Connect with us

თავის მოვლა

რატომ გამოიყურებოდნენ ჩვენი ბებიები დღევანდელ ლამაზმანებზე ასჯერ უფრო ლამაზად

“გინდა თვალები ლამაზად მოიხატო ან ისრები სწორად გაიკეთო?! მაშინ ასანთი და ფანქარი მოიმარჯვე! ფანქარი ასანთის ცეცხლზე გაათბე და ის გაცილებით რბილი გახდება!” – მირჩია ბებომ სტუდენტობის წლებში. მისი სილამაზის გაკვეთილები და ეშმაკობები დღემდე აქტუალურია!

ადრე ქალბატონები დაგრძელებული წამწამების, ფილერებისა და სხვა ახალმოდური მანიპულაციების გარეშეც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. დღეს ოდნავ ნოსტალგიური პოსტი გვექნება სადაც ჩვენი ბებიებისა და დედების მაკიჟის თავისებურებებ გავიხსენებთ. ზოგიერთი მათგანი ალბათ დღესაც გამოგადგებათ…

სილამაზის გაკვეთილები

ამ ფრაზას 1958 წელს გამოშვებულ სილამაზის ჟურნალში წავაწყდით: “ფრჩხილები ღია მკვეთრი ფერის ლაქით დაიფარე და ეს გაგახსენებს, რომ ფრჩიხლები არ უნდა დაიკვნიტო!”. ადრე ფრჩხილების ლაქს მხოლოდ ერთი ფაბრიკა უშვებდა და მკვეთრი, ღია და ლამაზი ფერების შოვნა წარმოუდგეელი იყო ამიტომ გოგონები გამჭვირვალე ლაქში მელანს, ბრილიანტის მწვანეს ან კალიუმის პერმანგანანტის ხსნარს ურევდნენ. მოგვიანებით ფრჩხილების ლაქის წარმოება კომპანია “Kiki”-მ დაიწყო და პრობლემაც მოიხსნა.

იმ დროს საპარიკმახეროებში მანიკურის მომსახურებაც იყო, რომელიც 35 კაპიკი ღირდა. მანიკურის დროს გოგონებს თმის დახვევის ან ახალი ვარცხნილობის გაკეთების საშუალებაც ქონდათ.

ხელების მოვლას ძველ დროშიც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, აი ფრაზა 1927 წლის ჟურალიდან: ” ყურადღებით მოექეცი შენს ხელებს, ისინი ისევე საჭიროებენ ზრუნვას როგორც სახე. გახსოვდე, რომ ხელებს “ენის მიტანა” შეუძლიათ, ისინი გაგცემენ. არაფერი გასცემს თქვენს ასაკსა და სტატსუსს ისე როგორც ხელები! გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენმა ხელებმა თქვენზე მხოლოდ კარგი ისაუბრონ”.

ხელებს ლიმონის წვენით, ახალი კიტრის ქერქით ან სხვადასხვა კრემების მეშვეობით ითეთრებდნენ.

თვალის მაკიაჟის გაკვეთილები

ახლა კი უშუალოდ მაკიაჟზე ვისაუბროთ. მაშინ მხოლოდ ერთადერთი სახეობის ტუში არსებობდა რომელიც 40 კაპიკი ღირდა. მაგარი, თეთრი, პლასტმასის ჯოხით. ის გამოყენებამდე აუცილებლად ნერწყვით უნდა დაგესველებინათ რათა მშრალი საღებავი დარბილებულიყო. შემდეგ წამწარმებს ნემსის მეშვეობით ანცალკევებდნენ. “როდესაც ტუში მთავრდებოდა მას შავი გუაშით, საპნითა და კიდევ რომელირაც ინგრედიენტით ვხარშავდით. ტუში შესანიშნავი გამოდიოდა” – მიყვებოდა ბებო.

ერთ დროს მკვეთრი ფრის ჩრდილებს აქტიურად იყენებდნენ. ცისფერი, მწვანე ტონები ნადმვილი მოდის მიმდევრობის მანიშნებელი იყო. თუ საჭირო ფერს ვერ იშოვიდნენ, ქალბატონები საბავშვო ცარცს ფხვნიდნენ და კრემს ურევდნენ, შემდეგ კი ჩრდილებად იყენებდნენ.

არსებობენ ქალბატონები რომლებიც დრემდე ტონალურ კრემ “ბალეტს” იყენებენ. მართალია მას არაბუნებრივი ფერი აქვს თუმცა ნაკლოვანებებს კარგად ფარავს. რაც შეეხება “ჰაილაითერს” მაშინ ეს ტერმინი არ იცოდნენ და მის ფუნქციას ვაზელინი ასრულებდა. ძლიერი ყინვისას ტუჩებსაც ეს უკანასკნელი იცავდა.

ტუჩების მაკიაჟი

ძველ დროს ტუჩსაცხის პოპულარული ფერები ყავისფერი და სტაფილოს ფერი იყო. ზოგიერთს მკვეთრი წითელი ფერის ტუჩსაცხიც ჰქონდა მაგრამ, ეს ფერი მასიური პოპულარობით არ სარგებლობდა. იმ დროს ქალბატონები ლატვიური ბრენდი “Dzintars”-ის ტუჩსაცხის შეძენას ამჯობინებდნენ, ხოლო Dior-ის ტუჩსაცხი კი ოცნების საგანი გახლდათ.

Lancome-ის პუდრის “ლეგალურად” შესაძენად კი ქალბატონებს რიგში დგომა ზოგჯერ რადმენიმე საათით უწევდათ. როდესაც პუდრა მთავრდებოდა, შეფუთვას მოსახერხებელი დასაკეცი სარკის ხათრით კვლავ იტოვებდნენ.

სახის მოვლის გაკვეთილები

სახის მოსავლელად ქალბატონები უამრავი სახის ნირაბს ყენებდნენ, რომელთა ინგრედიენტიც ყველა შესაძლო ხილი და ბოსტნეული გახლდათ. კიტრის სეზონზე – მის კანს სახეზე, კისერსა და ხელებზე იფენდნენ. მარწყვს შუაზე ჭრიდნენ და სახეზე ისმევდნენ, გაშრობის შემდეგ კი წყლით იბანდენ.
დასატენიანებლად თაფლი გამოიყენებოდა. ამ უნივერსალურ პროდუქტს გაახალგაზრდავების ეფექტიც ჰქონდა. მას კვერცხის გულს ან ოხრახუშს უმატებდნენ – ესე შედეგს უფრო თვალშისაცემს ხდიდა. დღის და ღამის კრემის ნაცვლად კი საბავშვო კრემს იყენებდნენ. ის კანის ჯანმრთელობისთვის უნივერსალურ საშუალებად ითვლებოდა. რაც შეეხება კუპრის საპონს ის უამრავი პრობლემის პანაცეად ითვლებოდა.

ორმაგი ღაბაბისგან თავის დასაღწევად ქალბატონები წიგნს თავზე შემოიდებდნენ და ასე იჯდნენ ან დადიოდნენ. ეს სავარჯიშო კისრის და ზურგის კუნთებსაც ამაგრებს და ხერხემალს ასწორებს.

ამ სტატიაში წარმოდგენილი ზოგიერთი საშუალება დრემდე აქტუალირია,მაგალითად დავარჯიშო წიგნით ან კიტრის ნიღაბი.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.