ვიდეო
რამდენი პომიდორი უნდა დარგოთ ბოსტანში
პომიდვრის უამრავი სახეობა შეიძლება ჩამოვთვალოთ, ახლა იმდენი სახეობა არსებობს, რომ ადვილად შეიძლება დავიბნეთ. მთავარია, პრიორიტეტების გამოყოფა – რომელი პომიდვრის გაზრდა არის უკეთესი, თუ მაგალითად აქცენტს სალათებზე აკეთებთ, ან პირიქით, მწნილებზე. თუ ერთი, მაგრამ უნივერსალური სახეობის დარგვა გსურთ, რომელიც უბრალოდ კარგ მოსავალს მოგცემთ და შემდეგ კი უკვე გარემოების მიხედვით გამოიყენებთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პომიდორი პრეტენზიულია, ყურადღებას და ზრუნვას საჭიროებს. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ რეგიონს, სადაც ცხოვრობთ. სამხრეთის სახეობის პომიდვრის ჩრდილოეთში გამოყენება არ ღირს და პირიქით. მაგალითად, ჩრდილოელების პომიდორი ჩვეულებრივ სწრაფად იზრდება, ცოტა ფოთოლი აქვს და სამხრეთის მზის ქვეშ შეიძლება საკმარისი მოსავალი არ მოგცეთ.
რომელი პომიდორია მსხმოიარე
თუ პომიდორს გასაყიდად რგავთ, მაშინ უნივერსალური მსხმოიარე სახეობა აირჩიეთ. ასე მყიდველის ძებნა გაგიადვილდებათ. დაავადებების არსებობის შესახებ საკითხი შეისწავლეთ, რომელიც ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ გავრცელებულია. გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს პომიდვრის სახეობების შესახებ, შეიძლება გამოგადგეთ:
1. სალათისთვის
ეს სახეობა ჩვეულებრივ მსხვილ, დიდ და ტკბილ ნაყოფს იძლევა, ზოგჯერ ფხვიერიცაა. ძალიან გემრიელი, წვნიანი და არომატულია. ნებისმიერი საზაფხულო სალათისთვის გამოგადგებათ. შეგიძლიათ არჩევანი „გულის ხარზე“ ან „მსხვილ ვარდზე“ გააკეთოთ. ისინი ნამდვილი გიგანტები არიან.
2. მწნილებისთვის
დასამწნილებლად მცირე ზომის და სწორი, ერთნაირი ფორმის პომიდორი გამოგადგებათ. მკვრივი, ძლიერი ქერქის წყალობით პომიდორი დიდი ხნით უცვლელი რჩება და ქილაში თავს შესანიშნავად გრძნობს. დიასახლისები ხშირად ირჩევენ „ქალის თითებს“ ან „ვარდის ლოლუას“.
3. უნივერსალური
შესანახად და დასამწნილებლად, ასევე ახალი სახით გამოსაყენებლად შეგიძლიათ პომიდვრის სახეობები „ჟირაფი“ ან „აფეთქება“ გამოიყენოთ. ჩვეულებრივ, გვიან მწიფდება, შენახვის დიდი ვადა და არც თუ ისე მსხვილი ნაყოფი აქვს.
მოკლედ, პომიდვრის სახეობების შესახებ საკმარისი ინფორმაცია მოიპოვეთ, მიწის ნაკვეთი გაზომეთ და მომავალი სეზონისთვის განსაზღვრული მიზნები შეადგინეთ. ახლა სხვა, არა ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოთ – რამდენი ბუჩქი უნდა დარგოთ, რომ ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის გეყოთ?
ყველა ნათესავი და მეგობარი დათვალეთ, რომელთა გამასპინძლებას თქვენს მიერ მოყვანილი პომიდვრით აპირებთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ თქვენს ოჯახს რამდენი სჭირდება. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი დიასახლისი ნათესავების მომარაგებას ბოსტნეულის მაღაზიაზე უკეთ ახერხებს, ყველას კვებავს და მეზობლებსაც კი აწვდის. ასეთ შემთხვევაში მინიმუმ 300 ჩითილი დაგჭირდებათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია.
სწორედ ამიტომ, თუ ოჯახში რამდენიმე ადამიანია, მთელი მინდვრის პომიდვრით გავსება არ ღირს. სწორი სახეობა შეარჩიეთ და 50 ფესვი სავსებით საკმარისი იქნება. ის სალათის მოსამზადებლად, დასამწნილებლად და შესანახად გეყოფათ. ამ რაოდენობის დამუშავება ბევრად ადვილი იქნება. ნახეთ, ეს საინტერესო ვიდეო, სადაც პომიდვრის შესახებ ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.
პომიდვრის დარგვას ივნისის დასაწყისში იწყებენ, ნერგებს კი უკვე თებერვალ-მარტში ამზადებენ, ეს საცხოვრებელ რეგიონზეა დამოკიდებული. თავად გადაწყვიტეთ, თუ რომელი პომიდორია ყველაზე გემრიელი, ამიტომ ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. თქვენი გამოცდილება მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.