Connect with us

ტესტები

პირველი ცხოველი, რომელსაც დაინახავთ, თქვენს ხასიათზე ყველაფერს გეტყვით

ფსიქოლოგიური ტესტი ყოველთვის მოსაწყენი და ტიპიური თავსატეხი არაა. ტესტი საკმაოდ საინტერესო, მარტივი და სწრაფი შეიძლება იყოს! თუ გსურთ თქვენი ნათესავის, მეგობრის ან კოლეგის ხასიათის გამოცნობა, ამ ნახატზე შეხედვა სთხოვეთ.

ასე არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის შემოწმებაც შეგიძლიათ. იმის მიუხედავად, რომ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, მისწრაფებები და პრიორიტეტები უკეთ ვიცით, ზოგჯერ ასეთი ტესტის გავლა სასარგებლოა. ქვეცნობიერს თქვენზე იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ფიქრობთ. ტესტი ნახატით თქვენს წინაშეა. შეხედეთ და აირჩიეთ ცხოველი, რომელსაც პირველად შეამჩნევთ.

როგორი ხასიათი გაქვთ: ერთწუთიანი ფსიქოლოგიური ტესტი

ლომი

თუ პირველად ლომი დაინახეთ, თქვენი ხასიათი გამარჯვებისთვის გამოწრთობილია. ნებისმიერ სფეროში პატარა და დიდი მიღწევები უბრალოდ გჭირდებათ. ყველა ლიდერულ თვისებას ფლობთ, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთი ნაცნობი თქვენს მტკიცე ხასიათს უფრთხის.

ზებრა

მაშინვე ზებრას შეხედეთ? გამოდის, რომ მეგობრებს და ახლობლებს თქვენ გვერდით ყოფნა არ ბეზრდებათ. მშვენიერი იუმორის გრძნობა გაქვთ, ნებისმიერი კომპანიის ცენტრი უპრობლემოდ ხდებით, დიალოგის მხარდაჭერა შეგიძლიათ. მხიარულების ნიღბის ქვეშ მრავალმხრივი და რთული შინაგანი სამყარო იმალება, რომელსაც სხვებს არ აჩვენებთ, თუ ეს აუცილებელი არაა.

კატა

ადამიანი, რომელმაც პირველად კატა დაინახა, ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც ფუმფულა ცხოველი. იდუმალი ხართ, ბევრი ლაყბობა არ გიყვართ. სხვებისთვის სასიამოვნო საიდუმლოს წარმოადგენთ. თავისუფლებას და პირად საზღვრებს აფასებთ. თუ კარგად არ გიცნობებენ, შეიძლება იფიქრონ, რომ უბრალოდ მორცხვი ხართ. სინამდვილეში, მათი აზრი არ გაინტერესებთ.

ჟირაფი

უდავოდ, ნებისმიერი კომპანიის სული და გული ხართ. ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას მარტივად პოულობთ. მეგობრებთან და ახლობლებთან  ერთად საღამოზე ყოფნა, ოჯახური შეკრებები, კინოსა და მოგზაურობაში წასვლა გიყვართ. თქვენი სამეგობრო წრე ძალიან დიდია. ხალხი თქვენკენ მოილტვის, რადგან თქვენთან მოდუნებას და შვებას გრძნობენ, ხალისს არ კარგავენ. რუტინა თქვენთვის ნამდვილად არაა.

ბუ

მარტოხელა ღამის მცველი სიბრძნის და ძალის სიმბოლოა. ნამდვილად, ყოველთვის გააზრებულ რჩევებს გასცემთ, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ. საკუთარ თავთან განმარტოება საუკეთესო დასვენებაა. კომპანიის და ხმაურიანი წვეულებების გარეშე არ იწყენთ. შინაგან მესთან ჰარმონიაში ხართ.

კურდღელი

ერთი შეხედვით, უშრეტი ენერგია გაქვთ. თანდაყოლილი ოპტიმიზმი გაქვთ, ამიტომ მარტივად, მხიარულად და საინტერესოდ ცხოვრობთ. გარდა ამისა, პოზიტივით სხვებზე შთაბეჭდილებას მარტივად და სწრაფად ახდენთ, რის გამოც გაფასებენ. გულწრფელი თანაგრძნობა შეგიძლიათ, ამიტომ ხალხი თქვენკენ მოილტვის, როგორც ახალგაზრდა მცენარე გაზაფხულის მზისკენ.

ღორი

თუ პირველად ღორი დაინახეთ, მკვეთრად გამოხატული ანალიტიკური შესაძლებლობები გაქვთ. ეფექტურად მუშაობა გიყვართ და შეგიძლიათ. გუნდური მოთამაშე არ ხართ. მარტო საქმეს უფრო მარტივად აკეთებთ, რადგან ასე დარწმუნებული ხართ, რომ საქმე ხარისხიანად და სწორად გააკეთეთ. თქვენი ცხოვრების თითოეულ სფეროში დამოუკიდებლობა გიყვართ.

იხვი

სანამ სხვები ოცნებობს და გეგმებს აწყობს, თქვენ მომენტით ცხოვრობთ. თქვენთვის ჩვეულია გზაზე გაჩერება და მზის ჩასვლით ტკბობა. ბუნება ყველა მიმართულებით გიყვართ: ზამთარში თოვლით დაფარული ქალაქის ქუცები, ყვავილების ზემოთ მოზუზუნე მწერები და ბაღში გაშლილი მცენარეები. ახლის და უცნობის მიმართ გატაცება გაქვთ, სიხარულით მოგზაურობთ.

კოალა

ემპათია, ხასიათის თვისება, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ. სხვებს ნამდვილად ღრმად გრძნობთ. ახლობლების პრობლემებს და სიხარულს ისე განიცდით, როგორც საკუთარს. მეგობრებს და ახლობლებს არაფრის ახსნა სჭირდებათ, რადგან მათი მშვენივრად გესმით. სხვების დახმარებით სასიცოცხლო ძალას იღებთ.

სპილო

გულუხვობით და სიკეთით გამოირჩევით. ჯერ სხვებზე ფიქრობთ და მხოლოდ შემდეგ საკუთარ თავზე. თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ახლობლები და მეგობრები ბედნიერები არიან. ასე შინაგან სიმშვიდეს და კომფორტს გრძნობთ. სხვებზე ზრუნვა გიყვართ, ზოგჯერ საკუთარი თავის საზიანოდაც.

დათვი

შრომისმოყვარე და თავიდან ბოლომდე კონსერვატი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ტრადიციების და დადგენილი წესების შესაბამისი იყოს. ცხოვრებაში რაღაც ახალს იშვიათად უშვებთ. სპონტანური მოგზაურობა, სწრაფი ცვლილება და სიურპრიზი თქვენთვის არაა. ზომიერი ტემპი და ნაცნობი წესრიგი გჭირდებათ. ასეთ პირობებში თავს შესანიშნავად გრძნობთ.

ასეთი მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი თქვენზე და თქვენს ახლობლებზე ბევრ რამეს ამბობს. თანამედროვე ხმაურიან სამყაროში ხშირად საკუთარ თავს აღარ ვუსმენთ. არადა ჭეშმარიტი მოთხოვნილებების გაცნობიერებით ყველაზე ბედნიერი ადამიანები გავხდებით.

Advertisement
Advertisement