სხვა
როგორ ანაცვლებს სოდა თითქმის ყველა ძვირფას საშუალებას
1. ნუ გადაიხდით ზედმეტს ხორცის ძვირფას დამარბილებელში – ეს იგივე სოდაა უბრალოდ უფრო ლამაზ შეფუთვაში!
გინდათ, რომ ხორცი სწრაფად მოითუშოს ან შეიწვას და რბილიც იყოს?! წაუსვით ხორცის ნაჭერს სოდა და რამდენიმე საათით მაცივარში შედეთ. მომზადების წინ გამდინარე წყალში გარეცხეთ ხორცი და სოდის ნარჩენები მოაცილეთ. ეს მეთოდი ყველაზე უხეშ ხორცსაც კი დაარბილებს.
2. როგორ შევამოწმოთ სოდის ვარგისიანობა?
თუ სოდას ძმარს დაასხავთ და ძლიერად არ აფუვდება, ეს ნიშნავს, რომ სოდამ თავის შესაძლებლობები უკვე ამოწურა, გაუხსენლი სოდის ვარგისიანობა 18 თვეა, გახსნილის კი 6. ნუ დაგეზარებათ მისი ახლით შეცვლა და ყოველთვის წაიკითხეთ მოქმედების ვადა მის შეფუთვაზე.
3. ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვას სოდიან წყალში გირჩევთ – სოდა ისეთ ადგილებში აღწევს, სადაც წყალს არ შეუძლია შეღწევა.
არ გსურთ, რომ თევზს არასასიამოვნო სუნი დარჩეს?! 2 ჩაის კოვზი სოდა 1 ლიტრ წყალში გახსენით და პირსახოცში ან ხელსახოცში გადახვეული თევზი ამ ხსნარში ჩადეთ. 1 საათით მაცივარში შედეთ. შემდეგ გადაავლეთ წყალი და მოამზადეთ.
თქვენი ომლეტი უფრო ფუმფულა გამოვა თუ დანის წვერით სოდას დაუმატებთ. სოდის დამატება პარკოსნების მოხარშვასაც დააჩაქარებს. გარდა ამისა – ასე მოხარშული პარკოსნები გაზების დაგროვებასაც აღარ გამოიწვევს.
4. სახლში საფუარი არ გაქვთ? პრობლემა არ არის!
С ვიტამიი ან ასპირინი ხომ მაინც გაქვთ? აურიეთ ერთ-ერთი მათგანი სოდასთან (50/50) იმავე რაოდენობით რა რაოდენობის საფუარიც გჭირდებოდათ. ცომი ღუმელში შედებამდე არ აფუვდება თუმცა, ღუმელში შედების შემდეგ ნამდვილად გაოცდებით!
ალბათ არავის სიამოვნებს როდესაც ნივრის, ხახვის, თევზის და სხვა მსგავსი სპეციფიური სუნის მქონე პროდუქტის მომზადების შემდეგ ხელებზე და დანებზე სუნი რჩება. გირჩევთ ხელები სოდით დაიბანოთ.
5. ალბათ არც თქვენ გიყვართ როდესაც ნიჟარის წყალსადენის ბადე ჭუჭყიანია…
რამდენიმე კოვზი სოდა დააყარეთ ბადეს და ზემოდან სოdა მოასხით. თუ მილი გაიჭედა მასში 1 შეკვრა მარილი ჩაყარეთ და მდუღარე დაასხით.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მისი ძვირადღირებული სარეცხი ფხვნილის გარეშეც არაჩვეულებრივად მუშაობს. ავუროთ 2 ჩაის კოვზი სოდა 2 ჩაის კოვზ ბურასთან ( ნატრიუმის ტეტრაბორატი), შედეგი მართლაც გაგაოცებთ. თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სუნი გაჩნდა, მოაყარეთ ნახევარი წიქა სოდა, შემდეგ კი მანქანა გავლების რეჟიმზე ჩართეთ.
6. მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, უჟანგავი მეტალის ქურა, ყავის მადუღარა, წვენსაწური, თერმოსები – ამ ყველაფრის გარეცხვა სოდით შეიძლება. ღრუბელი რომლითაც ჭურჭელს ვრეცხავთ ყოველკვირას უნდა შეცვალოთ – მათში ძალიან ბევრი მიკრობი გროვდება, თუმცა მისი “განკურნება” სოდით შეიძლება – ვრეცხავთ სოდიან წყალში! სოდა არაჩვეულებრივად აშორებს სუნებს, ნუ დაგეზარებათ ღამით მაცივარში სოდიანი წყლის შედგმა. ნაგვის ყუთიც სასურველია კვირაში ერთხელ სოდიანი წყლით გარეცხოთ.
7. თუ კატის ქვიშის ჩასაყრელ ჭურჭელში სუნია – ქვიშაში სოდა შეურიეთ და სუნიც აღარ შეგაწუხებთ.
8. სახლის ეშმაკობები
რეცხვადი შპალერი, პინინოს კლავიშები, ნოხები სოდით არაჩვეულებრივად იწმინდება!
9. აბაზანაში თითქმის ყველაფრის გახეხვა შეგიძლიათ სოდით, დაწყებული იატაკიდან ან კაფელიდან – ჭერით დამთავრებული.
დაგიმთავრდათ დეოდორანტი?! სოდა გამოიყენეთ! ნუ შიეძენთ ძვირიან სარეცხ და მათეთრებელ საშუალებებს, ნებისმიერი მათგანის ხარისხის გაუმჯობესება სოდის დამატებთაც შეიძლება! თუ იყენებთ, მაგალითად “ტაიდს” მასში მეთხედი ჭიქა სოდა ჩაუმატეთ.
10. თქვენი აფთიაქიც აბაზანაშია? მაშინ ვუმკურნალოთ დამწვრობას: ძალიან ცივ წყალში ჩაყარეთ სოდა, დაასველეთ მასში ნაჭერი და დაიდეთ დამწვრობაზე, გედოთ სანამ წვა არ გაგივლით.
მზეზე დაიწვით? 4 ჩაის კოვზი სოდა ჭიქა წყალში გახსენით. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს? მას სოდიანი წყლის აბაზანა გაუკეთეთ. გაიჭერით სამართებლით? ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალში გახსენით, დაასველეთ მასში ბამბა და დაიდეთ განაჭრელ ადგილას. იგივე გაიმეორეთ ფუტკრის ნაკბენზე.