ყვავილები
რატომ ნადირობენ გამოცდილი მებოსტნეები ხახვის ფურცლებზე
ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფედერაციის თანახმად, მომავალი ორგანულ სოფლის მეურნეობას ეკუთვნის. რა თქმა უნდა, პესტიციდები და სინთეტიკური სასუქები ძალიან ეფექტურია, მაგრამ ნიადაგისთვის ისეთივე ტოქსიკურია, როგორც მცენარეებისა და ადამიანებისთვის. ყველამ არ იცის, რომ უმეტესობა მათგანი ხახვის ფურცლების სასუქით შეიძლება ჩაანაცვლოთ.
უსაფრთხო, უფასო და მთელი წელი ხელმისაწვდომი. ხახვის გარე ფურცლების გადაყრა არ იჩქაროთ: ის არა მხოლოდ სააღდგომო კვერცხის შესაღებად გამოგადგებათ. დღეს გიამბობთ, თუ რატომ და როგორ მოამზადოთ უნივერსალური საშუალება მცენარეებისთვის.
როგორ მოვამზადოთ სასუქი ხახვის ფურცლებით
ორი ძირითადი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა მოიმარაგონ ხახვის ფურცლები ნებისმიერმა მებაღემ, მეაგარაკემ თუ უბრალოდ ფანჯრის რაფაზე მწვანილის მოყვარულმა. პირველ რიგში, მასში შემავალ აკარიციდებს ბუგრები, რწყილები, ობობის ტკიპები, მუხლუხო, თრიფსი, მათი ლარვები და სხვა მავნებლები ვერ იტანენ. თქვენს ნერგებს ბაქტერიოციდული დაავადებაც არ შეაწუხებს, კერძოდ ცრუ და ჩვეულებრივი ნაცროვანი სოკო, ფიტოფთოროზი და ფესვების ლპობა.
მეორეც, მიკროელემენტების და ბიოფლავონოიდების სიუხვე ნაყოფის გემოს და შემადგენლობას აუმჯობესებს, მის მომწიფებას ააქტიურებს. ამ საშუალების მოყვარულებმაც კი შეიძლება არ იცოდნენ, რომ ტკბილი პომიდვრის საიდუმლო სწორედ ხახვის სასუქია. საქმე იმაშია, რომ ნაყოფის დამუშავების შემდეგ შაქრის რაოდენობა იზრდება. უსაფრთხო ნატურალური შემადგენლობა მოსავლის გასანაყოფიერებლად შესაფერისია!
ხახვის ნაყენის გამოყენება ეფექტურია შემდეგი ნერგებისთვის:
- პომიდორი
- ბადრიჯანი
- ყაბაყი
- კიტრი
- წიწაკა
- მარწყვი
ხახვის ფურცლების სასუქის რეცეპტი
თქვენ დაგჭირდებათ:
- 0,5 ქილა ხახვის ფურცლები
- 4 ლ წყალი
მშრალი ხახვის ფურცლებით ბოლომდე გავსებული ქილა გამოიყენეთ. წინასწარ 4 ლ მდუღარე წყალი მოამზადეთ, ხახვის ფურცლებს დაასხით და საშუალო ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ. გააგრილეთ და 12 საათით დააყენეთ. მზა ნახარში კონცენტრატია, რომელიც დაყენებულ წყალში (არა გამდინარე, არამედ ცოტა ხნით გაჩერებულ წყალში ან წყაროს წყალში) 1:6 პროპორციით უნდა გააზავოთ.
გაითვალისწინეთ: ყვითელი ხახვის ფურცლები უფრო სასარგებლო და ეფექტურია, ვიდრე იისფერი ხახვის ფურცლები, რომლებიც ნაყენისთვის 2-ჯერ მეტი უნდა გამოიყენოთ.
ხახვის ფურცლებით მცენარის განაყოფიერება ღირს მაშინ, როცა კაშკაშა მზე არაა: მზის ჩასვლის შემდეგ ან მოღრუბლურ ამინდში. სასურველია, ძირითადი მორწყვის შემდეგ და მაქსიმუმ 8 დღეში ერთხელ გამოიყენოთ. გარდა ამისა, მაღლამზარდი ნერგები (კიტრის ან პომიდვრის) სჯობს პულვერიზატორით დაამუშავოთ, როგორც მომწიფებული მოსავალი. უხვ მოსავალს გისურვებთ!