Connect with us

ჰოროსკოპი

რიტუალი, რომელიც ფინანსური სტაბილურობის და კეთილდღეობის მოზიდვაში დაგეხმარებათ

ადამიანს საკმარისი ფული არასდროს აქვს. მართალია, ფული მიდის მასთან, ვინც დაუღალავად შრომობს. თუმცა შეგიძლიათ იმქვეყნიური ძალების დახმარება გამოიყენოთ. მაგალითად, რიტუალები ფულის და წარმატების მოსაზიდად ზედმეტი არაა.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ რიტუალს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიმდიდრეს მოიტანს.

შელოცვა ფულზე და წარმატებაზე

უძველესი დროიდან ბევრი ცრურწმენა და ნიშანი არსებობს, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით. დღეს ბევრ ადამიანს ცრურწმენების არ სჯერა და არ იცავს. აი, ეზოთერიკოსები მათ დაცვას გირჩევენ. მათი თქმით, მარტივი რიტუალები ფულის ნაკადს ხსნის. თქვენი მოქმედება ფუჭი არ იქნება, არამედ ათმაგად დაგიბრუნდებათ.

ცრურწმენები ფულზე, რომლის ცოდნა ღირს.

  1. ფული ხელიდან ხელში არავის გადასცეთ. ასე ფული დაუბრუნებლად წავა.
  2. ცოცხი ტარით ქვემოთ დადეთ.
  3. საფულეში შეინახეთ ერთი მონეტა ან ქაღალდის ფული, რომელსაც არასდროს გამოიყენებთ. მისი დახარჯვა არ შეიძლება. მარტივი რიტუალით სიმდიდრის მოზიდვას შეძლებთ.
  4. სხვისი ფული არ დაითვალოთ, ასე თქვენთან ფული შეიძლება აღარ მოვიდეს.
  5. საღამოს ფული არავის ასესხოთ.
  6. ფული სამზარეულოში შეინახეთ. მისი ადგილი ლეიბის ქვეშ ან კარადაში არაა.

სპეციალური ფულის რიტუალი შეასრულეთ. ამისთვის ფულის მცენარე დაგჭირდებათ. მისი დახმარებით სახლში ფინანსების მოზიდვას შეძლებთ. თუ არ გაქვთ, შეძენას გირჩევთ. რიტუალი ფულის მცენარის გამოყენებით შემოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ.

ჯადოქრობის შესასრულებლად სწორ ფიქრებსა და ემოციებზე განწყობა მნიშვნელოვანია. მუდმივად ფულის დეფიციტზე ფიქრი არ შეიძლება, ასე არასდროს მოვა. რიტუალი პოზიტიურ განწყობაზე შეასრულეთ. ყოველი ხელფასიდან სამი მონეტა ფულის მცენარის ქოთანში ჩადეთ. ამ შემთხვევაში მონეტის ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს.

თან თქვით შემდეგი სიტყვები: „ეს მონეტები მიწაში რჩება, მცენარეს სიმდიდრის ენერგიას აძლევს, ასე ჩემს სახლში ფული გამრავლდება. ამინ.“ შელოცვა მონეტების ჩამარხვისას ერთხელ თქვით.

ფულის ენერგიის შემოსასვლელი ადგილები კარი და ფანჯარაა. რამდენიმე ყვითელი მონეტა ფანჯრის რაფაზე მუდმივად შეინახეთ. ასე სიმდიდრეს მოიზიდავთ. მარტივი რიტუალი ყოველ თვე, ხელფასის აღებისას შეასრულეთ. მალე შემოსავლის გაზრდას შეამჩნევთ.

Advertisement