ტესტები
რისი თქმა შეუძლია სხეულის ფორმებს ქალზე
იცით თუ არა, რომ ადამიანის ხასიათის გამოცნობა სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტის ჩატარების გარეშეც შეიძლება? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ქალს ეხება. ხშირად ქალის ფორმები მის მფლობელზე უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე ყველაზე გამოცდილი ფსიქოანალიტიკოსი. ამასთან არა მხოლოდ ხასიათზე, არამედ ჩვევებსა და ფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე.
იქნებ ხალხის უკეთ გაგება გსურთ ან არტურ კონან დოილის დიდი გულშემატკივარი ხართ და დიდი ხანია გსურთ შერლოკ ჰოლმსის როლი მოირგოთ და ადამიანები წიგნივით წაიკითხოთ?
დღეს ასეთი შესაძლებლობა გაქვთ! გთავაზობთ ქალის სხეულის 4 ფორმას და მათ მთავარ განმასხვავებელ თვისებებს. ამ ინფორმაციით ქალთან ურთიერთობას უფრო სწრაფად და მარტივად დაამყარებთ.
ქალის ფორმები
1. მჭლე ტიპი
მჭლე ტიპის ძირითადი გარეგნული ნიშნები მკვრივი კანი და უფრო მეტი კუნთოვანი მასა, ვიდრე ცხიმოვანი. ასეთ ხალხს ლიდერის როლის სხვებზე უფრო შეეფერება. ის თვითკმარი და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანია.
რაც შეეხება კვებას, მისთვის ოპტიმალურია ვეგეტარიანული დიეტა. თუ სპორტზე ვსაუბრობთ, სჯობს ცურვით დაკავდეს. მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ასეთ ქალებს სხვადასხვა მედიტაციის ტექნიკას გამოყენებას ურჩევენ, რომ მოდუნება და ყოველდღიური ზრუნვისგან დასვენება ისწავლონ.
2. დახვეწილი ტიპი
დახვეწილი ტიპისთვის დამახასიათებელია მოხდენილი ფორმები ვიწრო თეძოებით და გამოხატული წელის გარეშე. ხშირად ასეთი ქალი ძალიან ჩაკეტილი და მგრძნობიარეა.
დიეტოლოგები ასეთ ქალებს მშვენიერი ფორმების დიდხანს შესანარჩუნებლად ურჩევენ ნაკლები ნახშირწყალი და უფრო მეტი ცილები, ასევე ბოსტნეული მიირთვან. ძალოვანი ვარჯიშით არა მხოლოდ ფორმებს ხაზს გაუსვამენ, არამედ ფსიქოლოგიურად უფრო თამამები გახდებიან.
3. შემოქმედებითი ტიპი
შემოქმედებითი ტიპის ფორმა თანამედროვე სამყაროში იდეალურად ითვლება. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ფორმები ქვიშის საათს ჰგავს. ასეთი ქალი წარმოუდგენლად აქტიური და პოზიტიურია.
შემოქმედებითი ტიპის ადამიანისთვის საუკეთესო რაციონია უცხიმო ხორცის და მწვანე ბოსტნეულის კომბინაცია, ასევე უცხიმო რძის პროდუქტები. ჯგუფური აქტივობა (მაგალითად, ცეკვა) საუკეთესო ვარჯიში იქნება.
4. გემრიელი ტიპი
რაც შეეხება გემრიელ ტიპს, მისი ფორმა ერთგვარ ხილს, მსხალს ჰგავს. მას მკვეთრად გამოხატული წელი, ვიწრო მხრები და მრგვალი თეძოები აქვს. ასეთ ქალს აგრესიულ ხალხთან ურთიერთობა უჭირს, რადგან თავად ძალიან მშვიდი და შთამბეჭდავია.
რეკომენდებულია კვების რაციონში ხილის და ახალი ბოსტნეულის წილი გაზარდონ. რაც შეეხება ვარჯიშს, იოგა საუკეთესო ვარიანტია.