Connect with us

სხვა

პომიდვრის ნერგების გაზრდის ეკონომიური სaშუალება. ერთი თესლისგან 10 მცენარეს მიიღებთ!

ამ სტატიაში პომიდვრის ნერგების გაზრდის ჩვენეულ გამოცდილებას გაგიზიარებთ! ეს მეთოდი მაშინ გამოგადგებათ როდესაც არასაკმარისი თესლი ან დასათესი ადგილი გაქვთ. პომიდვრის ნერგების საჭირო რაოდენობის მისაღებად ტონობით მიწის მოგროვება და წვალება აღარ დაგჭირდებათ.

იანვარში ვთესავთ დაახლოებით 5-10 თესლს. როდესაც ნერგზე სამი ნამდვილი ფოთოლი ფორმირდება მას ლიტრიან ჭურჭელში ვდებთ. ამ ნერგს კრისტალიტის ძალიან მსუბუქი ნაყენით ვანოყიერებთ (5 ლიტრ წყალზე დანის წვერზე რაც დაეტევა იმ რაოდენობის კრისტალიტი გამოიყენეთ) და ნერგს კარგი განათებით ვუზრუნველყოფთ. შემდეგ მოზრდილ და კარგად განვითრებულ მცენარეს ვაჭრით ზედა ნაწილს და ვტოვებთ წყალში დასაფესვიანებლად. ასევე ვიქცევით მათზე წამოზრდილ ჩითილებზეც. “მშობლებსაც” არ ვყრით, ვუტოვებთ 1 ფოთოლს და მასაც დასათესად ვამზადებთ.

გამრავლების ასეთი სტილის უპირატესობა თესლის ეკონომიაა, ეს განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ თუ საკმარისი თესლი არ გაქვთ ან საქმე რაიმე იშვიათ ჯიშს ეხება. ეს მეთოდი თესლსაც დაგიზოგავთ, დროსაც და ენერგიასაც. რაც მთავარია ნაყოფი უფრო მალე მწიფდება, ისხამს უფრო მეტს და უფრო გამძლეა ვიდრე დათესვის სტანდარტული მეთოდით მიღებული მცენარე.