Connect with us

ჯანმრთელობა

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველ დილით შოკოლადს შეჭამთ

ჩემს ოჯახში ყოველი დილის ტკბილეულით დაწყება მიღებული არ იყო. დედა საუზმეზე გვთავაზობდა კვერცხს, შემწვარი სოსისებით და გახუხული პურით. ბავშვობაში არ მესმოდა, თუ რატომ არ შეიძლებოდა დილის დაწყება, მაგალითად, შოკოლადის ტორტით. საქმე არა დედის მავნებლობაში, არამედ ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაში იყო. საბედნიეროდ, ახლა დილით შოკოლადი არა ფუფუნება, არამედ ყოველდღიური რიტუალია.

დილა ფინჯანი ესპრესოს და 1 ნატეხი შავი შოკოლადის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ადრე ვფიქრობდი, რომ ასეთ საუზმეს უფრო სიამოვნება მოაქვს, ვიდრე სარგებელი. როგორც აღმოჩნდა, ვცდებოდი. შოკოლადი დილით განსაკუთრებით სასარგებლოა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო შოკოლადის დილით მირთმევა.

საქმე კაკაოშია

ყველაზე გავრცელებული მითი შოკოლადის შესახებ: მისგან გამონაყარი ჩნდება. სინამდვილეში, კანის პრობლემებში შაქარი უფრო დამნაშავეა, ვიდრე კაკაო. ნატურალური, შავი შოკოლადი შაქრის მცირე შემცველობით კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.

მაღაზიაში 70% კაკაოს ფხვნილის შემცველი შოკოლადი აირჩიეთ. ასეთ პროდუქტში შედის ბევრი ფლავონოიდი, ბუნებრივი ოქსიდანტი, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს.

შოკოლადი საუზმეზე

მთავარი მიზეზი, რის გამოც შოკოლადი საუზმეზე უნდა მიირთვათ: ტკბილეული კოფეინს და თეობრომინს შეიცავს. მას ორგანიზმზე გამამხნევებელი მოქმედება აქვს. ფენილეთილამინის შემცველობის წყალობით შოკოლადი ენდორფინის, ბედნიერების ჰორმონის, წარმოებას ხელს უწყობს. აი, რა არის დღის მხიარულად და ბედნიერად დაწყების გასაღები!

გარდა ამისა, შოკოლადი ორგანიზმის კოგნიტურ ფუნქციებს ზრდის, მაგალითად, მეხსიერებას და აბსტრაქციულ აზროვნებას. აქედან დასკვნა, რომ შოკოლადის რეგულარულ მიღებას ტვინის ასაკობრივი დაზიანების შეფერხება შეუძლია.

ფლავონოიდების მაღალი კონცენტრაციის წყალობით შოკოლადი ტვინში სისხლის ნაკადს ზრდის. ამრიგად, გაღვიძებისთანავე პროდუქტიულობას უზრუნველყოფთ. მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ ტვინს დილით შოკოლადი სჭირდება. ენერგია, რომელსაც ტკბილეული იძლევა, სადილობამდე გვყოფნის.

რა თქმა უნდა, ფინჯანი ყავა და შოკოლადის ნატეხი ვერ დაგანაყრებთ. ნოყიერ და სასარგებლო საუზმეს ვერაფერი ჩაანაცვლებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურში მიდიხართ. და მაინც, რატომ არ დავატკბოთ პირქუში დღე შოკოლადის ნატეხით? თქვენ მიირთმევთ შოკოლადს დილით?