Connect with us

ყვავილები

რატომ არის ასეთი პოპულარული ვიშნევსკის მალამო თავგამოდებულ მებაღეებში

ალბათ, უკვე ყველამ იცის, როგორ გამოვიყენოთ ვიშნევსკის მალამო დამწვრობის, აბსცესებისა და ჭრილობების დროს. იმის მიუხედავად, რომ საშუალება მოძველებულად მიიჩნევა, ჯერ კიდევ ბევრ აფთიაქში იპოვით.

თავისი შემადგენლობის წყალობით, ტრადიციული გამოყენების გარდა, აგარაკსა და ბოსტანშიც შეუცვლელია. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ვიშნევსკის მალამო მებოსტნეობაში.

ვიშნევსკის მალამო ბოსტანში

ცნობილი საშუალების შემადგენლობაში შედის აბუსალათინის ზეთი და არყის კუპრი. მეორე კომპონენტი მალამოს მღრღნელების საწინააღმდეგო შესანიშნავ წამლად აქცევთ. მღრღნელებს მძაფრი სუნები არ უყვართ. ამრიგად, ვიშნევსკის მალამო წლიდან წლამდე ბევრ ადამიანს შველის, ვისაც აგარაკის, მარანის, ავტოფარეხის და სხვა ადგილების ვირთხებისგან დაცვა სურს.

როგორ გამოვიყენოთ ვიშნევსკის მალამო

მღრღნელების მოსაშორებლად ნებისმიერ ზედაპირს მალამო წაუსვით. ამ მიზნით კუთხეები და იატაკზე ბზარები გამოგადგებათ. არასაცხოვრებელი შენობა შეგიძლიათ ვიშნევსკის მალამოს სუსტი ხსნარით გაწმინდოთ.

ზამთარში ხეები მღრღნელებისა და კურდღლებისგან რომ დაიცვათ, საშუალება ჩვრის დახმარებით ხის ტანს წაუსვით. ასევე შეგიძლიათ მალამო მათეთრებელ საშუალებას დაუმატოთ და შემდეგ ამით მცენარე დაამუშავოთ.

მღრღნელებისგან თავდასაცავად ახალგაზრდა ნერგებს მალამოში გაჟღენთილ ბინტს ახვევენ.

სუნების მიმართ თხუნელაც მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, ვიშნევსკის მალამო მათგან მოსავლის დაცვაში დაგეხმარებათ. ამ მიზნით თხუნელას ხვრელები ვიშნევსკის მალამოში გაჟღენთილი ჩვრებით ამოავსეთ.

დაგვეთანხმეთ, ამ უნივერსალურ პრეპარატს საკმაოდ მოულოდნელი გამოყენება უპოვეს. რომელ უჩვეულო, მაგრამ ეფექტურ მეთოდებს იყენებთ მოსავლის გადასარჩენად?