ტესტები
პირველი, რაც ამ სურათზე დაინახეთ, გეტყვით, როგორი ქალი ხართ
გსურთ გაიგოთ, როგორი ქალი ხართ? პიროვნების ტესტი პასუხების პოვნაში დაგეხმარებათ. ყველა ქალი ერთნაირი არააა და ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. არსებობს სიტუაცია, რომელიც გვაერთიანებს როგორც ქალს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს რაღაც ინდივიდუალური განსაკუთრებულობა გვაქვს.
ამ სურათს შეხედეთ და დიდხანს ფიქრის გარეშე თქვით: პირველად რამ მიიქცია თქვენი ყურადღება?
ორსული ქალი
თუ სურათზე პირველად დაინახეთ ორსული ქალი, თქვენ ახლობლებზე, განსაკუთრებით ოჯახზე ზრუნავთ.
ყოველთვის ნერვიულობთ, თუ რას იტყვის ხალხი, ვინც გიყვართ, ყველაფერი წესრიგში თუ იყო. კარგი მრჩეველი, ერთგული მეგობარი და მოსიყვარულე დედა ხართ.
თქვენ იმ ქალებს შორის ხართ, ვისაც ათასი საქმის ერთდროულად გაკეთება შეუძლია. ზოგჯერ სხვები ფიქრობენ, რომ წარმოუდგენელ შინაგან ძალას ფლობთ, რომელიც გეხმარებათ.
ამის მიუხედავად, უბრალოდ ქალი ხართ, ზოგჯერ თქვენც იღლებით და თავს მარტოდ გრძნობთ. მაგრამ სხვებზე და ოჯახზე ზრუნვას ვერ წყვეტთ.
რჩევა: დრო და დრო საკუთარი თავისთვის დროის დათმობა არ დაგავიწყდეთ.
პეპლის ფრთები
თუ პირველად პეპლის ფრთები დაინახეთ, თქვენ მეომარი ქალი ხართ. ყოველთვის ბრძოლის შუაგულში იმყოფებით, ძლიერი და უშიშარი ხართ.
ცხოვრებამ აჩვენა, რომ წინსვლისთვის საკუთარი თავი უნდა შეცვალოთ: ეს ზუსტად ისაა, რაც გააკეთეთ და ამაყობთ იმით, რასაც მიაღწიეთ.
ზოგჯერ რომანტიკული, მიამიტი გოგო გენატრებათ, როგორიც ადრე იყავით. არ ინანოთ, რომ ძალა და თავდაჯერებულობა მოიპოვეთ და დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი გახდით, როგორიც ახლა ხართ.
რჩევა: ყოველთვის დაიცავით საკუთარი აზრი და ყველაფერი, რასაც მიაღწიეთ. თქვენი დამოუკიდებლობის წართმევის უფლება არავის მისცეთ.
მიწის ბურთი დედის მუცელში
თუ ყველაზე მეტად ყურადღება ამ გამოსახულებამ მიიქცია, თქვენ თავისუფალი სულის ქალი ხართ.
უკვე კარგა ხანია მიხვდით, რომ არავის წინაშე ვალდებული არ ხართ და უფლება გაქვთ აირჩიოთ ნებისმიერი გზა. მთავარია ამან ბედნიერი გაგხადოთ.
გილოცავთ! თქვენ მზად იცხოვროთ ისე, როგორც გსურთ და რასაც ადრე მომავლისთვის დებდით. ხვდებით, რომ სურვილების ასრულება სისულელე არაა და მისკენ წახვალთ ყველაფრით, რაც გაქვთ.
რჩევა: არავის და არაფერს თქვენთვის ხელის შეშლის უფლება არ მისცეთ!