ყვავილები
რა ვუყოთ ქლოროფიტუმის ისრებს: შევინახოთ თუ მოვჭრათ
გასულ წელს მეუღლემ სახლში პატარა ქლოროფიტუმი მოიტანა. მითხრა, რომ ჩემს კოლექციაში ასეთი მცენარე არაა. ერთ წელში ქოთანი საკმაოდ გაიზარდა და ბევრი ულვაში ფოთლების როზეტებით გამოუშვა. ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მისმა ამონაყარმა სხვა ქოთნები დაიპყრო და იქ გაფესვიანდა. მივხვდი, რომ ქლოროფიტუმის მოვლა ადვილი არაა.
მისთვის ახალი ადგილის მოძებნა დავიწყე, რომ თავისუფლად გაზრდილიყო. პარალელურად ვფიქრობდი, საჭიროა თუ არა მცენარის ულვაშების გადაჭრა. თითოეულ ამონაყარზე მცირე ფესვების სისტემა იყო. მცენარე რომ არ დამეზიანებინა, საკითხი დეტალურად შევისწავლე. აი, რა გავიგე.
ქლოროფიტუმზე ზრუნვა სახლის პირობებში
ფლორისტების მოსაზრებები გაიყო. ზოგი ულვაშების გადაჭრას მირჩევს, ზოგი თვლის, რომ მათშია მცენარის სილამაზე.
მაგრამ აღმონაცენები დედა ბუჩქს ძალას ართმევს. რაც უფრო მეტია, მით უფრო სუსტდება ყვავილი. თუ გსურთ, რომ მცენარე აყვავებული, ბევრი ფოთლებით იყოს, სჯობს როზეტები გადაჭრათ.
ულვაშების მოშორების კიდევ ერთი მიზეზი – ადგილის დეფიციტი. მცენარემ თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, წარმატებულად უნდა მოათავსოთ. ამასთან კატებს ჩამოკიდებული ფოჩები მოსწონთ. მასთან თამაშზე ან დაღეჭვაზე უარს არ ამბობენ.
ოღონდ სწორედ ამ ულვაშებზე იზრდება ნაზი, თეთრი ყვავილები. ყვავილობის შემდეგ იქმნება ნასკვი, რომელშიც თესლი მწიფდება.
მათგან შეგიძლიათ ახალი მცენარე გაზარდოთ, მაგრამ პრაქტიკული მეთოდი არაა. სჯობს ერთ–ერთი აღმონაცენი დარგოთ. ის უფრო სწრაფად გაფესვიანდება და ულვაშებს გამოუშვებს.
ქლოროფიტუმი ლამაზი და უპრეტენზიო მცენარეა. ასევე სასარგებლოა. ყვავილი ჰაერს შესანიშნავად წმენდს. სახლში მისი ქონა სასურველია. ულვაშები გადაჭრათ თუ არა, თავად გადაწყვიტეთ. მთავარია, მცენარე არ დააზიანოთ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, მცენარე თავად მიგანიშნებთ, თუ რა გააკეთოთ.