ყვავილები
ჟოლოს ხოჭოს თავისი ადგილი მიუჩინეთ: 2 ეკოლოგიური მეთოდი
ჟოლოს ხოჭო წითელი კენკრის ნამდვილი საფრთხეა. მას შეუძლია მთელი მოსავალი გაანადგუროს. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 2 ეკოლოგიურ მეთოდს, როგორ მოაშოროთ მავნებელი ხოჭოს. რა თქმა უნდა, შეძენილი ქიმიკატებიც ეფექტურია და მათზეც გიამბობთ.
ჟოლოს ხოჭო
ამ მავნებელს ბევრი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. ეს 5 მმ სიგრძის მოწითალო ხოჭოა. დაზიანების ნიშნები: ამოჭმული ფოთლები და ყვავილები. მათგან კარგი კენკრა ვეღარ გაიზრდება.
მავნებელი მიწაში 10 სმ სიღრმეზე კარგად იზამთრებს. გაზაფხულზე ზედაპირზე ამოდის და კენკრის დაზიანებას აგრძელებს. მდედრი ხოჭოები პირდაპირ ჟოლოს ყვავილში კვერცხს დებს. ასე შეიძლება კენკრაში ლარვები აღმოაჩინოთ.
ხოჭოს მოსავლის დიდი ნაწილის განადგურება შეუძლია. რაც უფრო სქელია ბუჩქი, ჟოლოს ხოჭოს გაჩენის ალბათობა იზრდება. მავნებელი მოცხარზე, ხურტკმელსა და ხეხილის ყვავილებზეც შეიძლება გაჩნდეს.
როგორ მოვიშოროთ ხოჭო: შეძენილი ქიმიკატები
ქიმიკატები საკმაოდ უხეში და ტოქსიკურია, მაგრამ ეფექტურია. ქიმიკატების გამოყენების შემთხვევაში მოსავლის აღების შემდეგ კენკრა გარეცხეთ, თუ უმად მიირთმევთ. აი, რამდენიმე ეფექტური ვარიანტი:
- ფიტოვერმი
- ფუფანონი
- კონფიდორი
- კინმიქსი
- ისკრა
ქიმიკატებით ჟოლო ყვავილობის პერიოდში დანამეთ. ინსტრუქციაში მითითებული დოზა აუცილებლად დაიცავით.
უსაფრთხო საშუალებები ხოჭოს მოსაშორებლად
სურვილის შემთხვევაში, მავნებლის წინააღმდეგ უფრო ეკოლოგიური და უსაფრთხო მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ისინი მცენარეს და კენკრას არ აზიანებენ.
სოდა
1 ლ წყალს 1 ს/კ სოდა დაუმატეთ. პირველ რიგში, სოდა ცოტა ცხელ წყალში ჩააქრეთ, შემდეგ ცივი წყალი დაუმატეთ. ამ ნარევით ბუჩქები დანამეთ. ხსნარი ყვავილობის დაწყებიდან დასრულებამდე გამოიყენეთ.
კალიუმის პერმანგანატი
10 ლ წყალში ნახევარი გრამი კალიუმის პერმანგანატი გააზავეთ. ასე ღია ვარდისფერ ხსნარს მიიღებთ, რომლითაც ჟოლოს ბუჩქი შეგიძლიათ დანამოთ. ყვავილობის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდში გამოიყენეთ.
ბუჩქები გაათხელეთ და გადაჭერით, რომ ძალიან არ გასქელდეს. ასე ხოჭოს გაჩენის ალბათობა შემცირდება. დავარდნილი კენკრა მაშინვე მოაშორეთ. მოსავლის აღების შემდეგ ბუჩქების გარშემო მიწა გააფხვიერეთ, რომ ჟანგბადით გამდიდრდეს, ეს პროცედურა გაზაფხულის დასაწყისში გაიმეორეთ.