Connect with us

ჰოროსკოპი

რა მოუტანს წარმატებას ზოდიაქოს ნიშნებს: თქვენი ბედნიერი ქვა, დღე, ციფრი და ფერი

ზოდიაქოს ნიშანი აღწერს თქვენს პიროვნებას, გეუბნებათ თუ ვისთან გექნებათ უკეთესი ურთიერთობა, ამასთან შესანიშნავი მაჩვენებელია, თუ როგორ და სად მიღოთ დამატებითი წარმატება. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სრულ ასტროგიდს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ ნამდვილი იღბლიანი, თუნდაც ამის დიდად არ გჯეროდეს.

ვერძი

მარსის მმართველობის ქვეშ საუკეთესო თვისებებს კონკურენციის დროს ავლენთ. წარმატებული ხართ სხვადასხვა გამოწვევებში და იქ, სადაც დიდ ფსონზე თამაშობენ. ბოლომდე დაიხარჯეთ და სამყარო დაგეხმარებათ. რაც უფრო მეტს ეცდებთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ – ქალწულთან გაერთიანება და საკუთარი ბიზნესის გახსნაა. თქვენი ნიშნები უბრალოდ წარმატებული ალიანსისთვის შექმნილნი არიან.

იღბლიანი დღე: სამშაბათი. შესანიშნავი დღეა, რომ მორიგი მიზნები დაისახოთ, ახალი საქმე დაიწყოთ და რაღაც საპასუხისმგებლო საქმით დაკავდეთ.

იღბლიანი თვე: აპრილი, ივლისი, ოქტომბერი, იანვარი.

იღბლიანი ციფრი: 1, 9.

წარმატების ქვა: ბრილიანტი, განსაკუთრებით თუ მარცხენა ხელზე ატარებთ. ეს სიმდიდრეს და აყვავებას მოგიტანთ.

იღბლიანი ფერი: წითელი განწყობას აგიმაღლებთ და სხვებზე პოზიტიურ გავლენას გააძლიერებს. წითელში ყოველთვის მიმზიდველი და სხვებისთვის ხილული ხართ.

კურო

ვენერა, მმართველი პლანეტა, მიგითითებთ, რომ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს განიცდით. ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და ყველაზე ბედნიერი ხართ, რომ მოვლენების, სულიერად ახლო ადამიანების გარემოცვაში ხართ. როცა გეჩვენებათ, რომ სიყვარულში გიმართლებთ, არ გეჩვენებათ – ნამდვილად გიმართლებთ. შემოქმედებით მხარეზე კონცენტრირდით: კარგი ჩანასახები გაქვთ, რომ რთულ, ბევრისთვის მიუწვდომელ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. თქვენი ნიჭით შეგიძლიათ ბევრი ფული გამოიმუშავოთ.

სასწორთან, რომელსაც ასევე ვენერა მართავს, და მორიელთან (თქვენი საპირისპირო ნიშანი) ერთად ძლიერი შემოქმედებითი და ბიზნეს კავშირის შექმნას შეძლებთ, რომელიც საერთო იდეალებსა და ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.

იღბლიანი დღე: პარასკევი. კარგი დღეა რომანტიკისთვის. ამ დღეს იდეალური პაემანი დანიშნეთ.

იღბლიანი თვე: მაისი, აგვისტო, ნოემბერი, თებერვალი.

იღბლიანი ციფრი: 4, 6

წარმატების ქვა: ზურმუხტი. ის დაგიცავთ ტყუილისგან, როცა შეყვარებული ხართ.

იღბლიანი ფერი: მკრთალი ცისფერი ან იასამნისფერი თქვენს რომანტიკულ ბუნებას აძლიერებს, სწორ პარტნიორს იზიდავს.

ტყუპები

თქვენი მმართველი პლანეტა, მერკური, უკვე გაბედნიერებთ, როცა საქმე ურთიერთობის ნიჭს ეხება. თავისი არსით შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ნებისმიერ ვინმეს მიყიდოთ, ხოლო თქვენი დარწმუნების უნარი ნამდვილი სუპერძალაა. თქვენი იდეები ყოველთვის გამოხატეთ, როგორი ველურიც არ უნდა ჩანდეს. რასაც ამბობთ და ითხოვთ, ყველაზე წარმატებული სიტუაციები მოგიტანთ.

