Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გადაყაროთ ვადაგასული წამლები

რამდენად ხშირად ამოწმებთ თქვენი სახლის აფთიაქის წამლებს?! წამლების ყუთში ჩახედვის შემდეგ, ბევრ ვადაგასულ წამალს აღმოაჩენთ. არ ღირს მათი გადაყრა რადგან მათი ნაწილი, ვადის გასვლის შემდეგაც არ კარგავს სამკურნალო თვისებებს.

ვადაგასული წამლები

1. ასპირინი

ეს პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ის ნაკლებად ეფექტური იქნება.

2. დეკსტრომეტორფანი

ეს ხველის საწინააღმდეგო საშუალება აჯობებს ვადის გასვლისთანავე გადააგდოთ.

3. იბუპროფენი

წამალი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება აქვს. ის შეიძლება ვარგისიანობის ვადის ბოლოს გამოიყენოთ თუმცა აჯობებს მწარმოებელსა და შემადგენლობას დააკვირდეთ.

4. პარაცეტამოლი

ამ პრეპარატის ვარგისიანობი ვადა ძალიან დიდია, რამდენიმე წლიანი! თუმცა თუ დალევის შემდეგ ეფექტს ვერ იგრძნობთ, არ ღირს მისი ხელმეორედ გამოყენება.

5. ლორატადინი

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაამტკიცეს ფაქტი, რომ ამ პრეპარატს საკმნაოდ ხანგრძლივი მოხმარების ვადა აქვს (2-3 წელი).

6. თვალის წვეთები

თვალები – ადამიანის ყველაზე სათუთი ორგანოა, ამიტომ მასთან ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ და მისი წამლებიც ფრთხილად შეარჩიოთ. არავითარ შემთვევაში არ გამოიყენოთ წვეთები ვადის გასვლის შემდეგ.

მხოლოდ ცოტამ თუ იცის, რომ ვადა გასული წამლების ნაგვის ყუთში გადაყრა არ შეიძლება. გამოიყენეთ ეს მარტივი ინსტრუქცია იმისთვის, რომ მავნე პრეპარატების უტილიზაცია მოახდინოთ.

1. გააცალკევეთ წამალი შეფუთვისგან.

2. დაფხვენით აბები თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით.

3. აურიეთ აურიეთ ის არასაკვებ ნარჩენებთან: მაგალითად ყავის ნალექი ან კატის ქვიშა.

4. ჩადევით ნარევი ხუფიან ქილაში ან მუქ პაკეტში, შემდეგ კი ნაგვის ყუთში გადაყარეთ.

ეს პროცედურა აუცილებლად უნდა შეასრულოთ რათა გარემოს არ ავნოთ. საქმე იმაშია, რომ გადაყრილი წამლები შეიძლება ჩიტების, კატების, ძაღლების ან სულაც ბავშვების ხელში აღმოჩნდეს და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ არის საჭირო, ვადაგასული წამლების უტილიზაცია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.