Connect with us

ყვავილები

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

მეაგარაკეები და მებაღეები პირველივე საგაზაფხულო მზის სხივების მოსვლისთანავე ინტერესდებიან, თუ როგორ გაალამაზონ ნაკვეთი ისე, რომ ზაფხულში მეგობრების და მეზობლების დაპატიჟება არ შერცხვეთ, მწვადები მხიარულად შეწვან და თვალები სილამაზით გააოცონ.

თქვენ შეგიძლიათ მარტივი გზა აირჩიოთ: ლანდშაფტის დიზაინერებს დაუკავშირდეთ. მათ კარგი იდეები ნამდვილად ექნებათ. მუშები დაიქირავეთ და მკაფიო ამოცანები დაუსვით: თუ სად რა ააშენონ, რა მცენარე დარგონ და ა.შ. თუმცა ამ საქმის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. როგორც კლასიკოსებმა თქვეს, ღია ნაკვეთზე და საკუთარ მიწაზე მუშაობამ შეიძლება ფრთები შეგასხათ.

როგორ გავალამაზოთ ნაკვეთი

უკეთ გასაგებად მთელი პროცესი რამდენიმე მარტივ ეტაპად დავყავით. ხოლო ის, რომელიც თქვენთვის შესაფერისი აღმოჩნდება, შეგიძლიათ დამოუკიდებელი რიგით აირჩიოთ. მოდით, დავიწყოთ.

გაზონი

კარგი გაზონი ნებისმიერი ნაკვეთის შესანიშნავი საფუძველია. ლამაზად შეკრეჭილი ბალახი გვამშვიდებს და შთაგონებას გვანიჭებს. თუ პატარა ნაკვეთი გაქვთ, გაზონზე შეგიძლიათ შეჩერდეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად რამდენიმე ნაბიჯი გაითვალისწინეთ, კერძოდ:

  1. მხოლოდ ხარისხიანი სარგავი მასალა შეიძინეთ;
  2. გაზონის კუთხეები ლამაზად დაამუშავეთ, რომ ჩვეულებრივ ბალახთან შედარებას თავი აარიდოთ.
  3. გაზონის მოთიბვას ყურადღება მიაქციეთ;
  4. მწვანე ხალიჩის დროულად გამოკვება და მორწყვა არ დაგავიწყდეთ.

თუ მარჯვე ხელი გაქვთ, გაზონს განსაკუთრებული ფორმა და საინტერესო გარეგნობა მიანიჭეთ, როგორც ფეხბურთის მოედანზეა. ინტერნეტში ამ თემაზე ბევრ საჭირო ინფორმაციას იპოვით.

ბაღის ბილიკები

თუ აგარაკზე მხოლოდ ლამაზად გაფორმებული ბალახი არ გყოფნით, ტერიტორიას ბაღის ბილიკები დაუმატეთ. მისი გარეგნობა და გამოყენებული მასალა შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. გამოგადგებათ შემდეგი მასალები: ბეტონი, ბრტყელი ქვა, ხის ფილები, აგური და ქვის ნატეხები. ხელსაქმის ზოგიერთი ფანი თუნუქის ბოთლის თავსახურებს და ზღვის კენჭებსაც იყენებს.

გზის გაკეთება ტრაფარეტით შეგიძლიათ. უბრალოდ სასურველი მასალა ფორმებში ჩაასხით და მისგან ფილები გამოწვით. ის ნატურალურ ქვას ჰგავს და დანარჩენი ნაკვეთის ფონზე ლამაზად გამოიყურება. ისღა დაგრჩენიათ ფილებიდან ერთი გზის ბილიკი გააკეთოთ.

ყვავილები და კლუმბები

უფრო დიდებულ იდეაზე გადავიდეთ. ყვავილები ნაკვეთზე ლამაზია. არა, მოიცადეთ, წარბები არ შეკრათ. ბევრი ქალაქელისთვის კლუმბები პატარა მიწის ნაკვეთთან ასოცირდება, ან საერთოდ ბეტონის „ვედროებთან“, სადაც შოკოლადის შეფუთვები, ნაგავი და სიგარეტის ნამწვავები იზრდება. თუ ქალაქში დიდი დღესასწაულია დაგეგმილი, კლუმბებში რამდენიმე უბრალო ყვავილს რგავენ, რაზეც მხოლოდ ერთი რეაქციაა – მთქნარება.

საკუთარ ნაკვეთზე შეგიძლიათ მრავალფეროვანი ყვავილები დარგოთ. თან მათ იმდენად საოცარი არომატი აქვთ, თითქოსდა ზღაპრულ ქვეყანაში აღმოჩნდით და ქალაქიდან 10 კმ–ს მოშორებით არ იმყოფებით. კლუმბები შეგიძლიათ განსხვავებულად გააფორმოთ: ნაკვეთის ირგვლივ, შუაში, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით, მაგალითად, ძველი მორები ან საბურავები.

წყალსატევი და შადრევნები

ასეთი რამ დიდებულად გამოიყურება და ჩვენთან მდიდრულ ცხოვრებასთან ასოცირდება. სინამდვილეში, პატარა წყალსატევის გაკეთებას მხოლოდ რამდენიმე დღიანი მუშაობა სჭირდება, თუ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ. მაღაზიაში სპეციალური პლასტმასის ფორმები შეიძინეთ ან ბეტონის ფუძე თავად ჩამოასხით. ასეთი წყალსატევის რეზერვუარად ძველი აბაზანა გამოგადგებათ.

მინი–აუზი ორგანულად რომ გამოიყურებოდეს, დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ: შესაფერისი მცენარე და განათება ჩვეულებრივ ხვრელს მიწაში აბაზანით ლამაზ, პატარა გუბურად გადააქცევს. მისი მოვლა მარტივია, ეს ერთგვარი მედიტაციაა. სპეციალურ მაღაზიაში თევზები შეიძინეთ, რომლებიც ზამთრის გადატანას მარტივად შეძლებენ. ოღონდ დროულად გამოკვებეთ და დრო და დრო წყლის ხარისხით დაინტერესდით. ასეთი სილამაზით მთელ ვაგონ სიამოვნებას მიიღებთ.

თუ ნაკვეთის ზომები საშუალებას გაძლევთ და რაიმე წვრილმანებით მისი დამშვენება გსურთ, გაფორმებას მიხედეთ: ბალახებში კერამიკული ჯუჯები დადგით, ლამაზი ქანდაკება დადგით. კარგი ღობეც გარეგნობას გააუმჯობესებს. ფანტაზია შეიძლება მხოლოდ ფულის და დროის უქონლობის გამო შეწყდეს. სცადეთ და აუცილებლად შეძლებთ, რომ მოსაწყენი ნაკვეთი რაღაც ლამაზად გადააქციოთ!