მშვილდოსანთან (ჰაერი ცეცხლთან) პარტნიორობით ენერგია პირდაპირ ჩქეფს და ასეთ კავშირში ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ საერთო მიზნებს იზიარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ალიანსი ნამდვილ კატასტროფას მოგიტანთ.

იღბლიანი დღე: ოთხშაბათი. კვირის დღე, როცა კავშირები უნდა დაამყაროთ, გაიცნოთ და სტუმრად დაპატიჟოთ.

იღბლიანი თვე: ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი, მარტი

იღბლიანი ციფრი: 5, 9

წარმატების ქვა: აქატი, რომელიც თქვენს ისედაც შთამბეჭდავ მჭერმეტყველებას აუმჯობესებს, მიგანიშნებთ, თუ რა და როდის თქვათ.

იღბლიანი ფერი: ყვითელი, ის თქვენს ახალგაზრდა, ოპტიმისტურ, უზრუნველ ბუნებას შეეფერება და თქვენი მსგავსი ადამიანების მოზიდვას ხელს უწყობს.

კირჩხიბი

თქვენს ნიშანს მთვარე მართავს და სჯობს მთვარის კალენდარს დააკვირდეთ და მისი ფაზების (კლება ან შევსება) მიხედვით მოქმედები აკონტროლოთ.

თითქმის ექსტრასენსული ნიჭით დაჯილდოებული ხართ. სხვებისთვის უხილავი წარმატებული შესაძლებლობის გამოსაყენებლად საკუთარ ინტუიციას და შინაგან ხმას მოუსმინეთ.

იღბლიანი დღე: ორშაბათი. დრო, როცა ძლიერ ინტუიციაზე უნდა განეწყოთ. ამ დღეს თქვენი ფსიქიკური შესაძლებლობები პიკს აღწევს, ამიტომ ორშაბათი ფიქრს და მედიტაციას დაუთმეთ. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიშანს, რომელთაც ამ დღეს ქვეცნობიერი გიგზავნით.

იღბლიანი თვე: აპრილი, ივლისი, ოქტომბერი, იანვარი.

იღბლიანი ციფრი: 3, 7

წარმატების ქვა: მარგალიტი. ის თქვენ გარშემო ნეგატიურ ენერგიას ანეიტრალებს, ასევე გავლენიანი ხალხის მხარდაჭერას იზიდავს.

იღბლიანი ფერი: ტალღისფერი ან ვერცხლისფერი – ორივე ზღვასთან თქვენს კავშირს აძლიერებს, ჰარმონია და ბალანსი მოაქვს, თქვენს ცვალებად განწყობას ეწინააღმდეგება.

ლომი

თქვენს ნიშანს მზე მართავს, სითბოსა და სინათლეში ჩაფლული ხართ. მზეზე ყოფნით საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ხდებით. მოგზაურობა (განსაკუთრებით თბილ ადგილებში) წარმატებას მოგიტანთ.

კარიერული კუთხით მერწყულთან ურთიერთობა ვნების და ინტელექტის იდეალურ კავშირს ქმნის. ამ კავშირში ნებისმიერი იდეა თავის უმაღლეს პოტენციალს მიაღწევს.

იღბლიანი დღე: სანამ კვირაობით სხვები უსაქმურობს, თქვენ ცეცხლი გიკიდიათ! კვირა დღე ვნებებს მიუძღვენით და დიდ წარმატებას მიაღწევთ.

იღბლიანი თვე: მაისი, აგვისტო, ნოემბერი, თებერვალი.

იღბლიანი ციფრი: 8, 9.

წარმატების ქვა: ლალი დაგიცავთ და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ, როცა გაბრაზებული ან გაღიზიანებული ხართ, რაც გულწრფელად რომ ვთქვათ, ხშირად ხდება.

იღბლიანი ფერი: ოქროსფერი და ნარინჯისფერი თქვენი პლანეტის ძალას იზიდავს და დამატებითი თავდაჯერებულობა მოაქვს.

