ჯანმრთელობა
რაღაც რიგზე არაა: რა გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვალი ქალის ჯანმრთელობაზე
თქვენ მუდმივად სისუსტეს გრძნობთ, წონაში იმატებთ, ხოლო ორგანიზმი ხან ერთ სურდოს იჭერს და ხან მეორეს? შესაძლოა, თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ცუდად მუშაობს.
ვინ იფიქრებდა, რომ ყელზე პატარა ჯირკვლები ჩვენს ცხოვრებაზე ასეთ ძლიერ გავლენას ახდენენ. ფარისებრ ჯირკვლებს პეპლის ფორმა აქვთ, ხმის მყესების ოდნავ ქვემოთ მდებარეობს და აქედან მთელი ორგანიზმის მუშაობას პრეტენზიული დედოფალივით აკონტროლებს. მის მიერ წარმოებული ჰორმონები ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ განწყობაზე უდიდეს გავლენას ახდენენ.
ფარისებრი ჯირკვალი ერთ ხელს „მოისროლებს“ და გამოიყრება გედები და შრომისუნარიანობა, მეორეს და – ბაყაყები, გველები, ჭარბი წონა და განწყობის ცვლილება.
რა უნდა ქნათ ამ ზღვის მბრძანებელთან? პირველ რიგში, მის სიგნალებს მოუსმინეთ. ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის შემცირება ან გაზრდა ზიანის მომტანია. მოდით, დეტალებში გავერკვიოთ.
ეს მართლაც „ქალური დაავადებაა“?
დიახ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ქალებში უფრო ხშირად გვხვდება. ყოველ მერვე ქალს ამა თუ იმ სირთულით ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა დარღვეული აქვს. ეს კი სხვა სერიოზულ შედეგებს იწვევს: მენსტრუაციული ციკლის და ოვულაციის დარღვევა, ჩასახვის და ორსულობის პრობლემები, ნაადრევი მენოპაუზა. მისი გაჩენის შემდეგ ჰიპოთირეოზი ხშირად ვითარდება.
ჰიპოთირეოზი
თუ ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს აქტიურად არ აწარმოებს, ჰიპოთირეოზი ვითარდება. ეს ნივთიერებათა ცვლის შეფერხებას და შემდეგი სიმპტომების გაჩენას იწვევს:
- თერმორეგულაციის დარღვევა (გაყინვისკენ მიდრეკილება)
- ყაბზობა
- კუნთების სისუსტე
- წონის მატება რაციონის შეცვლის გარეშე
- სახსრების ან კუნთების ტკივილი
- დაღლილობის შეგრძნება ან დეპრესია
- ძლიერი დაღლილობა განსაკუთრებული მიზეზის გარეშე
- მკრთალი და მშრალი კანი
- მშრალი და მტვრევადი თმა
- გულის რითმის შენელება
- ოფლდენის შემცირება
- სახის შეშუპება
- ხრინწიანი ხმა
- „გადმოკარკლული“ თვალები
- ჩვეულებრივზე უხვი მენსტრუაციული სისხლდენა
- ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე, რომელმაც შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი გაზარდოს.
ეს სიმპტომები მენოპაუზის ნიშნებს ჰგავს, რის გამოც ხანდაზმულ ქალებს ხშირად ერევათ.
ჰიპოთირეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჰაჰიმოტოს დაავადებაა – როცა ადამიანის იმუნური სისტემა საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს უტევს.
ამასთან, ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვლის თირეოტროპული ჰორმონი (TSH) ნორმის ფარგლებშია და დიაგნოზის დასასმელად ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულებზე ანალიზის გაკეთებაა საჭირო.
თუ ანტისხეულების დონე მომატებულია, ენდოკრინოლოგი მდგომარეობის კორექციისთვის ჰორმონის მცირე დოზას დაგინიშნავთ. ეს პრეპარატები ჩვეულებრივ სხვა ჰიპოთირეოზის თერაპიისთვის გამოიყენება.
ჰიპერთირეოზი
ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვლის მიზეზი ჩვეულებრივ არის აუტოიმუნური დაავადება – დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (გრეივსის დაავადება).
