Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ ბანანის ხე სახლის პირობებში

თუნდაც მებაღე არ იყოთ, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც კურკიდან ეგზოტიკური ხის გაზრდა გიცდიათ. ზოგჯერ ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებულია. ლამაზი მცენარის გარდა შეიძლება მოსავალიც აიღოთ. პირველი შინაურული ლიმონის შემდეგ შეძენილი ბანანიდან ბანანის ხის გაზრდის სურვილი გამიჩნდა. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაზარდოთ ბანანის ხე სახლის პირობებში მარტივად.

ახლავე გეტყვით, რომ მცენარე დეკორატიულია და მოსავალს არ უნდა ელოდოთ. წარმოუდგენლად ლამაზია. მსხვილი, წვნიანი ფოთლები ინტერიერს ძალიან აჯანსაღებს. სწორი მოვლა ჯადოსნური სანახაობით ტკბობის საშუალებას მოგცემთ. ბანანის ბუჩქის ყვავილობა შთამბეჭდავია, რადგან ეგზოტიკის ნაწილი პირდაპირ თქვენ სახლში მდებარეობს. ეს სილამაზე წარმოიდგინეთ? მოდით, მისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგათ.

როგორ გავზარდოთ ბანანის ხე მაღაზიაში შეძენილი ნაყოფიდან

პირველ რიგში, ყველაფერი აუცილებელი მოამზადეთ. დაგჭირდებათ: წყლის სპრეი ბოთლი, საცერი, უჯრა–კონტეინერი, ტუალეტის ქაღალდი, დანა, კოვზი და მიწა. დროა, მაღაზიაში ბანანი შეიძინოთ. პატარა ნაყოფი შეარჩიეთ. მსხვილი ბანანი სელექციური მეთოდით გამოყვანილია, ამიტომ მისი გაზრდა გაგიჭირდებათ.

შეგროვებამდე ბანანის თესლი კარგად უნდა მომწიფდეს. ამისთვის 3 დღე თბილ ადგილას შეინახეთ. ამ დროში ხილი გამუქდება.

ბანანს ქერქი მოაშორეთ და შუაზე გაჭერით. თესლი უფრო მეტად ყუნწთან არის დაგროვებული. დანით თესლი ამოიღეთ და ქაღალდზე დადეთ.

მიწა გაცერით, რომ ჟანგბადით გაამდიდროთ და ამით კონტეინერი გაავსეთ. ზემოდან ქაღალდის ზოლები თესლებით დააწყვეთ. გაცრილი მიწა მსუბუქად მოაყარეთ, ზუსტად 0,5 სმ და წყლით დანამეთ, სპრეი ბოთლი გამოიყენეთ.

უჯრას თავსახური ან ფირი დააფარეთ და გათბობის ბატარეებთან ან სხვა თბილ ადგილას დადეთ. დღისით +27 – +33 გრადუსი შეინარჩუნეთ, ღამით +20 – +25 გრადუსი. როგორც კი აღმონაცენი გამოჩნდება, თავსახური მოხადეთ და გადაიტანეთ ფანჯრის რაფაზე, სადაც ბევრი დღის შუქია. ყველაზე ძლიერი მცენარე დატოვეთ, სუსტი მოაშორეთ. როცა აღმონაცენები გაძლიერდება, ცალკე ქოთანში გადარგეთ.

ბანანი სითბოს მოყვარე მცენარეა, მაგრამ მისი მოვლა სხვა ტროპიკული მცენარის მოვლისგან დიდად არ განსხვავდება. ბანანის ხე დროულად მორწყეთ, პერიოდულად გადარგეთ და მავნებლებისგან დაიცავით. სანამ ყვავილობას ელოდებით, კურკიდან რაიმეს გაზრდა სცადეთ.