ტესტები
რამდენი წლის ხართ სინამდვილეში? ზუსტი ტესტი მენტალური ასაკის დასადგენად
ადამიანის მენტალური (ფსიქოლოგიური) ასაკი მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს პასპორტში მითითებული ციფრებისგან. უფრო მეტიც, ზოგჯერ ხდება ისე, რომ შინაგანი ასაკი წლების მატებასთან ერთად მცირდება. შედეგად, ადამიანი ფიზიკურად ბერდება, გონებრივად უფრო ახალგაზრდა, აქტიური, უკეთესი ხდება.
Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს მენტალური ასაკის დასადგენად. ყველა კითხვას პასუხი გაეცით, ქულები დაითვალეთ და გაიგეთ, რამდენად ახალგაზრდა ხართ. იქნებ თქვენს შემთხვევაში ფსიქოლოგიური ასაკი ბიოლოგიურ ასაკს უსწრებს?
ტესტი მენტალურ ასაკზე
ზოგი თვლის, რომ ჩვეულებრივ და მენტალურ ასაკებს შორის სხვაობა არაა. სინამდვილეში რიცხვები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ამაზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს: დაწყებული განწყობით და პროფესიული საქმიანობის სფეროთი და დამთავრებული კულინარიული პრეფერენციებით და ჰობით. თქვენი რიცხვი მიახლოებით მაინც იპოვეთ.
1. შეხედეთ ამ სურათს ბუშტებით. რომელი ფერის ბუშტი მოგწონთ ყველაზე მეტად? თქვენს ყულაბას შესაბამისი რაოდენობის ქულა დაუმატეთ: მწვანე – 1, ლურჯი ან იისფერი – 2, ყვითელი – 3, წითელი – 4, ალისფერი – 5, ნარინჯისფერი – 6.
2. რომელი ქვემოთ მოცემული კერძით სადილობა გსურთ: ჰამბურგერი, წვნიანი მწვანილებით, ცხარე ხორციანი პიცა თუ კრევეტები? თქვენი არჩევანის მიხედვით დაიმატეთ რამდენიმე ქულა: ჰამბურგერი – 1, პიცა – 2, კრევეტები – 3, წვნიანი – 4.
3. მოცემული სამი სურათიდან რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? თუ პირველი სურათი მოგწონთ, ყულაბას 2 ქულა დაუმატეთ, მეორე სურათისთვის – 4, მესამესთვის – 6.
როგორ მოგწონთ დასვენება
4. დაფიქრდით, როგორი ფილმი მოგწონთ. მოცემული სამი ჟანრიდან ერთ–ერთი აირჩიეთ: კომედია, ბოევიკი თუ მულტფილმი. ახლა ქულები ყულაბას დაუმატეთ: კომედია -1, ბოევიკი – 2, მულტფილმი – 3.
5. წარმოიდგინეთ, რომ გარეთ ცხელი ივლისია, თქვენ დახუთულ ოფისში მუშაობთ. სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდება და საღამოს გეგმავთ. რომელ ვარიანტს მიანიჭებთ უპირატესობას: სამსახურის შემდეგ სანაპიროზე გასვლა, რესტორანში ვახშმობა თუ ოფისიდან პირდაპირ სახლში წასვლა დასასვენებლად? რესტორნისთვის 1 ქულა დაიმატეთ, სანაპიროსთვის – 2, სახლში დასვენებისთვის – 3.
6. დავუშვათ, რომ ქუჩაში ასდოლარიანი იპოვეთ. როგორ გამოიყენებთ? დანაზოგს დაუმატებთ, ახლობელს საჩუქარს უყიდით თუ საკუთარი თავისთვის დახარჯავთ? ყულაბას დაუმატეთ ქულები: დანაზოგი – 1, საკუთარი თავისთვის დახარჯვა – 2, ახლობლისთვის საჩუქარი – 3.
7. ქვემოთ მოცემულ ფოტოს ყურადღებით დააკვირდით და გვითხარით რომელი ფერი დომინირებს ფოტოზე. თეთრი ფერი (1 ქულა), ლურჯი თუ ცისფერი (2 ქულა), ყავისფერი (3 ქულა) თუ ნაცრისფერი ან შავი (4 ქულა). თუ ფიქრობთ, რომ რაიმე სხვა ფერი ჭარბობს, მაშინ ამ პასუხისთვის 5 ქულა დაიმატეთ.
8. და ბოლოს, ამ ორ ფოტოს შეხედეთ, ამის შემდეგ აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ფერადი ფოტოსთვის ყულაბას 3 ქულა დაუმატეთ. შავ–თეთრი ფოტოსთვის მხოლოდ 1 ქულა.
როგორ გამოვთვალოთ მენტალური ასაკი? ქულების საერთო ჯამი დათვალეთ და იპოვეთ თქვენი მენტალური ასაკი შედეგის შესაბამისად. კომფორტისთვის ცხრილს გთავაზობთ.
მოგვწერეთ, განსხვავდება თუ არა ტესტის შედეგები პასპორტში თქვენი ასაკისგან თუ ემთხვევა?