ჯანმრთელობა
რატომ არ აქვს დღეგრძელ ხალხს მუცლის ცხიმი
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიგამხდრეს ბოდიპოზიტივი ანაცვლებს. ყველაფერი კარგია ზომიერად. კვლევის მონაცემებით, ჭარბწონიანებს სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 წლით უმცირდებათ. მუცლის ცხიმი არა სილამაზის მისაღწევად, არამედ ჯანმრთელობისთვის უნდა მოიშოროთ.
კანქვეშა ცხიმი მსუბუქი დიეტით და ფიზიკური ვარჯიშით მარტივად შეგიძლიათ მოიშოროთ. აი, აბდომინალური ცხიმი, რომელიც ორგანოებს ეხვევა, სახიფათოა. მას დიაბეტის, ჰიპერტონიის და სიმსივნის გამოწვევა შეუძლია.
აშშ–ში არაჯანსაღი საკვები სიმსუქნის პრობლემებს ავრცელებს. მსოფლიოში გვხდება ცისფერი ზონები, სადაც ბევრი დღეგრძელი ადამიანი ცხოვრობს. ისინი იშვიათად ავადდებიან და სიბერეშიც კარგად აზროვნებენ. მუცლის ცხიმი არც იციან, რა არის. Alltime.ge–ს რედაქცია მათი დღეგრძელობის საიდუმლოს და 5 რჩევას გიზიარებთ.
1. მთელი მარცვლეული მიირთვით
მთელი მარცვლეული მდიდარია უჯრედისით, რომელიც ცხიმის მოსაშორებლად შეუცვლელი დამხმარეა. უჯრედისი სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.
2. ხილ–ბოსტნეული მიირთვით
ყოველდღე ბევრი ბოსტნეული მიირთვით. ამას დიეტოლოგები გირჩევენ. ხილით დესერტი ჩაანაცვლეთ. მათი დახმარებით მძიმე ხორციან საკვებს უკეთ მოინელებთ. დღეგრძელები მცენარეული საკვებით იკვებებიან და ხორცს იშვიათად მიირთმევენ.
3. წყალი დალიეთ
ჩვენს ორგანიზმს წყალი მუდმივად სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ წყლის დღიური ნორმა გამოთვალოთ, რომელიც დღის განმავლობაში უნდა დალიოთ. წყალი ზედმეტი კილოგრამების მოშორებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
4. რაოდენობა შეამცირეთ
იაპონური მეთოდი hara hachi bu გამოიყენეთ. კონფუციური სწავლება ამბობს, რომ ჭამა უნდა შეწყვიტოთ, როცა კუჭი 80%–ით გაივსება.
5. იმოძრავეთ
დარბაზში ვარჯიშს არ ვგულისხმობთ. გირჩევთ, რომ სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ, ბაღსა თუ ბოსტანში იმუშაოთ, სხვა ყოველდღიური საქმეები შეასრულოთ.
დღეგრძელების ცხოვრების წესში რთული არაფერია. მათი დაცვით რამდენიმე წელს მოიგებთ. ზემოაღნიშნული რჩევები გაითვალისწინეთ და მუცლის ცხიმის პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. ასე ოჯახთან ერთად 100 წლის იუბილის აღნიშვნას შეძლებთ.