მეტი სტიმულაცია სჭირდება.
დროის გასვლის შემდეგ კალმები ამოიღეთ და ჰუმუსით მდიდარ ნიადაგში დარგეთ. არ დაგავიწყდეთ, კალამს 2-3 ცოცხალი კვირტი უნდა ჰქონდეს.
დარგვის შემდეგ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით შეფუთეთ. შეგიძლიათ გადაჭრილი ბოთლი ან გამჭვირვალე პარკ გამოიყენოთ.
მე პარკი გამოვიყენე, რადგან ქოთანი დიდი ზომის იყო. ახლა ქოთანი თბილ ადგილას დადეთ. მე სამზარეულოს კარადაზე დავდე. დრო და დრო პაკეტს თავი ახადეთ, კალმებს სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალება მიეცით. ოღონდ პარკი ბოლომდე არ ახადოთ.
როდის გაღვივდება კალმები? ყველაფერი ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ჩემმა კალმებმა გაღვივება უკვე თებერვლის ბოლოს დაიწყეს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.