Connect with us

საკითხავი

პემზა ყოველდღიურობაში: ქუსლების გარდა, კიდევ რისი გახეხვა შეიძლება პემზით

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პემზა ჩემი საწყალი, დახეთქილი ქუსლებისთვის დაცინვა იყო. დიახ, ის უმტკივნეულოა, მაგრამ ამ უხეში ქვით ნაზი კანის გაწმენდაზე მხოლოდ ფიქრი საკმარისია, რომ უსიამოვნო ჭიანჭველებმა ტანზე დამიაროს. იცით თუ არა, რომ პემზას ბევრი სხვა დანიშნულებაც აქვს?

პემზა ვულკანური ქანების ფოროვანი ნაირსახეობაა, რომელიც ლავის სწრაფი გაგრილების შედეგად წარმოიქმნა. ის ძალიან მსუბუქია, მაგრამ საკმაოდ გამძლეა, ამიტომ აბრაზიულ საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პემზა მხოლოდ კანის მკვდარი უჯრედების და კოჟრების მოსაშორებლად არის შექმნილი. თუმცა ასე არაა. ამ დაუფასებელ ლავის ქვას იყენებენ სტომატოლოგიურ პროდუქტებში, საწმენდ ფხვნილებში, წყლის ფილტრების სისტემაში, ბეტონში, სახეხში, მიწაში და სხვაგან. ჩვენ შეიძლება პემზა სამრეწველო მიზნით არ გამოვიყენოთ, მაგრამ ის არა მხოლოდ ქუსლებისთვის არის სასარგებლო.

პემზა საყოფაცხოვრებო საქმეებში

სვიტერს ბუსუსები მოაშორეთ

სვიტერს ბუსუსები რომ მოაშოროთ დაზიანებული უბნები პემზით გახეხეთ. ამის შემდეგ ტანსაცმლის საწმენდი ჯაგრისით გაწმინდეთ. ამ მიზნით მაღალი ხარისხის პემზა გამოიყენეთ. უფრო იაფფასიანი ტანსაცმელზე აიქერცლება.

უნიტაზი გაწმინდეთ

პემზა უნიტანიზის გაწმენდასა და ზედაპირზე სიყვითლის მოშორებაში დაგეხმარებათ. გამოყენების წინ ქვა რამდენიმე წუთით წყალში ჩაალბეთ, რომ არაფერი გაკაწროს.

ღუმელი გაწმინდეთ

ღუმელი რთულად გასაწმენდი კუთხეა სამზარეულოში. აქ, პემზა დაგეხმარებათ. ეს ნატურალური საშუალება ზედაპირს ჭუჭყს ეფექტურად აშორებს.

დივნის გადასაფარებელს და ხალიჩას ბეწვი მოაშორეთ

პემზის დახმარებით შეგიძლიათ ავტომობილის ხალიჩას და საჯდომს, დივანს და ხალიჩას ბეწვები მოაშოროთ. ქვა საკმაოდ უხეშია, ამიტომ ქსოვილიდან ბეწვს ადვილად ამოიღებს, თან არ დააზიანებს.

მცენარის გასაზრდელად დაქუცმაცებული პემზა მიწას დაუმატეთ

მიწის ნარევი საფუარის თვისებებით თავად მოამზადეთ. ამისთვის გამოიყენეთ ქოქოსის ბოჭკოები, ქოთნის მიწა და დაქუცმაცებული პემზა 1:1:2 პროპორციით.

არასასურველი თმა მოიშორეთ

იცით თუ არა, რომ პემზით სხეულზე თმის მოშორება შეიძლება? ეს არატრადიციული მეთოდი გამოსაყენებლად მარტივია. გარდა ამისა, კანისთვის უფრო დელიკატური ვარიანტია. პემზა თბილ წყალში 5 წუთით ჩაალბეთ. საპონი ააქაფეთ და საპნის ქაფი სველ კანზე წაისვით. ძალდატანების გარეშე სველი ქვა კანზე წრიული მოძრაობით 1-2 წუთით შეიზილეთ. საპონი ჩამოიბანეთ და კანი გაიმშრალეთ. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი აუცილებლად გამოიყენეთ.

ჯინსის ქვედა კიდეები გახეხეთ

დაუმუშავებელი კიდების ეფექტი რომ მიიღოთ, პემზით კარგად გახეხეთ.

ეთერზეთის დიფუზორი

ზუსტად 35 წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი პემზას დააწვეთეთ. ფოროვანი პემზა ზეთს ჰაერში ნელა და თანაბრად გაავრცელებს.

მანიკურის ინსტრუმენტი

სანამ ლაქს წაისვამთ, სველი პემზით კუტიკულიდან ზედმეტი კანი მოიშორეთ.მსუბუქი ზეწოლა საკმარისია.

შინაურული საპონი

შინაურული საპნის მოსამზადებლად შეგიძლიათ პემზა გამოიყენოთ.

როგორც ხედავთ, პემზა ძალიან უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც ყოველდღიურობაში გამოგადგებათ. თქვენ იყენებთ ამ ლავის ქვას არაპირდაპირი დანიშნულებით? რომელმა მეთოდმა გაგაოცათ ყველაზე მეტად?

Advertisement