Connect with us

საკითხავი

როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი თაფლი ყალბისგან

თაფლი, უდაოდ, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია დედამიწაზე. იგი არამხოლოდ საკვები, არამედ სამკურნალო მიზნებისთვისაც გამოიყენება. თუმცა, საუბედუროდ, ბაზარზე ყალბი პროდუქტი ხშირია.

თაფლის მოგროვების შემდეგ, მას საწარმოებში ამუშავებენ, გაწმენდის მიზნით.

ეს პროცესი სადავოა, რადგან, გადამუშავებასთან ერთად, თაფლის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იკარგება. სამაგიეროდ, ეს პროცესი მწარმოებელს ეხმარება თაფლის წარმომავლობის ქვეყნის დამალვაში.

როგორ შევარჩიოთ ნატურალური თაფლი:

  • თუ პროდუქტი არ კრისტალიზდება დროთა განმავლობაში – ეს ყალბი თაფლია;
  • ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 კოვზი თაფლი – თუ იგი სწრაფად გაიხსნება, თქვენ წინაშეა ყალბი პროდუქტი;
  • ჭიქა წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ძმარი, ხოლო შემდეგ – თაფლი; თუ თაფლი აქაფებას დაიწყებს, იგი იდეალურია;
  • დაუმატეთ თაფლი ჭიქა წყალს და ჩააწვეთეთ იოდი. თუ თაფლი ცისფერი გახდა, მას სახამებელი ურევია.

თქვენ როგორ არჩევთ თაფლს შეძენისას?