ყვავილები
რატომ უნდა ჩაყაროთ ხორბლის მარცვლები ყვავილების ქოთანში
შორეულ 70-იანებში ბებიაჩემი სოფელში ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა. მის კლასში ნემსიწვერა ყოველთვის დიდებულად ყვავილობდა. ყოველთვის მაოცებდა, როგორ აფრქვევდა ყვავილი კარგ სურნელს, როცა ირგვლივ ქარი და ყინვა იყო. ბებია ირწმუნებოდა, რომ ქიმიურ სასუქებს არ იყენებდა. სწორედ მაშინ, პირველად გავიგე ხორბლის სარგებლის შესახებ.
ათწლეულების შემდეგ ხორბლის აღმონაცენების და ადამიანის ორგანიზმზე მისი სასარგებლო გავლენის შესახებ გავიგე. ახლა ჩემი ყოველდღიური რაციონის აუცილებელი ელემენტია. დროთა განმავლობაში გამახსენდა, რომ ხორბლის სარგებელი მცენარეებზეც ვრცელდებოდა. ბებიამ ამიხსნა კიდეც როგორ.
მცენარე გადარგვის დროს ნამდვილად რომ გადარჩეს, კალამი კი საიმედოდ გაძლიერდეს, ბებია ერთგვარ რიტუალს ატარებდა. თავდაპირველად ქოთანში ნახევარ მუჭა მიწას ყრიდა. შემდეგ მასში პატარა ჩაღრმავებას აკეთებდა.
3-4 სმ ორმოში შვრიის და ხორბლის მარცვლებს ყრიდა. მათი რაოდენობა ქოთნის ზომაზე იყო დამოკიდებული. შემდეგ მარცვლებში კალამს ან ნერგს რგავდა. შემდეგ ზემოდან მიწას აყრიდა. მცენარეს ჩვეულებრივ რწყავდა.
უკვე ერთ კვირაში ყვავილის გვერდით ხორბლის აღმონაცენებს დაინახავდით. როცა სიმაღლეში 1 სმ–ს აღწევდა, ბებია თითქმის ძირამდე ჭრიდა. პროცედურას მანამ აგრძელებდა, სანამ ზრდას არ შეწყვეტდა.
გაღვივებული ხორბალი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ქრომით, სპილენძით, კრემნიუმით, სელენით, თუთიით, რკინით და იოდით. ასევე შეიცავს B5, E, C, D ვიტამინებს. ამ სასარგებლო ნივთიერებებით ხორბალი კვებავს კალამს და ნერგს. ამრიგად, მცენარე ნამდვილად გადარჩება. მარცვალი ნერგს კვებავს და ზრდაში ეხმარება.
ბებია მსგავს პროცედურას ხილის ხეების დარგვის დროსაც იმეორებდა. ორმოში შვრიას ან ხორბალს ყრიდა. ბებიას აზრით, ამ კულტურების ჩანაცვლება ბარდით ან ლობიოთი თამამად შეგიძლიათ.
ხორბლის, უფრო ზუსტად გაღვივებული მარცვლის სარგებელი უდავოა და ექსპერიმენტებით დასტურდება. თავად განსაჯეთ, რა გიღირთ მცენარის გადარგვის დროს ნიადაგში ნახევარი მუჭა ხორბლის დამატება.
ამ იაფ მარცვალს ნებისმიერი დიასახლისის საკუჭნაოში იპოვით. დარწმუნებული იყავით, რომ ის ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც გაიზრდება, შემდეგ კი ყვავილს სასარგებლო ელემენტებით გაამდიდრებს. სცადეთ, შედეგი გაგვიზიარეთ!