Connect with us

ყვავილები

რატომ უმატებენ გამოცდილი ფერმერები თევზის თავებს დარგვისას ნერგებს

ხელნაკეთი სასუქი სულ უფრო პოპულარული ხდება. ასეთ სასუქს რამდენიმე უპირატესობა აქვს. საკმაოდ იაფია, თითქმის ისეთივე ეფექტურია, როგორც მაღაზიაში ნაყიდი სასუქი. ეკოლოგიურად სუფთა მეთოდია. ამ მიზეზით ბევრი სტაჟიანი მებოსტნე თევზის ნარჩენებს ნერგების გამოსაკვებად იყენებს.

თევზის მომზადების შემდეგ თავები და სხვა ნარჩენი არ გადაყაროთ. მისი დახმარებით პომიდორი შეგიძლიათ გამოკვებოთ, მოსავლის რაოდენობა და ნაყოფის ხარისხი გაზარდოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ პომიდორი თევზის ნარჩენებით.

სასუქი თევზის ნარჩენებით. ბიუჯეტური მეთოდი

თევზის სასუქის სასარგებლო თვისებები

პომიდორი თევზის ნარჩენების დაშლისას იღებს ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს და რკინას. ამ ელემენტების წყალობით პომიდვრის გარეგნობა უმჯობესდება, მოსავლის რაოდენობა იზრდება, ნაყოფი უფრო გემრიელი ხდება.

პომიდვრის გამოსაკვებად საჭირო ზომის ორმო ამოთხარეთ. მასში უნდა ჩაეტიოს როგორც თევზის ნარჩენი, ასევე მცენარე. მინიმუმ 60 სმ სიღრმეზე ამოთხარეთ, რომ ძაღლმა სუნი არ იყნოსოს და თევზი არ ამოთხაროს.

გამოკვება ნერგის დარგვის შემდეგ

თუ პომიდორი უკვე დარგული გაქვთ, თევზის ნარჩენებით მაინც შეგიძლიათ გამოკვებოთ. გთავაზობთ ორ მეთოდს:

  1. პომიდვრის ბუჩქებთან ახლოს ნარჩენები დამარხეთ. აუცილებლად ღრმად დამარხეთ, რომ თევზის სუნი არ გავრცელდეს.
  2. თევზის ნარჩენები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და წყალი დაუმატეთ. მიღებული სითხით მცენარე მორწყეთ. ნარევი მომზადებისთანავე გამოიყენეთ. ფესვებთან და ფოთლებზე სასუქის მოხვედრა არ დაუშვათ.

თევზის მირთმევის შემდეგ ნარჩენები შეაგროვეთ. ის ხომ პომიდვრის ბიუჯეტური და ეფექტური სასუქია. წესების დაცვა არ დაგავიწყდეთ. გადაჭარბების შემთხვევაში პომიდორი მწვანილით აბიბინდება, მაგრამ ნაყოფის რაოდენობით ვერ გაგახარებთ.

Advertisement