Connect with us

სხვა

რატომ აქვს ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს სხვადასხვა ფერი და რით განსხვავდებიან ისინი

ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს ყველა იყენებს. ჭურჭლის სარეცხი მანქანის მფლობელი იღბლიანებიც კი დროდადრო ჭურჭელს ღრუბლით რეცხავენ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მათ განსხვავებული ფორმა, ზომა და ფერი აქვთ. პირველი ორი პუნქტით ღრუბლის შერჩევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ფერს კი თავისი მნიშვნელობა აქვს!

ღრუბლის რბილი ნაწილის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია მისი უხეში ნაწილის  ფერზე რომელიც სპეციალური, უხეში ბოჭკოსგან მზადდება. ღრუბლის ამ ნაწილს ამერიკული სავაჭრო მარკის მიხედვით სკოტჩ-ბრაიტს უწოდებენ (Scotch-Brite).

1. მწვანე

სარეცხი ღრუბელი მწვანე მხარით ყველაზე ძლიერი დაბინძურებისგანაც გიხსნით, თუმცა ასეთი უხეში მატერია ზოგიერთ ზედაპირებს კაწრავს. არ არის რეკომენდებული მწვანე მხარით ტაფის მიწვისსაწინააღმდეგო ფენის, შეღებილი შუშის, ემალირებულის ჭურჭლისა და მსგავსი “მგრძნობიარე” საფარის მქონე ნივთების რეცხვა.

2. წითელი

წითელი ფერი საშუალო სიმაგრის ღრუბელს აქვს. ეს ოპტიმალური არჩევანია! ასეთი ღრუბლით იოლია მყარი დაბინძურებების და მიმხმარი საჭმლის მოცილება, მაგრამ, ის არც ისე ძლიერად ფხაჭნის ზედაპირს.

3. ყვითელი

ყვითლად ყველაზე რბილი ღრუბლებია შეღებილი, მათი მეშვეობით შუშის ჭურჭელი უნდა გარეცხოთ. ასეთი ქსოვილი ნაზად მოქმედებს ზედაპირებზე და დაბინძურების მოსაშორებლად ნივთის ინტენსიური ხეხვა მოგიწევთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.