Connect with us

ჯანმრთელობა

ჟოლოს ფოთლები უმკლავდება ნერვულ აშლილობებსა და გულის დაავადებებს

მკურნალობისთვის, გაავსეთ ქილის მესამედი ჟოლოს დაქუცმაცებული ფოთლებით, დაასხით 40%-იანი არაყი და დააყენეთ 10 დღით.

გამოყენებამდე გადაწურეთ და, აუცილებლობის დროს, პირველი 10 დღის განმავლობაში მიიღეთ 20 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მომდევნო 10 დღის განმავლობაში – 30 წვეთი, ხოლო მესამე – 50 წვეთი.

მკურნალობის კურსი 3 თვით უნდა გაგრძელდეს. ამ საშუალების მიღება კარგია ივან-ჩაისთან ერთად(1 ს.კ. ნედლეული 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. დააყენეთ 6 საათით თერმოსში).

დაძაბულ ნერვებს დაამშვიდებს ტყის ჟოლოს ფოთლების ნახარში, მისი ფესვების ნახარშს კი ბრონქული ასთმის დროს იყენებენ.

ამ მცენარის ყვავილების ნაყენით იწმენდენ ჰემოროიდულ კვანძებს და მკურნალობენ ქალურ დაავადებებს, ხოლო ფოთლებისა და ღეროების ნახარში კურნავს ნევრასტენიასა და ნევრიტს.

ჟოლოს ფოთლები ქალისთვის

ჟოლოს სისხლის აღმდგენი თვისება აქვს: თუ კენკრის ნაყენს დალევთ, გარკვეული დროის შემდეგ შეჩერდება შინაგანი სისხლდენა. ეს ნაყენი, ასევე, დადებით ეფექტს ახდენს მენსტრუაციის დროსაც.

ჟოლოს ფოთლები ანთების წინააღმდეგ

ჟოლოს ფოთლებს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. თუ კანზე დიდი ხნის განმავლობაში ჭრილობა, ნაკაწრი ან ნახეთქი არ გიხორცდებათ, ჟოლოს ფოთლები დაგეხმარებათ, რადგან, მისი დახმარებით, კანი ძალიან სწრაფად ხორცდება.

აიღეთ ჟოლოს ფოთლები, დაჭერით რამდენიმე ადგილას, დაიდეთ დაზიანებულ ადგილას და დაიფიქსირეთ. გაიჩერეთ კომპრესი ნახევარი საათით.

ხშირად, სახის ან მკერდის ზედა ნაწილის კანზე იწყება ანთება, ჩნდება რამდენიმე აკნე. საიდუმლო არაა, რომ ასეთი პრობლემა, ხშირად, მოზარდებს უჩნდებათ ჰორმონალური ცვლილებების შედეგად.

ამ შემთხვევაში, შემდეგი რჩევები ნამდვილად გამოადგებათ: აიღეთ რამდენიმე ჟოლოს ფოთოლი, რამდენიმე ადგილას დაჭერით და მიიდეთ საჭირო ადგილას. დაიფიქსირეთ ფოთლები 20-25 წუთით. თუ ამ პროცედურას რამდენჯერმე გაიმეორებთ შედეგიც არ დააყოვნებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!