Connect with us

მოდა და სტილი

რისი ცოდნაა აუცილებელი 90-იანების საქორწილო მოდაზე

ყველას კარგად გვახსოვს როგორ აღნიშნავდნენ ქორწილებს 90-იან წლებში. ახლა ტრადიცია და სტილი აბსოლუტურად შეიცვალა, თუმცა ძველ ქორწილებს განსაკუთრებული ხიბლი ქონდა.

საქორწილო მოდა

რატომ უნდა გვახსოვდეს იმ დროის ქორწილები? საქმე იმაშია, რომ მაშინ ხალხს ლამაზი დღესასწაულის შექმნა ძალიან მცირე რესურსითაც შეეძლოთ.


რა თქმა უნდა 2019 წლის საქორწილო მოდა იმ დროის ტრადიციებისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ზოგიერთი მომენტი შეიძლება კვლავ გავითვალისწინოთ.

მოდით გავიხსენოთ იმდროინდელი მოდის მომაჯადოვებელი განსაკუთრებულობები რომლებიც ძველ ქორწილებს ახლდა თან.

1. არანაირი ღრმა ჭრილები ან მჭიდროდ მომჯდარი კაბები. პრიორიტეტი ყოველთვის ელეგანტური მოკრძალება იყო.


2. კაბები საკმაოდ მარტივი ჭრილით იყო. სიგრძე გრძელსა და მუხლს ოდნავ ზემოთ ან მუხლს ოდნავ ქვემოთ პარამეტრებში მერყეობდა. გრძელი კაბები ფუმფულა ქვედატანების გარეშე იყო.


3. ზოგჯერ ბაფის სახელოები გამოიყენებოდა. ეს სამოსს ექსტრავაგანტულობას სძენდა.


4. ფეხსაცმელი ყოველთვის საშუალო ქუსლზე იყო.

5. პატარძლის ჩაცმულობას თან ერთვოდა ლამაზი ფატა, რომელიც პატარა შლიაპით ან სხვა დეკორით იყო მორთული.


6. პატარძლები ხელოვნური ყვავილების გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ.


7. ხშირად, სპეციალურად ქორწილისთვის პატარძლები ქიმიურ დახვევას იკეთებდნენ რათა სტუმრები ფუმფულა კულულებით გაეოცებინათ.

8. სიძის ჩაცმულობა უფრო მარტივი იყო. უბრალო შარვალ-კოსტუმი საკმარისზე მეტი იყო. ზოგჯერ ჯიბეზე დიდ თეთრ ყვავილს იმაგრებდნენ ან ყვავილების პატარა ტოტს.

9. ალბათ გახსოვთ, რომ არცერთი ქორწილი არ ტარდებოდა მეჯვარეებისთვის განკუთვნილი მხრის ლენტის გარეშე. ახლა ასეთს იშვიათად თუ ნახავთ.


10. თაიგულებში ძირითადად მიხაკებს, გლადიოლუსებსა და ვარდებს იყენებდნენ. თაიგული ერთი სახეობის ყვავილებისგან მზადდებოდა.

ქორწილში მანქანებიც კი საგანგებოდ ირთვებოდა, ფერადი ლენტები საგანგებო ატრიბუტი იყო, ასევე რამდენიმე დეკორატიული ბეჭედი. “ვოლგა” ან “ჩაიკა” ასეთ მუნდირში დიდებულად გამოიყურებოდნენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.