Connect with us

ყვავილები

როგორ გავაკეთოთ ტორფის ქოთნები ნერგებისთვის

დღესდღეობით რას არ მოიფიქრებენ, რომ თანამედროვე მებაღეების ცხოვრება შეამსუბუქონ. ბაზარზე ახალი ინსტრუმენტები და მოწყობილობები, სასუქები და ზრდის მასტიმულირებელი საშუალებები, ყველა შესაძლო თესლი და ნერგებისთვის საჭირო ნივთები იყიდება. უამრავი საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებით თქვენი ნაკვეთი რეგიონში ყველაზე მოსავლიანი გახდება.

დღეს გიამბობთ, როგორ დარგოთ ნერგები საკუთარი ხელით მომზადებულ ტორფის ქოთნებში. რა თქმა უნდა, მსგავსი ნივთი შეგიძლიათ სპეციალურ მაღაზიებში შეიძინოთ, მაგრამ იაფი ნამდვილად არ ღირს. და რა საჭიროა შეძენა, თუ შეგიძლიათ თავად გააკეთოთ, ხოლო მოსავალს მაინც კარგს მიიღებთ.

ტორფის ქოთნები

ამ თვითნაკეთ ტორფის ჭურჭელში ნებისმიერი ნერგი შეგიძლიათ დარგოთ, იქნება ეს წიწაკა, პომიდორი თუ კომბოსტო. ამ შემთხვევაში ჩვენ ტორფის ქოთანში მარწყვს დავრგავთ.

პირველ რიგში დაგჭირდებათ ტორფის ნარევი, გაშლილი და ღრმა ჭურჭელი (ჩვენ ტორტის ყუთს გამოვიყენებთ), ასევე გამოყენებული ჩაის პაკეტები (შეგიძლიათ ახალი, თუ არ გენანებათ).

1. თითოეულ ჩაის პაკეტს ძაფები ბოლომდე მოაჭერით.

2. ამის შემდეგ პაკეტის ზედა ნაწილი გაჭერით ისე, რომ ქვედა ნაწილი, რომელიც სტეპლერით დამაგრებულია მთელი დარჩეს.

3. ჩაის ჩენჩო პაკეტში შეგიძლიათ დატოვოთ.

4. ზემოდან ტორფის ნარევი დააყარეთ. ოდნავ აურიეთ, ჩატუმბეთ და უკვე ნახსენებ ღრმა ჭურჭელში ჩააწყვეთ.

5. მაკრატლით პაკეტები გაათანაბრეთ, რომ ერთნაირი სიმაღლის იყოს.

ასეთი პაკეტი იმდენი გააკეთეთ, რამდენიც გსურთ, განსაკუთრებით თუ ჩაი გიყვართ. გამოყენებული ჩაის პაკეტები კი არ გადააგდოთ. სიტყვაზე. ზოგიერთი მოხერხებული ადამიანები მსგავსი ტორფის ქოთანს ჩვეულებრივი გაზეთისგან აკეთებენ.

აქ შეგიძლიათ ჩარგოთ არა მხოლოდ მარწყვი, არამედ პეტუნია და ნებისმიერი სხვა ნერგი. კომფორტი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი პაკეტი შეგიძლიათ პირდაპირ ნიადაგში ჩარგოთ. მცენარის მორწყვა საკმაოდ მარტივი იქნება. ტორფის ბურთულების შესანიშნავი ალტერნატივაა.

რაც შეეხება შეძენილ ტორფის ქოთნებს, სულ ცოტა ხნის წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. თუმცა სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ნიადაგში გადარგვის დროს 35%-ისგან შემდგარი ხის მასა დიდხანს და ცუდად იშლება.

სწორედ ამიტომ, გადარგვის დროს ქოთნების გაჭრა საჭირო ხდებოდა, შედეგად კი მცენარის ფესვები ზიანდებოდა. თვითნაკეთი ქოთნების შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ შეგაწუხებთ.