ქალწული

მერკურის მმართველობის ქვეშ ძლიერ აღქმის უნარს ფლობთ. სტრიქონებს შორის წაკითხვას მარტივად ახერხებთ. ყველაზე მეტად გიმართლებთ, როცა თქვენს ნიჭს იყენებთ და შესაძლებლობებს პოულობთ იქ, სადაც სხვები უბრალოდ ვერ ხედავენ.

ფულის გამომუშავება გსურთ? ვერძს დაუკავშირდით. მისი ამბიციები და მადა თქვენს შეუპოვრობასთან და ძალისხმევასთან ერთად გარანტიას გაძლევთ, რომ შეუძლებელს მიაღწევთ.

იღბლიანი დღე: ოთხშაბათი. ამ დღეს ორგანიზება და წარმატების სტრატეგიების შედგენა კარგია. თქვენი ისედაც სწრაფი ტვინი სრული ძალით მუშაობს და პრაქტიკულად მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველება შეგიძლიათ.

იღბლიანი დღე: ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი, მარტი.

იღბლიანი ციფრი: 3, 5

წარმატების ქვა: საფირონი მოგზაურობაში უსიამოვნებებისგან დაგიცავთ და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ, როცა სახლში ხართ.

იღბლიანი ფერი: ცისფერი და მწვანე თქვენს მშვიდ და დახვეწილ პიროვნებას ასახავს.

სასწორი

ვენერას მმართველობის ქვეშ მუდმივად ან შეყვარებული ხართ ან ვინმეს უყვარხართ. სიყვარულში ძალიან წარმატებული ხართ და ყოველთვის შეგიძლიათ სხვებს ამ სფეროში ღირებული რჩევა მისცეთ.

როცა სხვა ჰაერის ნიშანთან პარტნიორობთ, შეუძლებელი არაფერია. თქვენი თანდაყოლილი დიპლომატიის და დარწმუნების ნიშნით სამყაროს გადაბრუნებას შეძლებთ.

იღბლიანი დღე: პარასკევი – თქვენი დღე არსებული ურთიერთობის გასამყარებლად ან ახლის მოსაძებნად.

იღბლიანი თვე: აპრილი, ივლისი, ოქტომბერი, იანვარი.

იღბლიანი ციფრი: 6,9

წარმატების ქვა: ოპალი. ის ფულს იზიდავს, შურისგან გიცავთ.

იღბლიანი ფერი: ცისფერი და ლავანდისფერი მშვიდ განწყობას ქმნის, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

მორიელი

თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ. ბუნებით ლიდერი ხართ. როცა საკუთარი მიზნების განხორციელებაზე კონცენტრირდებით, ნებისყოფის ძალით წარმატებას თავად ქმნით.

წარმატებული დღე: სამშაბათი – კვირის დღე, როცა ჰორიზონტები უნდა გააფართოვოთ, მთავარზე კონცენტრირდეთ და მიზნების მისაღწევად მკაფიო ნაბიჯები გადადგათ.

იღბლიანი თვე: მაისი, აგვისტო, ნოემბერი, თებერვალი.

იღბლიანი ციფრი: 2, 4.

წარმატების ქვა: ტოპაზი დაგიცავთ ყველასგან, ვინც თქვენს ინტერესებზე არ ზრუნავს.

იღბლიანი ფერი: ჟოლოს და შინდისფერის მუქი შეფერილობები თქვენი ძლიერი ფერია. ატარეთ და იგრძენით, როგორ მართავთ სამყაროს.

მშვილდოსანი

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი ხართ. იუპიტერის მმართველობის ქვეშ წარმატებას ასხივებთ, ბუნებრივ, სპონტანურ და აზარტულ პიროვნებას ფლობთ. სხვებზე მეტად რისკავთ.

იღბლიანი დღე: ხუთშაბათი. შესაფერისი დღე ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად. წარმატება თქვენს მხარეს იქნება ყველაფერში, რასაც ამ დღეს გააკეთებთ.

იღბლიანი თვე: ივნისი, სექტემბრი, დეკემბერი, მარტი.

იღბლიანი ციფრი: 5, 7

წარმატების ქვა: ფირუზი შეყვარებულის მოზიდვაში დაგეხმარებათ, ასევე თქვენს ექსტრასენსულ უნარებს გამოაშკარავებს.

იღბლიანი ფერი: იისფერი – კაშკაშა, თამამი ფერი, რომელიც თქვენს სითამამეს ხაზს უსვამს.

