Connect with us

ყვავილები

რატომ იზრდება მეზობლის ნაკვეთზე კიტრი შეშლილივით

ყველაზე პოპულარული ბოსტნეული 95% წყალს შეიცავს. დანარჩენი სუფთა სარგებელია: წვნიანი, ტკბილი, ხრაშუნა კიტრი შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ და არ მოიმატოთ. უხვი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ სოდით გამოკვება, რომელსაც მებოსტნეები წარმატებით იყენებენ.

კიტრის გამოკვება

მუწუკებიანი ბოსტნეულის უხვი და გრძელვადიანი ნაყოფიანობისთვის სეზონზე 3-4 გამოკვება საკმარისია. უბრალო სოდით გამოკვება ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება.

1. მიწის მჟავიანობას ანეიტრალებს, რაც კიტრს უხდება, რადგან მაღალი მჟავიანობის ნიადაგი არ მოსწონს.

2. ბარდის ნაადრევი გაყვითლებისგან იცავს და ნაყოფიანობას ახანგრძლივებს.

3. ძვირადღირებული ფუნგიციდების ალტერნატივას წარმოადგენს და კიტრს, პატისონს, ყაბაყს, გოგრას ნაცროვან სოკოსთან ბრძოლაში ეხმარება.

4. ლოქორებს,  ბუგრებს, ტკაცუნა ხოჭოების ლარვებს და ჭიანჭველებს აფრთხობს.

როგორ მოვამზადოთ ხსნარი

ბარდის ნაადრევი გაყვითლებისგან დასაცავად

1 ვედრო (10 ლ) წყალს 2 ს/კ სოდა და 2 ს/კ ნაცარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ

5 ლ წყალს 1 ს/კ სოდა, დაქუცმაცებული ასპირინის აბი, 1 კოვზი მზესუმზირას ზეთი და 1 კოვზი გახეხილი საპონი დაუმატეთ.

გამოსაკვებად

კიტრის გამოსაკვებად სოდიანი ხსნარის მომზადება ძალიან მარტივია. 10 ლ თბილ, დაყენებულ წყალს 4 ს/კ სოდა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მესამე გამოკვებაზე, რომელიც ნაყოფიანობის პერიოდს ახანგრძლივებს, 1 ვედრო ხსნარს 3-4 წვეთი იოდი დაუმატეთ.

როდის და როგორ მოვრწყათ

გამოსაკვებად თითო ბუჩქზე ნახევარ ლიტრ ხსნარს ფესვების ქვეშ წელიწადში 3–ჯერ უმატებენ. პირველად, ივლისის დასაწყისში. მეორედ – ივლისის ბოლოს.

მესამედ, კიტრი სოდით შუა აგვისტოში მორწყეთ, რომ ფოთლები არ გაყვითლდეს. საუკეთესო დრო გამოსაკვებად – ნაადრევი დილა ან გვიანი საღამო. ასეთი მოვლით კიტრის ბარდი სიცივეების დაწყებამდე მწვანე დარჩება, კარგად განაყოფიერდება და არ გაყვითლდება.

ბუგრების მოსაცილებლად კიტრის ფოთლებს მზა ხსნარით 3-4 დღეში ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ ნამავენ. ჩვეულებრივ, 2–3–ჯერ დანამვა საკმარისია.

სოდით დამუშავება – იაფი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ქიმია ნაკლებად გამოიყენოთ, ნაყოფიერება გაზარდოთ და სოკოთი ან ბაქტერიებით დაინფიცირება თავიდან აიცილოთ.