ყვავილები
რატომ უნდა დაკავდეთ ვარდების დარგვით ახლავე
ადრეული გაზაფხული – ვარდების დარგვისთვის საუკეთესო პერიოდია. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ მარტში დარგული ვარდები გაცილებით ჯანმრთელები და გამძლეები იზრდებიან, ვიდრე ისინი რომლებიც მოგვიანებით დარგეს. ამ სტატიაში ვარდების დარგვისთვის საჭირო რჩევებს მოგიყვებით.
როგორ დავრგოთ ვარდები სწორად
1. უპირველეს ყოვლისა სწორად შეარჩიეთ ნერგები. ყურადღება მიაქციეთ მის ფესვოვან სისტემას, მასზე მინიმუმ სამი წანაზარდი უნდა იყოს. ჯანმრთელი, ახალგაზრდა ღეროების კანი მწვანე და გლუვი უნდა იყოს, ხოლო მცენარის ფოთლები – მბზინვარე, ლაქებისა და ნალექის გარეშე.
აჯობებს მათ საყიდლად სპეციალიზირებულ სანერგე მეურნეობებს მიაკითხოთ, სადაც ნერგებს რეგულარულ ყურადღებას მზრუნველი მებაღეები აქცევენ.
2. დარგვამდე ნერგები წყლიან სათლში ჩადევით, წინასწარ დაამუშავეთ სოკოს საწინააღმდეგო და მცენარეებისთვის განკუთვნილი ანტიბაქტერიული პრეპარატებით და 24 საათით დატოვეთ. დარგვამდე ვარდები გრილ გარემოში მოათავსეთ რათა არ დაჭკნენ.
3. ვარდებს სივრცე და მზის შუქი უყვართ, ამიტომ აჯობებს ისინი სხვა ხეებსა და მცენარეებს დააშოროთ.
4. ამოთხარეთ 60 კვადრატული მეტრის ზომის ორმო. შიგნით კომპოსტი მოათავსეთ, აზოტ-ფოსფორული სასუქი. შემდეგ ფრთხილად გაუსწორეთ ფესვები და რამდენიმე სანტიმეტრი წააჭერით. მიაყარეთ ცოტაოდენი კომპოსტ შერეული მიწა, შემდეგ ნერგი მოათავსეთ ორმოში და დააყარეთ მიწა ისე, რომ ფესვის კვანძი მიწიდან 2 სანტიმეტრით მაღლა აღმოჩნდეს.
კარგად დატკეპნეთ მიწა და მორწყეთ.
5. ბოლოს ნერგის გარშემო – მიწის მულჩირებაღა დაგრჩებათ გასაკეთებელი. ეს აუცილებელია ნიადაგისთვის ტენიანობის შესანარჩუნებლად და მცენარის ცხელ ამინდში დასაცავად.
დარგვის შემდეგ ვარდები აუცილებლად ყოველ 3 დღეში ერთხელ მორწყეთ – 4 კვირის განმავლობაში. ასევე რეგულარულად შეამოწმეთ ვარდის ბუჩქი და მათი ტოტების მდგომარეობა. ოდნავ დაავდებულ ან დაზიანებულ ტოტსაც თუ იპოვით – აუცილებლად მოჭერით ის, ეს დაავადების მთელს მცენარეზე გავრცელებას შეუშლის ხელს.