თხის რქა

უფრო მეტად გიმართლებთ, ვიდრე ფიქრობთ, რადგან თქვენი ამბიციებით და შეუპოვრობით წარმატებას თავად ქმნის. რეალისტი ხართ და იცით, რომ რაც უფრო მეტ შესაძლებლობას გამოიყენებთ, მით უფრო წარმატებული იქნებით.

იღბლიანი დღე: შაბათი. ამ დღეს სიყვარულში და ახალი ურთიერთობის დამყარებაში გიმართლებთ. თქვენ კომპანიის სული ხართ და ეს ის მხარეა, რომელიც ხშირად უნდა აჩვენოთ.

იღბლიანი დღე: აპრილი, ივლისი, ოქტომბერი, იანვარი

იღბლიანი რიცხვი: 2, 8

წარმატების ქვა: ძოწი თქვენს თვითშეფასებას ზრდის და საჭირო ხალხის მოზიდვას ხელს უწყობს.

იღბლიანი ფერი: მუქი მწვანე და ყავისფერი – მიწისფერი შეფერილობები, რომლებიც თქვენს დაფიქრებულ აურას შეესაბამება და თავს უფრო გაწონასწორებულად გაგრძნობინებთ.

მერწყული

მოვლენების სრული სურათის დანახვის უნარი და კაცობრიობის დაცვის სურვილი გაბედნიერებთ. შეგიძლიათ ბევრი დრო და ენერგია დაუთმოთ ქველმოქმედებას, პლანეტის გადასარჩენ პროგრამებს და ამით ენერგიით ივსებით.

ლომთან ერთად უფრო მეტის მიღწევა შეგიძლიათ, ვიდრე სხვა ზოდიაქალურ დუეტში. ინტელექტი ვნებას ხვდება, ლოგიკა – დარწმუნების უნარს. ერთად ერთმანეთის საუკეთესო მხარეებს გამოავლენთ და მთებს გადადგამთ.

იღბლიანი დღე: ოთხშაბათი თქვენი დღეა. ამ დღეს თქვენი იდეები გააზიარეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

იღბლიანი თვე: მაისი, აგვისტო, ნოემბერი, თებერვალი.

იღბლიანი ციფრი: 1, 7

წარმატების ქვა: ამეთვისტო თქვენს გულს ათბობს და გეხმარებათ თქვენ და მათ, ვინც გიყვართ, რომ ერთმანეთით აღფრთოვანდეთ.

იღბლიანი ფერი: ელექტრული ცისფერი ისეთივე მკვეთრი და მკაფიოა, როგორც თქვენი ინტელექტურალური ხედვა სამყაროზე.

თევზები

ნეპტუნი ყველაზე მისტიური და ჯადოსნური პლანეტაა, რომელიც თქვენს ნიშანს მართავს და ყველაფრის მიმართ იმდენად ხარბს გხდით, რომ ინტუიციას და ინსტინქტებს მოითხოვს. ინტუიციით როგორღაც სწორ გზას პოულობთ. წყლის მიმართ ბუნებრივი ლტოლვა გაქვთ, ამიტომ წყალთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე, კარიერა თუ თავგადასავლები თქვენთვის ძალიან წარმატებულია. მინიშნება: სანაპიროზე პატარა სახლში თავს ბედნიერად იგრძნობთ.

იღბლიანი დღე: პარასკევი – იდეალური დღე, რომ რაღაც შემოქმედებითი, ამაღელვებელი და გასართობით დაკავდეთ, ისეთი რამით, რაც ნაკადს ქმნის.

იღბლიანი თვე: ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი, მარტი

იღბლიანი ციფრი: 2, 6

წარმატების ქვა: აკვამარინი ორმაგ მიზანს ემსახურება – საზღვარგარეთ მოგზაურობისას დაგიცავთ და თქვენს ფსიქიკურ შესაძლებლობებს გააძლიერებს.

იღბლიანი ფერი: მკრთალი მწვანე და ფირუზისფერი თქვენს წყლიან, თითქსოდა ოკეანეთი გარშემორტყმულ ბუნებაში ჰარმონიას უზრუნველყოფს და მოდუნებაში გეხმარებათ.