კულინარია
რა უნდა გააკეთოთ სინამდვილეში ზეთის ბოთლის რგოლიანი საცობით
მცენარეულ ზეთს სამზარეულოში გვერდს ვერ აუვლით. ის პროდუქტების შესაწვავად, სალათების საკაზმად, გამომცხვარ პროდუქტებში დასამატებლად უბრალოდ აუცილებელია. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ყველა ზეთის ბოთლი განსაკუთრებულად არის დაცობილი. ბოთლში ყელში სპეციალური რგოლიანი საცობია. რომელიც შეფუთვის ჰერმენტულობას უზრუნველყოფს. მისი მეორე ფუნქციის შესახებ ბევრმა არ იცის. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ზეთის ბოთლის საცობი.
სავარაუდოდ, თქვენ ისევე, როგორც მე, ბოთლის გახსნის შემდეგ საცობს ნაგავში აგდებთ. ერთმა გამოცდილმა დიასახლისმა კულინარიული ხრიკი გაგვიზიარა. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით უსარგებლო დეტალი, ზეთის დაზოგვასა და სწორად დოზირებაში გვეხმარება. აი, როგორ უნდა გააკეთოთ.
ზეთის ბოთლის რგოლიანი საცობის გამოყენება
ადრე ვფიქრობდი, რომ ბოთლის შიდა კბილები დოზირების ფუნქციას ასრულებდა, თუმცა თავის ამოცანას, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ასრულებს. ბოთლის ოდნავ მეტად დახრა საკმარისია, რომ ზეთი ჩანჩქერივით გადმოვიდეს.
პლასტმასის რგოლს ფირფიტით ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ის მხოლოდ მთავარ ფუნქციას ასრულებდა – შეფუთვის მარტივად გახსნა. შემდეგ დაუყონებლივ სანაგვე ყუთში ხვდებოდა. ინტერნეტში მის ალტერნატიულ გამოყენებას გადავაწყდი, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვი. გავიფიქრე, კიდევ რა სისულელე მოიფიქრეს ყურადღების მისაზიდად.
მოგვიანებით ვნახე, რომ ჩემი მეზობელი ამ ხრიკს სამზარეულოში იყენებს. მაშინ თავადაც ცდა გადავწყვიტე და ძალიან გამიკვირდა, როცა გაამართლა. მთავარია, საცობი კვლავ ბოთლის ყელში სწორად ჩასვათ.
1. საცობი ამოღების შემდეგ გადააბრუნეთ და რგოლი კბილებს შორის ისე ჩასვით, რომ მრგვალი ფირფიტა ზემოთ აღმოჩნდეს.
2. დარწმუნდით, რომ საცობი ჰორიზონტალურად მდებარეობს. შემდეგ ფირფიტის ერთი მხარე ოდნავ ჩაწიეთ, ოღონდ ძალიან ოდნავ, რომ შიგნით არ ჩავარდეს. გვერდზე ხვრელი გამოჩნდება. ამრიგად, ერთგვარ დოზატორს გააკეთებთ.
ახლა ზეთი მხოლოდ წვრილად გამოვა. მაშინაც კი, თუ ბოთლს ძლიერ გადაწევთ, არ გადმოიღვრება. შესაწვავად და სალათების საკაზმად შეუცვლელი ნივთია.
თუ ამ მეთოდს დღემდე არ იყენებთ, გირჩევთ გამოიყენოთ. თავად ნახავთ, მარტივი ხრიკი მცენარეული ზეთის ხარჯის შემცირებაში დაგეხმარებათ. ბოთლის ყელი ყოველთვის სუფთა დარჩება, ცხიმის ლაქების გარეშე. მოსახერხებელი და კომფორტულია!