ტესტები
პიროვნების ტესტი. უპასუხეთ, რომელი სახეა უფრო ბედნიერი და გაიგეთ ბევრი რამ თქვენს შესახებ
ყველამ იცის, რომ ადამიანის ტვინის თითოეული ნახევარსფერო სხვადასხვა აქტივობაზე პასუხისმგებელია. ერთ–ერთი თეორიის მიხედვით, თითოეულ ადამიანში ერთი ნახევარსფერო დომინანტია. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ადამიანი უფრო პრაქტიკული და რაციონალურია, სხვა – კრეატიული და შემოქმედებითი. იცით, რომელი ნახევარსფერო დომინირებს თქვენში? თუ არა, Alltime.ge–ს რედაქცია მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ. პიროვნების ტესტის შედეგი გეტყვით, როგორი ადამიანი ხართ. დრო სასიამოვნოდ გაატარეთ და საკუთარი თავი უკეთ გაიცანით.
პიროვნების ტესტის შედეგები
ტესტი ძალიან მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ. ფოტოს შეხედეთ და თქვით, რომელი სახეა უფრო ბედნიერი. დიდხანს არ უყუროთ, აირჩიეთ ის, რომელზეც პირველად გაიფიქრეთ. ამოირჩიეთ? დროა, შედეგებს გაეცნოთ.
პირველი სახე
თუ პირველი სახე აირჩიეთ, თქვენში მარცხენა ნახევარსფერო უფრო აქტიურია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გონებასა და რაციონალურობაზე დაყრდნობით იღებთ. ორი გზიდან აირჩევთ იმას, რომელიც უფრო პრაქტიკული და ნაკლებად სარისკო ჩანს. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს.
კრიტიკული აზროვნება კარგად განვითარებული გაქვთ. ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალს ადვილად პოულობთ. თქვენი მოტყუება და დაბნევა რთულია. ანალიტიკური აზროვნება ნებისმიერ სფეროში, სადაც სიზუსტე საჭიროა, კარგი კარიერის აწყობაში გეხმარებათ. IT სფეროს დააკვირდით, ახლა პერსპექტიული მიმართულებაა. თქვენი გონებით იქ წარმატება გელით.
მეორე სახე
თუ ფიქრობთ, რომ მეორე სახე უფრო ბედნიერად გამოიყურება, თქვენში მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს. კრეატიული და შემოქმედებითი ხართ. სამყაროს განსხვავებულად უყურებთ, მასში სილამაზეს და ჰარმონიას ამჩნევთ. ემოციური პიროვნება ხართ, ზოგჯერ დაუცველი. ეს რაღაც ახლის შექმნაში გეხმარებათ.
ცდილობთ, რომ სამყარო რაღაც ახლით და ლამაზით შეავსოთ. გარდა ამისა, მუდმივად ძიებაში ხართ: იდეები, უჩვეულო ნივთები და საინტერესო ნაცნობები. ემოციები გმართავთ, გულის ხმას უსმენთ. ეს ცხოვრებაში გეხმარებათ. თუ კარიერულ გზას ირჩევთ, ყურადღება მიაქციეთ პროფესიებს, სადაც რაღაც ახალი უნდა შექმნათ. კრეატივი არ მოგაწყენთ.
რა თქმა უნდა, პიროვნების ტესტის შედეგები ძალიან პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არ უნდა მიიღოთ. ის, რომ რომელიმე ნახევარსფერო დომინირებს, იმას არ ნიშნავს, რომ იზოლირებულია. ყველა ადამიანს ემოციური და რაციონალური ნაწილი აქვს. უბრალოდ ზოგიერთი თვისება უფრო გამოკვეთილია. ვიმედოვნებთ, რომ საინტერესო ტესტი საკუთარი თავის გაგებასა და სწორი გზის არჩევაში დაგეხმარათ.