კულინარია
რატომ უნდა გაწმინდოთ ნივრით თეფში: ეშმაკობა, რომელიც ყველას დაავიწყდა
ყველა დიასახლისს თავისი კულინარიული ეშმაკობა აქვს. ისინი, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობას ამარტივებს და კერძის წარმატებით მომზადებას განსაზღვრავს. ხოლო პროფესიონალი შეფ მზარეული ასეთი ეშმაკობების მთელ არსენალს ფლობს.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს სასარგებლო რჩევები გაგიზიაროთ. მასში თქვენთვის რაღაც ახალს აუცილებლად აღმოაჩენთ ან გაიხსენებთ იმას, რაც უკვე დაგავიწყდათ. ზოგიერთი კულინარიული საიდუმლო იმდენად მარტივია, რამდენადაც ღირებული. გამოიყენეთ და ყველაზე მარტივი კერძების მომზადების შემთხვევაშიც უგემრიელესი შედევრების მომზადებას შეძლებთ. ამასთან დროს, საშუალებას და ძალებს დაზოგავთ.
22 ეშმაკობა შეფ მზარეულისგან:
1.კაკალს როგორიცაა, ნუში კანს ადვილად გააცლით, თუ 1-2 წუთით მდუღარე წყალში დაასველებთ, შემდეგ ცივში.
2.მოხარშული ბრინჯი ქათქათა რომ გამოვიდეს, მოხარშვის პროცესი ცოტა ძმარი დაუმატეთ.
3.როცა კერძის მომზადების პროცესში გრძნობთ, რომ წვნიანი ძალიან მარილიანი გამოდის, მასში მარლაში გახვეული მარცვლეული, მაგ., ბრინჯი მოათვასეთ. ასე ჭარბ მარილს მოიშორებთ.
4.კვერცხის დაჭრის დროს გული რომ არ დაიშალოს და დანას არ მიეკვრას, დანა თავიდან ცივ წყალში მოათავსეთ.
5.კერძს რომ მსუბუქი ნივრის ნოტა შემატოთ (ამასთან სუნი არ გადააჭარბოთ), თეფშს ნივრის კბილი წაუსვით, შემდეგ კი კერძი მოათავსეთ.
6.რბილი ღვიძლის მისაღებად (ღორის, ძროხის, ქათმის ღვიძლი) მარილი მომზადების ბოლო ეტაპზე მოაყარეთ.
7.ღვეზელის ან ნამცხვრის ზედა ფენა რომ არ დაიწვას, მას წყალში დასველებული ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ.
8.ხორცის და ბოსტნეულის კერძების მოსამზადებლად ლუდი წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგ., ლუდი და სოიოს სოუსის ნარევით ღორის, ძროხის ან ცხვრის ხორცის შესანიშნავი მარინადი გამოვა. მუქი ფერის ლუდის ბოსტნეულის თუშვის დროს დამატებით, კერძი უფრო სასიამოვნო გემოს შეიძენს.
9.იდეალური არაჟნის კრემის მისაღებად, მას ცოტა კვერცხის ცილა დაუმატეთ.
10.ნამცხვარში რომ ვაშლმა ერთ ადგილას არ მოიყაროს, ცომთან შეერთების წინ ფქვილში ამოავლეთ.
11.მოხარშული ლობიო რომ არ გამუქდეს უბრალოდ მოხარშვის დროს თავსახური არ დაახუროთ.
12.გამჭვირვალე ბულიონისთვის ხარშვის დროს ყინულის კუბი ჩააგდეთ და შემდეგ სითხე დუღილამდე მიიყვანეთ.
13.კოტლეტები რომ ნაზი და გემრიელი გამოვიდეს, ფარშს ცოტა გახეხილი ხახვი ან კარტოფილი დაუმატეთ.
14.ნახევარი საათით მაიონეზში დამარინებული ძროხის ხორცი უფრო რბილი და ნაზი იქნება. გემოს გასაუმჯობესებლად მდოგვის მაიონეზი გამოიყენეთ.
15.ხრაშუნა, მობრაწული ხორცის მოსამზადებლად, მას გამოცხობის წინ თაფლი, ბროწეულის წვენი ან წყალში გახსნილი კონიაკი წაუსვით.
16.როცა „არა ახალგაზრდა“ ხორცს ხარშავთ, ბულიონში ბანანის გარეცხილი ქერქი ჩააგდეთ. ეს ხორცს სირბილეს შემატებს.
17.ამოსავლებლად ჩვეულებრივი დაქუცმაცებული ორცხობილას ნაცვლად შეგიძლიათ კაკალი გამოიყენოთ, ან ორივე ერთმანეთს აურიოთ. კერძი კიდევ უფრო გემრიელი გამოვა.
18.წვნიანი რომ უფრო მადისაღმძვრელი და სასარგებლო გამოვიდეს, ცეცხლიდან ქვაბის გადმოდგმამდე რამდენიმე წუთით ადრე ცოტა ახალ დაწურული სტაფილოს წვენი დაუმატეთ.
19.ეცადეთ მარილი და ძმარი ლიმონის ან ლაიმის წვენით ხშირად ჩაანაცვლოთ. ციტრუსის გემო ზედმეტი არცერთ კერძში არ იქნება. საკვები უფრო სასარგებლო გახდება.
20.მწიკვი ნატურალური ვანილი ბოსტნეულის სალათს დაუმატეთ, ასე კერძის გემო შესანიშნავად გაიშლება.
21.ცხელი კერძის გატანამდე ჭურჭელი გააცხელეთ და ცივი კერძის შემთხვევაში გააგრილეთ – ასე კერძის გემო დაბალანსებული და გაჯერებული იქნება.
22.მომზადების წინ დაფქულ ყავას მწიკვი მარილი დაუმატეთ. ასე სასმელის გემო უფრო გამოკვეთილი იქნება.
დაიმახსოვრეთ, ჩაიწერეთ, კიდევ უკეთესი შეინახეთ და თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.