ჰოროსკოპი
როგორ აკეთებენ გენერალურ დალაგებას სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები
თხის რქა
თხის რქები არ ალაგებენ, რადგან მათ საერთოდ არ ჭირდებათ არაფრის დალაგება, თხის რქა გამოყენებისთანავე ყველაფერს თავის ადგილს უჩენს, ამიტომ მათ სახლში მუდმივად წესრიგი და სისუფთავეა. იგივე ეხება მტვერსა და ჭუჭყსაც: დაინახე?! დაალაგე! შესაბამისად არაფერი აირევა!
მერწული
ისინი დალგებისას საერთოდ არ ფიქრობენ, უბრალოდ ალაგებენ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. თუმცა ხშირად ორი უკიდურესობა გვხვდება: “აქ ყველაფერი ისე სტერილურადაა, რომ ოპერაციის ცატარებაც შეიძლება” და “ჯერ იატაკს არ ვეკრობით ფეხებით, შესაბამისად – ის საკმარისად სუფთაა”. თუმცა იმაში, რომ მერწყული იდეალური დიასახლისია ამაში მერწყულს ეჭვი არასდროს ეპარება.
თევზები
თევზები სიყვარულით ალაგებენ. ეხებიან ყველა წვრილმან ნივთს და იხსენებენ საიდან აქვთ ისინი, ალაგებენ ყველაფერს ფენ-შუის მიხედვით და ათჯერ მაინც ჩამოუვლიან თავის “ქონებას”, როცა საქმე უშუალოდ დალაგებაზე: იატაკის მოწმენდამდე ან დარეცხვამდე მიდის, მათ უკვე არაქათი აქვთ გამოცლილი და ამ საქმეს სხვას გადაულოცავენ.
ვერძი
ვერძმა შესანიშნავად იცის სახლის დალაგების ყველა ტექნიკა, თუმცა პრაქტიკაში არ იყენებს, აჯობებს პრაქტიკაში სხვებმა დატესტონ. ვერძი უბრალოდ ბრძანებებს გასცემს და სისუფთავე თავისით ჩნდება, არ გაჩნდება და დიდი სკანდალი გელით!
კურო
კურო ჯერ დალაგების გეგმას ადგენს, შემდეგ კი ამ გეგმის შესრულებას სწრაფად და ხარისხიანად იწყებს, სრული თანმიმდევრობით. ჯერ უსიამოვნო სამუშაოს იშორებს, ბოლოსთვის კი შედარებით სასიამოვნო შემოქმედებით სამუშაოს იტოვებს, როგორიცაა ფარდების გამოცვლა ან სამზარეულოს მაგიდისთვის ახალი თაიგულის შეკვრა.
ტყუპები
ტყუპები შთაგონებით ალაგებენ, სრულიად მოულოდნელად. შეიძლება ღამის სამ საათზე გაიღვიძოთ და ნახოთ თუ როგორ ხეხავს ტყუპი აბაზანას. თუმცა მათი დადებითი თვისება ისაა, რომ თავიანთ არეულს თავადვე ალაგებენ და არასდროს გაიძულებენ ლაგებაში დაეხმაროთ.
კირჩხიბი
კირჩხიბი ალაგებს სწრაფად, ხარისხიანად და საგულდაგულოდ! მათ დალაგებულს ნაკლს ვერ უპოვი! თუმცა მათ ლაგება უფრო ღამის საათებში უყვართ რათა ფეხებში არავინ ედებოდეთ!
ლომი
ლომებს ხომ ყველაფერი ყველაზე უკეთ გამოსდით. ისინი შეიძენენ მსოფლიოში საუკეთეშო სარეცხ ღრუბელს – მსოფლიოში საუკეთესო ჩანგლების გასარეცხად და ამას მსოფლიოში ყველაზე უკეთ გააკეთებენ. ლომებს უზომოდ უყვართ თავიანთ თავი და უყვართ ყველაფერი რაც მათ ეკუთვნით, შესაბამისად საუკეთესოდ უვლიან მათ.
ქალწული
ქალწულები მანიაკალურად ალაგებენ. მათი ყველა ლაგება “გენერალურია”. გადმოწმენდენ მაგიდას და… აღმოჩნდება რომ იატაკიც მოსაგველია, მოსარეცხი და ჭერიდან ობობის ქსელია ჩამოსახნელი. ის დიდი სიამოვნებით დაალაგებს სახლს და იმითაც კი დაინტერესდება არის თუ არა უნიტაზის წყლის გამშვები ბაკი შიგნიდან კარგად გახეხილი.
სასწორი
სასწორებისთვის ლაგება მედიტაციაა. ისინი ლაგებისას საკუთარი შინაგანი სამყაროს წესრიგში მოყვანასაც ახერხებენ. აურზაური, უწესრიგობა და ჭუჭყი – ლამაზი არ არის, რაც ლამაზი არ არის სასწორებისთვის ნამდვილად მიუღებელია!
მორიელი
მორიელმა თუ დალაგება გადაწყვიტა, მაშინ ნამდვილად იდეალურად დაალაგებს, თან ისე, რომ ოთახში შესვლა შეგეშინდებათ იატაკზე პატარა მტვრის ნაწილაკი რომ არ დააგდოთ. თუმცა თუ მორიელს შინაგანმა ხმამ არ უკარნახა სახლის დალაგება, ის ამას უბრალოდ არ გააკეთებს და არც მისი საწოლის ქვეშ შესახლებული პიცის და საკვების ნარჩენებისგან შობილი მონსტრის გამო გაკიცხავს საკუთარ თავს. თუმცა იგივეს ის ოჯახის წევრებს ნამდვილად არ აპატიებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს სამაგალითოდ დალაგებული სახლი აქვთ, რადგან მათთვის არეულობასა და სიბინძურეში ცხოვრება – საკუთარი თავის უპატივცემულობის ტოლფასია და ამას ისინი ნამდვილად არ დაუშვებენ. მშვილდოსანს სიძულვილის ძალით სასახლეების ნგრევა, ქალაქების მიწის პირისგან აღგვა, კონტინენტების გადაადგილება და პლანეტების უკუღმა დატრიალება შეუძლია და გენერალურ დალაგებას წინ რა აღუდგება?!… მას იმხელა ენერგია აქვს, რომ თაჯ-მაჰალის დალაგება-გარეცხვას და მიკროფიბრით გაპრიალებასაც ეყოფა, პატარა ბინას კი ალბათ წარმოგიდენიათ რაც ელის…