Connect with us

ყვავილები

რატომ უნდა ამოთხაროთ „მამრი“ მარწყვის ბუჩქები

მებაღეებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ მამრი და მდედრი მარწყვის ბუჩქები არსებობს. მეზობელი აგარაკზე მუდმივად იმეორებს, რომ „მამრ“ ბუჩქებს დაუნდობლად თხრის. დღეს Alltime ეცდება გაარკვიოს, თუ რას ემყარება ასეთი დაყოფა, არის თუ არა სწორი და რატომ ასხვავებენ ბუჩქებს.

მდედრი და მამრი მარწყვის ბუჩქები

თუ ბოტანიკას ჩაუღრმავდებით, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ საზოგადოდ მიღებული დაყოფა სწორი არაა. სინამდვილეში, მდედრი ან მამრი სქესის მარწყვი არ არსებობს. მცენარე ორსქესიანია – ერთ ყვავილში აქვს ბუტკოც და მტვრიანაც.

თუმცა ჯვარედინი დამტვერვა სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ მდედრი და მამრი ბუჩქები არ არსებობს, ზოგიერთი „თვისება“ მაინც განსხვავდება. საქმე იმაშია, რომ ზოგს შეუძლია კენკრის წარმოება,ზოგს – მწერების დახმარებით მეზობელი მცენარეების დამტვერვა. ამას თავისი მიზეზები აქვს.

  1. გადახრები ბუჩქების განვითარებაში. შედეგად, ზოგიერთი მცენარის ნაწილი ან ქალის ან კაცის ტიპის მიხედვით ვითარდება. ეს არც ისე ხშირად ხდება.
  2. პლანტაციის დაბინძურება. ზოგიერთი ჯიშის ნაყოფიერისგან გარჩევა გაგიჭირდებათ. თუმცა, ძირითადად, ისინი ულვაშებს იძლევიან. სწორედ ასეთი ბუჩქები უნდა ამოთხაროთ, რომ ნაყოფიერი, მოსავლიანი ბუჩქები არ შევიწროვდეს.

სარეველებთან ბრძოლა

სწორედ სარეველა ბუჩქებს უწოდებენ შეცდომით „მამრ“ მარწყვს. ასეთი ბუჩქები გარკვეულ პირობებში ჩნდება. თუ მოსავლის აღებისას მწიფე კენკრა დაგივარდათ ან გამოტოვეთ, მისგან თესლი დაცვივდება და აღმოცენდება. გაღვივებული თესლიდან „მენდელეევის დაყოფა“ ხდება და სხვადასხვა თვისებების მქონე ბუჩქები ვითარდება.

საქმე იმაშია, რომ მარწყვი ხელოვნურად გამოყვანილი მცენარეა. მას ველური ანალოგი არ ჰყავს: ეს არა ჯიშის, არამედ სახეობების ჰიბრიდია. გასაკვირი არაა, რომ გაღვივებული თესლიდან რაღაც უცნაური იზრდება.

რატომ არის სახიფათო სარეველა ბუჩქები? პირველ რიგში, დავიწყებული სახეობის თვისებებს მემკვიდრეობით იღებს და მოსავლიანობა ამ რიცხვში არ შედის. მეორეც, თუ გამრავლების და ნაყოფიერი ბუჩქების შევიწროების უფლებას მისცემთ, მარწყვი წვნიან მოსავალს არ გაჩუქებთ. თქვენ პატარა, ნაკლებად ტკბილ კენკრას მიიღებთ. არსებობს სარეველების ფორმები, რომლებიც კენკრას საერთოდ არ იძლევიან.

მოსავალი რომ არ დაკარგოთ, კვლები უსარგებლო ბუჩქებისგან რეგულარულად გაწმინდეთ. პროცედურა საკმაოდ მარტივია.

  1. სარეველა ბუჩქი იპოვეთ.
  2. ულვაშებიან–ფესვებიანად ამოთხარეთ. ეს ფრთხილად გააკეთეთ, რომ მეზობელი ბუჩქები არ დააზიანოთ.
  3. მოშორებული ბუჩქების ადგილას წარმოქმნილი ორმოები მიწით ამოავსეთ.

როგორ ამოვიცნოთ სარეველა ბუჩქი

1. გაზაფხულზე ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდენი ყვავილის ყუნწი განუვითარდა თითოეულ ბუჩქს. ისინი, რომელთაც მეტი ყვავილის ყუნწი აქვთ, უხვ მოსავალს გპირდებიან. მონიშნეთ და 1–2 ულვაში დატოვეთ, რომ კარგი ბუჩქები შეინარჩუნოთ.

2. ბუჩქები, რომელთაც ცოტა ყვავილის ყუნწი და ბევრი ულვაში აქვთ, ამოთხარეთ. ასე მოიშორებთ ჟმურკას და დუბნიაკს – მთავარ სარეველებს.

3. როცა კენკრა მომწიფებას დაიწყებს, განვითარებას ყურადღება მიაქციეთ. თუ ნაყოფი პატარა და უგემურია, ფოთლები თხელი და სუსტი, თავად ბუჩქი ზედმეტად გაშლილი, სავარაუდოდ, ეს ბახმუტკაა. ისიც არასასურველი სტუმარია.

4. მუქი წითელი ნაყოფი ღრმად ჩამჯდარი თესლით, უამრავი როზეტით და ყლორტით პოდვესკას ჯიშისთვის არის დამახასიათებელი. სჯობს ამოთხაროთ.

5. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა მოიშოროთ ყველა, რომელიც შეძენილ და დარგულ კენკრას არ ჰგავს.

6. ძალიან მნიშვნელოვანია: დამპალი, გაფუჭებული ან გადამწიფებული ნაყოფი კვლებში არ დატოვოთ, არამედ გაანადგურეთ.

აი, რა იგულისმება სინამდვილეში მდედრ და მამრ მარწყვის ბუჩქებში. კარგმა მოსავალმა რომ გაგახაროთ, უნაყოფო ბუჩქები დროულად აღმოაჩინეთ და მოიშორეთ. ასე ნაყოფიან მცენარეებს გზას გაუხსნით.

თქვენ როგორ უვლით მარწყვის კვლებს? მოხარული ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ ღირებულ რჩევებს, რომლებიც სხვა მებაღეებს გამოადგებათ. უხვ და გემრიელ მოსავალს გისურვებთ!