სიმპტომები თანდათანობით ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების მიხედვით ჩნდება:
- წონის კლება ძველი რაციონის შენარჩუნების ან მატების შემთხვევაში (ეს პაციენტების უმეტესობაში ხდება, მაგრამ არა ყველასთან)
- შიმშილის დიდი გრძნობა
- ხშირი ან არარეგულარული გულისცემა
- ნერვიულობის ან შფოთვის შეგრძნება
- გაღიზიანება
- ძილის პრობლემები
- ხელის ან თითის კანკალი
- გაზრდილი ოფლდენა
- დარღვეული თერმორეგულაცია (სიცხის შეგრძნება)
- კუნთების სისუსტე
- დიარეა ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირი განავალი
- ხანმოკლე და ნაკლებად უხვი მენსტრუაცია
- თვალებში ცვლილებები („გადმოკარკვლა“, სიწითლე ან გაღიზიანება)
როგორ ვიმკურნალოთ ჰიპერთირეოზი?
ენდოკრინოლოგი სამედიცინო ისტორიას აგროვებს და კლინიკური სურათიდან გამომდინარე მკურნალობის რეკომენდაციებს იძლევა.
მედიკამენტები
ანტითირეოდული პრეპარატები ფარისებრ ჯირკვლებს უფრო ნაკლები ჰორმონის წარმოებას აიძულებს. მედიკამენტი ფარისებრი ჯირკვლის მდგრად დაზიანებას იწვევს.
ბეტა-ბლოკატორი ჰორმონებით გამოწვეული სიმპტომების გამოხატვას ამცირებს – ისინი გულის რითმის შესამცირებლად სასარგებლოა. ბეტა-ბლოკატორი თირეოდული ჰორმონების წარმოებას არ ამცირებს.
რადიოაქტიური იოდის გამოყენება
ფარისებრი ჯირკვლების უჯრედების განადგურების არაქირურგიული მეთოდი მისი პროდუქტიულობის შესამცირებლად. ხშირად ჰიპოთირეოზს იწვევს (რაც, ფაქტობრივად, მიზანიცაა).
ფარისებრი ჯირკვლების ქირურგიული მოშორება
ოპერაციის დროს ექიმმა შეიძლება მთელი ჯირკვალი ამოიღოს ან ნაწილობრივ მოჭრას, რაც ორგანიზმს ჰიპოთირეოზის მდგომარეობაში აყენებს.
თანამედროვე ქირურგიული მეთოდები ძალიან მცირე ნაიარევს ტოვებს, ხოლო პროცესის დროს შეიძლება გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა მყესების და ნერვების შესაძლო დაზიანების გასაკონტროლებლად.
ხელოვნურად გამოწვეული ჰიპოთირეოზის შემდეგ ორგანიზმს ჰორმონის შემცვლელი თერაპია სჭირდება.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე
სამედიცინო გამოკვლევის დროს ექიმები ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ზომას ან კვანძების გაჩენას ამოწმებენ. არ ინერვიულოთ: თავად კვანძი ონკოლოგიურ პროცესს არ ნიშნავს, მაგრამ მათი შემოწმება და ქსოვილის ნიმუშზე ბიოფსიის გაკეთება მაინც ღირს.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით ქალები 3-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე კაცები.
ასეთი სიმსივნის შემთხვევები დროთა განმავლობაში იზრდება, მაგრამ, ძირითადად, ეს დიაგნოზის სრულყოფილებასთან არის დაკავშირებული.
სიმსივნის აღმოჩენისას ყველაზე ხშირად ქირურგიული მეთოდით ჯირკვლების მოშორებას იყენებენ (თუ სიმსივნე პატარაა და ლიმფურ კვანძებზე გავრცელებული არაა). უფრო რთულ შემთხვევებში მკურნალობის სხვა მეთოდებს იყენებენ.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორები:
- ქალის სქესი და 25-დან 60 წლამდე ასაკი.
- სხივური თერაპია თავის და ყელის არეში, განსაკუთრებით ბავშვობის დროს.
- ფარისებრი ჯირკვლების გაზრდა სამედიცინო ისტორიაში.
- ოჯახის ისტორიაში ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევის ქონა.
ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომ ონკოლოგიური პროცესების დიაგნოზისთვის ექიმმა შემდეგი ტესტები უნდა გამოიყენოს:
- სისხლის ანალიზი
- რადიოაქტიური იოდის შთანთქმის ტესტი
- ულტრაბგერითი გამოკვლევა
- ბიოფსია
25-65 წლის ქალი ხართ და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ანერვიულდით? გთხოვთ, არ ინერვიულოთ – ფარისებრი ჯირკვლების პრობლემების უმეტესობა წარმატებით იკურნება, მათ შორის სიმსივნის შემთხვევები. ყურადღებით იყავით, დისპანსერიზაცია რეგულარულად ჩაიტარეთ და თუ რაიმე გაწუხებთ, ენდოკრინოლოგს მიმართეთ.