ჯანმრთელობა
რას წარმოადგენს “ჩუმი” ინსულტი და რა საფრთხეს მოიცავს იგი
დღეს ახალგაზრდებმაც კი იციან, რამდენად საშიშია ინსულტი. ეს მდგომარეობა ერთ-ერთი ლიდერია მათ შორის, რომლებიც ქმედუუნარობასა და ლეტალურ შედეგსაც კი იწვევს. მისი თვალსაჩინო, ვიზუალური ნიშნებია ტუჩის კუთხეების ჩამოწევა, ადამიანის უუნარობა, თანაბრად მართოს სხეულის ორივე მხარე(ნაწილობრივი პარალიჩი), კოორდინაციის, მეტყველებისა და ყლაპვის ფუნქციების დარღვევა. ამასთან, ადამიანთა უმეტესობას გადააქვთ ე.წ. “ჩუმი” ინსულტი და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა მდგომარეობაზე მისი შედეგები აისახება.
ინსულტი – თავის ტვინის ქსოვილების სიკვდილია, გამოწვეული მასში არსებული სისხლძარღვის გახეთქვით ან გაჭედვით. ორივე შემთხვევაში, უჯრედები ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობით საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს, რაც ძალიან მოკლე დროში მათ სიკვდილს იწვევს.
“ჩუმი”ინსულტი იმითაა საშიში, რომ ან თვალსაჩინო სიმპტომების გარეშე ჩაივლის, ან ადამიანს არ ახსოვს, რომ რაიმე სახის სიმპტომი ჰქონდა. დიაგნოზი, ჩვეულებრივ, გეგმური გამოკვლევების დროს ისმება. თუმცა, ზოგიერთ სპეციალისტს ზედმეტი მანიპულაციის გარეშე შეუძლია იმის განსაზღვრა, რომ პაციენტმა ინსულტი გადაიტანა. ხშირ შემთხვევაში, მაინც საჭიროა თავის ტვინის სკრინინგი დაზიანების ხარისხისა და სიმძიმის გასადგენად. სხვათაშორის, საშუალო ასაკის ადამიანთა დაახლოებით 10%-მა გადაიტანა ასეთი ინსულტი ისე, რომ ამის შესახებ არც კი უეჭვიათ.
ეჭვი იმ შემთხვევაში უნდა გაგიჩნდეთ, თუ მეხსიერებასთან ან კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემები, თუნდაც უმნიშვნელო, უეცრად გაჩნდა. განსაკუთრებით, თუ აქამდე პაციენტს თავის ტკივილები ან მხედველობის გაუარესება აღენიშნებოდა.
“ჩუმი” ინსულტის გადატანის სხვა ნიშნებს მიეკუთვნება:
- უმნიშვნელო ტკივილი ან გაბუჟება სახის ერთ მხარეს;
- ხშირი თავბრუსხვევა;
- სუნთქვის დისფუნქცია, არითმიის მსგავსი(ამოსუნთქვის შეუძლებლობა);
- მეტყველების ან მისი აღქმის პრობლემები, თუნდაც უმნიშვნელო;
- აუხსნელი დაღლილობა;
- დაბნეულობისა და დეზორიენტაციის შეგრძნება;
- კონცენტრაციის უუნარობა;
- ხასიათის ხშირი ცვლილებები;
- უმნიშვნელო სირთულე შარდგამომყოფი სისტემის კონტროლისას(“მოთმენის” უუნარობა ხანმოკლე დროით).
ასეთი ინსულტის განვითარების ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, სტრესი, ციმციმა არითმია, ცერებროვასკულარული დაავადებები. დამატებითი ფაქტორები შეიძლება იყოს მოწევა, ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება და ცხოვრების უმოძრაო წესი.
ერთადერთი საშუალება ამ ინსულტისგან დავდასაცავად არის ექიმთან რეგულარული ვიზიტი და ჩვევების შეცვლა:
- წნევის, სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის კონტროლი;
- სპორტით დაკავება;
- სტრესის დონის მინიმალიზება;
- მავნე ჩვევებსა და საკვებზე უარის თქმა;
- ჯანსაღი წონის შენარჩუნება.
ერთი “ჩუმი” ინსულტიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენჯერმე გადატანილზე, – სერიოზული დარტყმაა ჯანმრთელობაზე, რომლის შედეგიც შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდეს. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაიტანეთ თუ არა ინსულტი, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევები.