Connect with us

ჯანმრთელობა

პარაზიტები ერთ გუნდად შეიკრიბებიან და გაქრებიან. გოგრის სასარგებლო თვისებები და მისი სწორად გამოყენების წესი

რამდენ სასარგებლო თვისებას ინახავს ერთი ჩვეულებრივი გოგრა! ის არამხოლოდ წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და ამცირებს შაქრის დონეს, არამედ გამოაქვს ტოქსინები მავნე მიკროორგანიზმებთან ერთად.

გოგრის სასარგებლო თვისებები

გოგრა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და, როცა მისი ყველა სასარგებლო თვისების შესახებ გაიგებთ, აუცილებლად მოინდომებთ მისგან სხვადასხვა კერძის მომზადებას.

1. გოგრა ორგანიზმს C ვიტამინით ანოყიერებს. ასევე, მასში დიდი რაოდენობით პექტინი, კალციუმი, კაროტინი, რკინა და სპილენძია.

2. გოგრაში დიდი რაოდენობით თუთია და E ვიტამინია, რომლებიც დაბერების პროცესს ანელებს.

3. ეს პროდუქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნითაც გამოიყენება.

4. გოგრის დახმარებით ჭარბ წონასაც გაუმკლავდებით. იგი 90%-ით წყლისგან შედგება და 100გრამზე 23 კკალ მოდის.

5. გოგრის წვენი დადებითად მოქმედებს კუჭზე მაღალი მჟავიანობის გასტრიტის დროს. ასევე, ეს პროდუქტი გაციების სამკურნალოდაც გამოიყენება.

6. ეს გემრიელი ბოსტნეული გააძლიერებს იმუნიტეტს, ამიტომ შემოდგომაზე მისი იმედი უნდა გქონდეთ.

7. გოგრის წვენი ზრუნავს კბილის ემალზე, აძლიერებს მას. ნუ შეგეშინდებათ კარიესის, თუ ამ წვენს ხშირად სვამთ.

8. ნარინჯისფერი ბოსტნეულის მარცვლები ჭიებისა და ნაწლავის სხვა პარაზიტებისგან გაგათავისუფლებთ. მიირთვით საღამოობით 100გ მარცვალი თაფლთან ერთად, დილით კი 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი დააყოლეთ.

9. ღვიძლის ეფექტურად გასაწმენდად(ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ) მიირთვით გოგრა თაფლით.

10. შესანიშნავი რეცეპტი ნაწლავების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად: აიღეთ წითელი გოგრა(150-170გ), დაჭერით რბილობი მომცრო კუბებად, შეწვით ტაფაზე დარბილებამდე. დაალაგეთ თეფშზე, მოასხით თაფლი და მოაყარეთ საყვარელი თხილი.

11. უძილობისა და სტრესისგან გასათავისუფლებლად, ძილის წინ მიირთვით გოგრის რბილობის ნახარში თაფლით.

12. სამწუხაროდ, გოგრის მოხმარება არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის, წყლულის ან დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს.

გოგრის სმუზი პარაზიტების წინააღმდეგ

პარაზიტების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა გოგრის უმი მარცვლები. პარაზიტული ინვაზიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის მიირთვით ისინი ყოველ დილით. ასევე, შესანიშნავი ანტიპარაზიტული საშუალებაა უმი გოგრის წვენიც.

ინგრედიენტები

  • 100 გ გოგრა
  • 0.5 ჭიქა წყალი

მომზადება

1. უმი გოგრა გაწმინდეთ და დაჭერით პატარა კუბებად. კარგად ათქვიფეთ ბლენდერში წყალთან ერთად.

2. მიირთვით უმი გოგრის სმუზი ყოველ დილით, უზმოზე, 14 დღის განმავლობაში. პარაზიტები უკვალოდ გაქრება! ასევე, ეს სასწაულმოქმედი კოქტეილი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაშიც.

გოგრის სასარგებლო თვისებების ეს სია სრული არ არის, იგი გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე გგონიათ, ამიტომ აუცილებლად ჩართეთ რაციონში, თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.