Connect with us

ჯანმრთელობა

რისთვის გჭირდებათ ხელში ორი ცალი კაკალი?

ეს სავარჯიშო ყველას დაგვეხმარება! ვაფასებ აღმოსავლურ მედიცინას და ვთვლი, რომ ეს მეთოდი არაჩვეულებრივი გამოსავალია ყველასთვის ვისაც დროდადრო ნერვული და ძაბულობა აწუხებს.

ჩვენი საზოგადოების მექანიზმი რაც უფრო რთული ხდება, მით უფრო მეტ სტრესს განვიცდით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ახლა გაიგებთ თუ როგორ უნდა მოიხსნათ სტრესი და დაიმშვიდოთ ნერვები სულ რამდენიმე წუთში. მეთოდი მომენტალურად იმუშავებს: ჩვენ ჩავატარებთ ხელის გულების მასაჟს – ჩვეულებრივი კაკლით. ნაჭუჭთან შეხება ძალიან სასიამოვნოა! ამ ბუნებრივ მასალას ვერცერთი აკუპუნქტურული წერტილების მასაჟორი ვერ შეედრება.

როგორ მოვიხსნათ სტრესი

ჩვენს ხელისგულებზე განთავსებულია აქტიური წერტილები, რომელბიც შიდა ორგანოების მუშაობაზე არიან პასუხისმგებელნი. მათზე დაჭერით სხვადასხვა დაავადებებისგან შეიძლება გათავისუფლება!

ვარჯიშის ეფექტურობას აღმოსავლური მედიცინა იმით ხსნის, რომ ფსიქიკურ აქტივობას, მართავს არა ტვინი, არამედ შიდა ორგანოები: ენერგია ჩნდება ფილტვებში, ჭკუა – გულში, სული – ღვიძლში, ნებისყოფა – ნაღვლის ბუშტში, ხოლო მიზნის მიღწევისკენ სწრაფვა – თირკმელებში. თითებსა და ნერვებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, ამიტომ სწრაფი დამშვიდებისთვის აუცილებელია შემდეგი სავარჯიშოების შესრულება.

სავარჯიშო სწრაფი რელაქსაციისთვის

ორივე ხელში 2-2 კაკალი დაიჭირეთ და წრიული მოძრაობები გააკეთეთ. მოათავსეთ კაკალი აქტიურ წერტილში, რომელიც მტევნის შიდა ნაწილშია – ხრტილებს შორის არსებულ ჩაღრმავებაზე. ოდნავ მოუწირეთ მას ხელის გული და კაკლით წრიული მოძრაობები გააკეთეთ. ოდნავ დაიმასაჟეთ ნეკის ბოლოები მეორე ხელის თითებით.

სტრესი და დაძაბულობა მაშინ ჩნდება როდესაც ადამიანი თავის შინაგან ხმას არ უსმენს, არ აქცევს ყურადღებას თავის ჭეშმარიტ გრძნობებს. გახსოვდეთ, რომ ჰარმონიის და წონასწორობის მთავარი წყარო თქვენშია!

ყოველი ჩვენგანი – მარტოსული სამურაია, რომლის სულშიც ნამდვილად არის ადგილი დასვენებისა და ჰარმონიისთვის. აუცილებელი არ არის სადმე გამგზავრება – ცხოვრების სირთულეებისგან თავდასაღწევად. ზოგჯერ დამშვიდებისთვის საკმარისია უბრალოდ დახუჭოთ თვალები და იფიქროთ რამეზე, რაც ნამდვილად მშვენიერია!

კაკლის სავარჯიშო თითებისთვის – ყოველთვის დაგეხმარებათ ექსტრემალურ სიტუაციებში, მაშინ როდესაც დამშვიდება ყველაზე მეტად გჭირდებათ. ასე, რომ ჩანთით წყვილი კაკლის ტარება – ნამდვილად სასარგებლო იდეაა!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.